„ყველაზე კაჲ და გულიანი“ ქართველებით სავსე საქართველო ანუ  „არ გადავქართულდეთ!“

© photo: courtesy of Mzia Salvaridzeმაჭახელას ეროვნულ პარკში
მაჭახელას ეროვნულ პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
მან კარგად იცის „ღელიგაღმა“დარჩენილი, გულდასეტყვილი ქართველების ტკივილიც და სიხარულიც, რადგან ქალბატონი მზია, რომელიც საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია, ერთადერთია ჩვენს მწერლებს შორის, რომელიც დღეს აჭარულ დიალექტზე წერს.
„ჩვენ, საზღვრის მიღმა დარჩენილმა აჭარლებმა თავიდან ამევყარეთ, ამოვფუფუნდით, ამოვდინდით მიწიდან და შენიდან გულდებულებმა, ჩვენო ქვეყანავ, საზღვრები შემოვანგრიეთ, გულში ჩეგეკარით და ყიაზე ჩამოგეკიდეთ“ – მწერალ მზია სალვარიძის გულიდან ამოხეთქილი ეს სიტყვები ალბათ ყველა მაჭახლელის სათქმელს გამოხატავს. 
მისი შემოქმედება ერთგვარი სულიერი ხიდია საზღვარს აქეთ და იქით დარჩენილი ქართველებისთვის...
© photo: courtesy of Mzia Salvaridzeმზია სალვარიძე
მზია სალვარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მზია სალვარიძე
- ქალბატონო მზია, რა შთაბეჭდილებები და შეგრძნებები მოგყვებათ ბავშვობიდან?
- უკვე აღარც მახსოვს, ოდესმე ვიყავი თუ არა ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ სადღაც ორი-სამი წლიდან ზუსტად შემიძლია აღვიდგინო ყველა მნიშვნელოვანი სიუჟეტი ჩემი ცხოვრებიდან... არ ვიყავი უბრალოდ ბავშვი იმიტომ, რომ ძალიან ადრე, ლამის ლაპარაკთან ერთად დავიწყე ფიქრი, ამბების შეთხზვა, მსჯელობა, კამათი, საკუთარი აზრის ღიად გამოხატვა და სამყაროს აღქმა.
© photo: courtesy of Mzia Salvaridzeმზია სალვარიძე
მზია სალვარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მზია სალვარიძე
- ანუ თქვენთან ერთად თქვენი წარმოსახვითი სამყაროც გაჩნდა...
- დიახ, ასეა... უპირველესი, რამაც ჩემი პიროვნების ხასიათის ფორმირება განაპირობა, ეს იყო თვითრწმენა, რომელიც მშობლებმა მოჭარბებულად ჩამინერგეს. მათგან სულ მესმოდა: რას ჰქვია, არ იცი?! რას ჰქვია, ვერ შეძლებ?! რას ჰქვია, გტკივა?! და ა.შ. ერთი სიტყვით, საკუთარი თავისა და სიტყვის ძალა დაბადებიდან ვირწმუნე და ეს მშობლების მხრიდან ჩემში ჩადებული ყველაზე დიდი ინვესტიცია იყო.
© photo: courtesy of Mzia Salvaridzeმზია სალვარიძე
მზია სალვარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მზია სალვარიძე
- დღეს თქვენ ითვლებით თანამედროვეობის ერთადერთ მწერლად, ვინც აკადემიურ დონეზე აჭარულ დიალექტზე მუშაობს. რამდენად ამოუწურავია ეს თემა?
