14:46 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
პრეზიდენტის სასახლე

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ბედი მოგვიანებით გადაწყდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
18 0 0

საქართველოს პრეზიდენტი სხვების მოწოდებების გათვალისწინებას არ აპირებს. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი პატიმრობამისჯილი თანამშრომლების შეწყალების საკითხს ის დამოუკიდებლად გადაწყვეტს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს ექს–ჩინოვნიკების შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უმაღლეს სასამართლო ინსტანციებში საქმის განხილვის შემდეგ მიიღებს, განაცხადა პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის, ე. წ. კაბელების საქმეზე შვიდ–შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათი შეწყალებისკენ პრეზიდენტს ამჟამად უკვე ოპოზიციურმა პარტია „ეროვნულმა ფორუმმა“ მოუწოდა.

 „პრეზიდენტი ვერ წაართმევს სასამართლოს მართლმსაჯულების უფლებას, უფლებას, რომ ბოლომდე განიხილოს საქმე, თუმცა ხედავს, რომ „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს არა ერთი შეკითხვა. პრეზიდენტი ყურადღებით დააკვირდება პროცესის მიმდინარეობას. რაც შეეხება „ეროვნული ფორუმის“ თხოვნას, პრეზიდენტს ნამდვილად არ სჭირდება მოწოდება, თუ როგორ მოიქცეს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“,  - განაცხდა ეკა მიშველაძემ.

სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის საამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბება და 4 მლნ 102 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვა. ისინი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს, 2015 წლის ივნისში კი წინასწარი პატიმრობიდან დეპუტატების შუამდგომლობით გაათავისუფლეს. 

პატიმრების ადვოკატები აპელაციას ამზადებენ.


მთავარი თემები