23:45 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მიხეილ სააკაშვილი

შოთაძე: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მის ექსტრადირებას არ გამორიცხავს

© Sputnik/ Стрингер
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1001

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ ეტაპზე ოდესის ოლქის გუბერნატორია, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოში მის ექსტრადირებას არ გამორიცხავს, განაცხადა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

პარასკევს, 4 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, რადგანაც საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს მიღებული.

შოთაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციური გარანტია და ექსტრაცირებას არ ახორციელებს, თუ სააკაშვილს რომელიმე სხვა ქვეყანა დააპატიმრებს როგორც დამნაშავეს, მას შეუძლია ექს-პრეზიდენტი საქართველოს გადმოსცეს, რადგანაც საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მთავარი პროკურორის სიტყვებით, „თუ სააკაშვილის დაპატიმრება უცხოეთში დამნაშავის სტატუსით მოხდება, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა თუ არა, რამდენადაც გადამწყვეტი ის ბრალდებებია, რომელიც ქართულმა მხარემ მას წარუდგინა“.

„ჩვენ მსგავსი შემთხვევა გვქონდა, საქართველოში უცხოელი დააკავეს, მისი ექსტრადირება კი სხვა ქვეყანაში მოხდა, რამდენადაც დანაშაული მას სხვა ქვეყანაში ჰქონდა ჩადენილი“, — აღნიშნა შოთაძემ და დასძინა, რომ „ექს-პრეზიდენტისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა არც გააუარესებს და არც ხელს შეუწყობს სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი ძებნის პერსპექტივებს“.

„სააკაშვილი დღს სხვა ქვეყნის მოქალაქეა. მას სხვა ქვეყანა იცავს… თუ მისი ბრალეულობა სასამართლოში დამტკიცდება და მისი ექსტრადირების საკითხი დადგება, ჩვენგან ის უფრო მეტად იქნება დაცული, ვიდრე აქამდე იყო. როდესაც პირი შენი ქვეყნის მოქალაქეა და მის ექსტრადირებას ითხოვ, ეს შედარებით მარტივია, დღეს კი ჩვენ და მას შორის უკრაინის სახელმწიფო დგას, როგორც დამცველი“, — განაცხადა ტელეკომპანია GDC-ზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა. საქართველოში მის წინააღლდეგ ოთხი სისხლის საქმეა აღძრული. 

 

 

 

მთავარი თემები