06:22 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სამმხრივი მინისტერიალი სტამბოლში

საქართველო და თურქეთი ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო პროგრამებზე იმუშავებენ

© facebook.com/mod.gov.ge.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
14 0 0

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, თბილისისა და ანკარის თანამშრომლობა აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ ფაზაზე უნდა გადავიდეს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები სამხედრო მოსამსახურეებისთვის ერთობლივი სასწავლო და საწვრთნელი პროგრამების შემუშავებას იწყებენ, — იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური დღეს, 17 დეკემბერს. 

ამ გადაწყვეტილებამდე საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები — თინათინ ხიდაშელი და ისმეთ ილმაზი (Ismet Yılmaz) სტამბოლში გამართულ სამმხრივ მინისტერიალზე (საქართველო–თურქეთი–აზერბაიჯანი) მივიდნენ. 

„შევთანხმდით, რომ დადგა დრო, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებულ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფაზაში გადავიდეს“, — აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილეს. 


მთავარი თემები