შვედეთი და საქართველო კრიმინალს ერთად შეებრძოლებიან

© FB/МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მღებრიშვილი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრია, რომელიც შვედეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. შვედეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში ძალზე მნიშვნელოვანია, განაცხადა შვედეთის პარლამენტის იუსტიციის კომიტეტის ხელმძღვანელმა ბეატრის ასკმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

სტოკჰოლმი - Sputnik საქართველო
შვედეთს საკუთარი ტელეფონის ნომერი აქვს - რა იციან შვედებმა საქართველოზე?

"ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმ წარმატებული რეფორმების თაობაზე, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორციელდება“, — განაცხადა ასკმა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

გიორგი მღებრიშვილმა, თავის მხრივ, ორმხრივი მოლაპარაკებების მსვლელობისას არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვიზიტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა თავის შვედ კოლეგას ანდერს იგემონს, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ურბან აჰლინს, ასევე ეწვია შვედეთის ეროვნული პოლიციის ოპერატული მართვის ცენტრს.

უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მღებრიშვილი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრია, რომელიც შვედეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

გარდა ამისა, შვედეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ საქართველო ამ ქვეყანაში პოლიციის ატაშეს მიავლენს.


ყველა ახალი ამბავი
0