დავით სერგეენკო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2012 წლიდან. პროფესიით არის ბავშვთა და მოზარდთა კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგი. დაიბადა 1963 წელს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სწავლობდა ბოსტონისა და ბერლინის სამედიცინო სასწავლებლებში. მინისტრობამდე ხელმძღვანელობდა საჩხერის სამედიცინო ცენტრს, რომელსაც ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, კრიტიკული მედიცინის დარგში. ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვა, C-ჰეპატიტის ელიმინაცია და სხვა.

გაეცანით სიახლეებს დავით სერგეენკოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

 

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0