07:52 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ნიკა გვარამია - რუსტავი 2-ის გენერალური დირექტორი

მოსამართლემ ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე არ დაუშვა

http://rustavi2.com
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ (73)
601

მოსამართლის გადაწყვეტილების საპასუხოდ გვარამიამ ის კორუმპირებულობასა და უნიჭობაში დაადანაშაულა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმეს იხილავს, ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ დაუშვა. 

წინა სხდომაზე, 19 ოქტომბერს მოსამართლე ურთმელიძემ გვარამია სიტყვიერი შელაპარაკებების შემდეგ წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოჩენის გამო დარბაზიდან გააძევა. 

„მან მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა. მას უვიცი უწოდა და ამით სასამართლოს მიაყენა შეურაცხყოფა. ნიკა გვარამია პროცესზე სასამართლოს დამთავრებამდე არ შემოვა. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ურთმელიძემ ხუთშაბათს. 

მოსამართლის გადაწყვეტილების საპასუხოდ  გვარამიამ მას კორუმპირებლობასა და უნიჭობაში დასდო ბრალი.

„უნიჭო, უსინდისო ურთმელიძე… კორუმპირებული ადამიანისგან კარგს არაფერს ველოდები“, – განაცხადა გვარამიამ სასამართლოს ეზოში „რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. 

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი 2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.

 

 

თემები:
დავა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ (73)

მთავარი თემები