დეპუტატი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა განახორციელეს

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ოპოზიციური პარტიების სარჩელის საფუძველზე, ორშაბათს, 12 ოქტომბერს იმ საკანონმდებლო ნორმების მოქმედება შეაჩერა, რომლის საფუძველზეც ქვეყნის ეროვნულ ბანკთა შექმნილ ახალ სტრუქტურას – ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს ფუნქციონირება უნდა დაეწყო.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს ფუნქციონირების შეჩერების შესახებ პოლიტიკური ზეგავლენის გამო მიიღო, განაცხადა დეპუტატმა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ თამაზ მეჭიაურმა. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ოპოზიციური პარტიების სარჩელის საფუძველზე, ორშაბათს, 12 ოქტომბერს იმ საკანონმდებლო ნორმების მოქმედება შეაჩერა, რომლის საფუძველზეც ქვეყნის ეროვნულ ბანკთა შექმნილ ახალ სტრუქტურას – ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს ფუნქციონირება უნდა დაეწყო. ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ მეთვალყურეობის სამსახურის ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან გამოყოფა უფრო პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი, ვიდრე ეკონომიკური აუცილებლობით.

ეროვნული ბანკის სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს ფუნქციებს შეასრულებს

„ეს არ არის სამყაროს დასასრული, ლარის კურსზე ცუდად არ აისახება. რა გონიათ ამ გადაწყეტილების ავტორებს, მოახდენენ დესტაბილიზაციას? ისე არ იქნება, როგორც მათ უნდათ. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეგავლენით მიიღო. ჯერ პრეზიდენტმა დაადო ვეტო, ახლა სასამართლომ“, – განუცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა 22 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი შეიტანეს. პარლამენტმა მიიღო შესწორებები, რომლებიც ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან სამეთვალყურეო სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტის მიღებული შესწორებების თანახმად, ფინანსური სამეთვალყურეო სააგენტოს უფლებამოვალეობებში იქნება ლიცენზირების უფლებები, შემოწმებები და რეგულაციები, კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ორგანიზაციების შეზღუდვების დადგენები და სანქციები.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინანსური მეთვალყურეობის ფუნქციების ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშ დატოვებასა და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერებას მოითხოვდა, თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და 2015 წლის 11 სექტემბერს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბანკო მეთვალყურეობის შესახებ ცვლილებების მოწინააღმდეგეთა კრიტიკისას განაცხადა, რომ კანონპროექტზე „ხელოვნური აჟიოტაჟი“ „ინვესტორების შეშინების“ მიზნით „უპასუხისმგებლო“ კრიტიკოსებმა ატეხეს.

 


ყველა ახალი ამბავი
0