თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები სამხედრო მოსამსახურეებისთვის ერთობლივი სასწავლო და საწვრთნელი პროგრამების შემუშავებას იწყებენ, — იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური დღეს, 17 დეკემბერს.
ამ გადაწყვეტილებამდე საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები — თინათინ ხიდაშელი და ისმეთ ილმაზი (Ismet Yılmaz) სტამბოლში გამართულ სამმხრივ მინისტერიალზე (საქართველო–თურქეთი–აზერბაიჯანი) მივიდნენ.
„შევთანხმდით, რომ დადგა დრო, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებულ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფაზაში გადავიდეს“, — აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილეს.