02:05 17 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8660
  • 100 RUB3.9322
  • USD2.4479
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ადეკვატური მოლაპარაკება არ შეუძლია

© photo: Sputnik / РИА Новости
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
301

გასულ კვირას ნინო ბურჯანაძე ევრაზიის ქალთა ფორუმში მონაწილეობის მისაღებად სანქტ–პეტერბურგს ეწვია. 2015 წლის ივლისში პოლიტიკოსი უკვე გახლდათ რუსეთში, სადაც წამყვან პოლიტიკოსებთან შეხვედრები გამართა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, რომელიც რუსეთთან ადეკვატურ და თანასწორუფლებიან მოლაპარაკებას გამართავდა, მიაჩნია საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერ ნინო ბურჯანაძეს. 

გასულ კვირას ნინო ბურჯანაძე ევრაზიის ქალთა ფორუმში მონაწილეობის მისაღებად სანქტ–პეტერბურგს ეწვია. 2015 წლის ივლისში პოლიტიკოსი უკვე გახლდათ რუსეთში, სადაც წამყვან პოლიტიკოსებთან, მათ შორის სახელმწიფო სათათბიროს  სპიკერ სერგეი ნარიშკინთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრები გამართა.

„აღნიშნული პრობლემების მოგვარება პირველ რიგში ჩვენს ინტერსებშია, რადგან ჩვენ გვაქვს ღია ჭრილობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მე, რა თქმა უნდა, გამოვხატე აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კვლავ გრძელდება საზღვრის ბორდერიზაციის პროცესი. იმისათვის რომ სისტემური პრობლემები მოგვარდეს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, აუცილებელია უმაღლეს დონეზე შეხვედრები. მაგრამ ფაქტია, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ადეკვატურ და თანასწორუფლებიან მოლაპარაკებას რუსეთთან", —  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პოლიტიკოსის თქმით, ის განაგრძობს შეხვედრებს რუსეთის მაღალი რანგის ხელმძღვანელობასთან. დაგეგმილია  შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ასევე უშუალოდ პრეზიდენტთან, აღნიშნა მან. 


მთავარი თემები