02:07 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
506210

თანამედროვე თურქული სერიალები ქართულ ტელესივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სერიალების სიმპათიურმა მთავარმა გმირებმა ადვილად მოახერხეს ქართველი მაყურებლის გულების დაპყრობა. სოციალურ ქსელში, და არა მარტო, არ წყდება ინეტერსი მათი პირადი ცხოვრებს მიმართ.

ნესლიჰან ათაგული თურქული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. 28 წლის მსახიობმა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ადამიანების უდიდესი ნაწილის სიყვარული დაიმსახურა. უნიკალური საშემსრულებლო მანერით, ნიჭით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შეაყვარა თავი.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Neslihan Atagül Doğulu (@neslihanatagul)

ბოლო დროს მსახიობმა ურთულესი პერიოდი გაიარა. მას საკმაოდ რთული დაავადება დაუდგინდა, რომლის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამსახიობო კარიერის გაგრძელება აღარ შეეძლო.

ნესლიჰანს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი დაუდგინდა და, როგორც თურქული მედია წერდა, საკმაოდ რთული ფორმით, ვინაიდან მას ოპერაცია ესაჭიროებოდა. ამასთან, ექიმები ვერ იძლეოდნენ გარანტიას, რომ ოპერაციის შემდეგ ის ისევ შეძლებდა ძველებური დატვირთვით მუშაობას.

ნესლიჰანის მიმდინარე პროექტი იყო სერიალი „ელჩის ქალიშვილი". სერიალს საქართველოშიც არაერთი ადამიანი ადევნებს თვალს. ათაგული სერიალში ელჩის ქალიშვილის - ნარეს როლს ასრულებდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადასაღები მოედნის დატოვება მოუწია.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Neslihan Atagül Doğulu (@neslihanatagul)

„ვემშვიდობები ნარეს, ქალს, რომელსაც თამაშისას ყველა უჯრედით ვგრძნობდი. ჩემი სხეული არ მაძლევს საშუალებას, რომ გადაღებები გავაგრძელო. იმედი მაქვს, მალე სხვა ისტორიებით შევხვდებით", – დაწერა მსახიობმა „ინსტაგრამზე“.

დაავადების გამო მან წონაშიც მნიშვნელოვნად დაიკლო.

რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ ნესლიჰანის მეუღლემ ქადირ დოღულუმ მსახიობის ფანებს ამცნო, რომ ნესლიჰანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მალე გააგრძელებს თავის სამსახიობო საქმიანობას.

„ნესლიჰანი, ღმერთის წყალობით, ძალიან კარგად გრძნობს თავს. ახლა ოჯახთან ერთად ისვენებს. მე სამსახურის გამო დარჩენა მიწევს. მის თავისუფალ დროს მე ვმუშაობ, ჩემ თავისუფალ დროს ის მუშაობს. ასეთი ბალანსივით აეწყო“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ქადირ დოღულუ.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Neslihan Atagül Doğulu (@neslihanatagul)

თურქი მსახიობი ნესლიჰან ათაგული დაიბადა და გაიზარდა თურქეთში. მისი მამა ჩერქეზული წარმოშობის, ხოლო დედა ბელორუსია. ნესლიჰანმა განათლება იედითეფეს უნივერსიტეტში მიიღო, სადაც მან თეატრალური ფაკულტეტი დაამთავრა. გოგონას ბავშვობიდან ყველაზე მეტად მსახიობობა აინტერესებდა და ეს ოცნება მალევე აიხდინა. მისი დებიუტი 13 წლის ასაკში შედგა ფილმში „პირველი სიყვარული“.

განსაკუთრებული წარმატება და აღიარება კი მოუტანა ფილმმა Araf („განსაწმენდელი“), სადაც ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში მყოფი მსახიობი (18 წლის) ურთულეს როლს ასრულებს. ნესლიჰანის გმირი ფილმში აბორტს საკუთარი ხელით იკეთებს. ეს არის სცენა, რომელზეც დღემდე ბევრს საუბრობენ და რომელმაც ნესლიჰანს არა მარტო თურქეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბით მოუტანა აღიარება. ფილმი 2011 წელსაა გადაღებული. ნესლიჰანის გმირს ზეჰრა ჰქვია.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Neslihan Atagül Doğulu (@neslihanatagul)

ამ ფილმის შემდეგ რამდენიმე სერიალში შეასრულა მთავარი როლი და მათ შორის ყველაზე უფრო წარმატებული სერიალი Kara Sevda („შენი ზოდიაქოს ფერი“) აღმოჩნდა, სადაც პარტნიორობა თურქული კინოინდუსტრიის ვარსკვლავს ბურაქ ოზჩივიტს გაუწია. ეს ერთადერთი თურქული სერიალია, რომელმაც Emmy-ს დაჯილდოებაზე მთავარი ჯილდო აიღო.

ის თამაშობდა სერიალებში „შავი ფული და სიყვარული“, „სტამბულის ცა“, „ცხოვრება გრძელდება“, „ყველაფერი, რაც შენგან დამრჩა“ და სხვ.

ნესლიჰანს თურქული დრამის დედოფალს უწოდებენ და ამბობენ, რომ ვერავინ ტირის კამერების წინ ისე გულწრფელად და არავის შეუძლია ემოციების ისე მკაფიოდ გადმოცემა, როგორც მას.

 

მთავარი თემები