დეპუტატი: პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციურ ჩარჩოს სცილდება

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის აქტიურობა ბოლო პერიოდში კონსტიტუციურ ჩარჩოს სცილდება და პოლიტიკურ ელფერს იღებს, აცხადებს პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აქტიურობა კონსტიტუციური ჩარჩოდან  გადის, თვლის „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ვოლსკი.

ვოლსკის განცხადება გიორგი მარგველაშვილის ხელისუფლებისადმი იმ მიმართვას უკავშირდება, რომელიც უნერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტთან დაკავშირებით, მოკლე პერიოდში სხდომის მოწვევას ეხებოდა. „პრეზიდენტის აქტიურობა ბოლო პერიოდში კონსტიტუციურ ჩარჩოს სცილდება და პოლიტიკურ ელფერს იღებს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები კომერციულ აირთან დაკავშირებით მიმდინარეობს

რაც შეეხება „გაზპრომის“ ან სხვა თემას, ხელისუფლებას ყოფნის იმის კომპეტენცია, რომ საზოგადოებაში დასმულ ყველა კითხვას პასუხი გასცეს. პრეზიდენტი აშკარა პოლიტიკურ თამაშში ჩაერთო“, — განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა მთავრობას ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვისაკენ მოუწოდა

ენერგოუსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაზემ პარასკევს, 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება ენერგორესურსების დივერსიფიკაციის შესახებ ფიქრობს და ამასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ ქმედებაში დაადანაშაულა.


ყველა ახალი ამბავი
0