დავით უსუფაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება

© Pixabay / SW1994ჩინეთის დროშა
ჩინეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
14 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატური კონფერენციის გახსნის ცერემონიას დაესწრება და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

თბილისი, 14 ოქტომბერი  — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა,  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია  რესპუბლიკის პრეზიდენტ  სი ცზინპინთან (Xí Jìnpíng) შეხვედრა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.

14 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატური კონფერენციის გახსნის ცერემონიას დაესწრება და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ამავე დღეს დაგეგმილია დავით უსუფაშვილის შეხვედრა ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან ჭან დეძიანგთან (Zhang Dejiang).

საქართველო, პორტი, ანაკლია - Sputnik საქართველო
ჩინური კომპანია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მშებებლობით დაინტერესდა

 „სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ცზინპინი ერთობლივ შეხვედრას გამართავს კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი“, — ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პარლამენტის სპიკერის ინტერვიულ ჩინეთის მედია-საშუალებებთან.

დავით უსუფაშვილის ვიზიტი ჩინეთში 17 ოქტომბერს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0