მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს ექს-ჩინოვნიკების საქმეს თვალს ადევნებს

© FB/Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ კომენტარზე უარი განაცხადა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკრიტიკა პოლიტიკოსები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების სასამართლო პროცესზე კომენტარებს აკეთებენ.

მანამდე, პარტია „ეროვნულმა ფორუმმა“ პრეზიდენტ მარგველაშვილს ყოფილი ჩინოვნიკების შეწყალებისკენ მოუწოდა.

„პროცესი მიმდინარეობს. კომენტარს პროცესზე არ ვაკეთებ, რადგანაც მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა მიმდინარე სასამართლო პროცესზე არ უნდა ილაპარაკონ. თუმცა, კონკრეტულად ამ სასამართლო საქმეზე არაერთი ზედმეტი კომენტარი მოვისმინე პოლიტიკოსებისგან“, — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საქმეს ყურადღებით ადევნებს თვალს. 

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების შეწყალებისკენ მოუწოდებენ

მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის საამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბება და 4 მლნ 102 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვა. ისინი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს, 2015 წლის ივნისში კი წინასწარი პატიმრობიდან დეპუტატების შუამდგომლობით გაათავისუფლეს. 


ყველა ახალი ამბავი
0