- რამდენად აკადემიურად ვწერ, არ ვიცი, თუმცა ვცდილობ. ჩემი აზრით, დიალექტურ ნაწარმოებებზე მუშაობისას უმნიშვნელოვანესია სალიტერატურო და სალაპარაკო ენებს შორის ოქროს შუალედის მიგნება. ბევრად მეტი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე მართებს ავტორს, როცა ამ გზას ირჩევს. დიალექტთან დაკავშირებული თემები რომ ამოუწურავია, ამას ჩვენი მეცნიერების ღვაწლიც მოწმობს და თუ რაიმე ჯერაც შეუსწავლელი და დაუფასებელია, ეს მათი უნიკალური ნაშრომებია. არავის აქვს უფლება, რომ თავისი დიალექტი საქილიკოდ აქციოს მის მიერვე შექმნილი მდარე ხარისხის ნაწარმოებებით.
© photo: courtesy of Mzia Salvaridzeმზია სალვარიძე
მზია სალვარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მზია სალვარიძე
- „ხალხი დიალექტს ებრძვის, არადა, ეს ენის სიმდიდრეა“ - ეს თქვენი მოსაზრებაა, რატომ თვლით, რომ დიალექტს ებრძვიან?
- დიახ, მე ვიზიარებ კონსტანტინე გამსახურდიას მოსაზრებას, რომ დიალექტი ენის სიმდიდრეა, მაგრამ ძალიან მიკვირს, როცა ლიტერატორები ებრძვიან მის შემოდინებას სალიტერატურო ენაში. სოციალურ ქსელში და პერიოდულ გამოცემებში ხშირად შევხვედრივარ დიალექტური ტექსტების ვიწრო ჭრილში განხილვას და ზედაპირულ მიდგომას ამ სათუთ საკითხთან. ერთხელ იმის მომსწრეც კი გავხდით, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო ლიტერატორმა ბარბარიზმი და დიალექტი ერთმანეთს გაუთანაბრა და დასვა კითხვა: „ნეტავ რომელი უფრო ადრე მოერევა და ბოლოს მოუღებს ლიტერატურულ ქართულს?" მახსენდება შემთხვევა, როცა ერთმა „გონიერმა" თანამედროვე პოეტმა ჩემი „მაჭახელას ფუტკარო" დიალექტიდან გადმომიქართულა... ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ თემაზე იმას არ უნდა ეკამათო, ვინც დიალექტთან დაკავშირებულ თემებს ზედაპირულად განიხილავს.
© photo: courtesy of Mzia Salvaridzeმზია სალვარიძე
მზია სალვარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მზია სალვარიძე
- რადგან ახსენეთ, ნიმუშის სახით რამდენიმე სტროფი გავაცნოთ ჩვენს მკითხველს აჭარული დიალექტით დაწერილი თქვენი ლექსიდან „მაჭახელას ფუტკარო"...
„შეფრენილო ფუტკარო, წადი, მავანს უთხარო..."
ნეტაი, ჰაითკენ მიფრინავ
მაჭახელას ფუტკარო?
ბაბაის თქმული თუ გახსოვს,
გაღმელ ბერებს უთხარო:
ზედვაკიდან* ვაკემდე*,
ნისლი ღოღავს უჰალო*...
ნეტაი, კიდევ რამდენ ხანს,
უნდა გუუძლოთ უფალო?
ხედავ, კარჩხლის* წვერიდან
რაფერ დგება მზებერი,
ალბთ, ჩემმა ნენულამ*
შემეითვალა ხებერი*,
ჰოდა, გევდეთ კალოზე
დარდით გამოკამპულნი*
და მევსმინოთ იქიდან
შემოთლილი ქართული.
© photo: courtesy of Mzia Salvaridzeმზია სალვარიძე
მზია სალვარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მზია სალვარიძე
- რაზეა თქვენი მისტიკური პროზა „სისხლის ყივილი“ და სინამდვილეში რამდენად გჯერათ მისტიკის?
- ჩემი „სისხლის ყივილი" ბოშისა და ქართველის ძალადობრივი შერწყმის შედეგად გაჩენილი ქალიშვილის შესახებ მოგვითხრობს. ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული მაკინე ქრისტიანული დოგმებისა და ბოშური სისხლის ყივილის შუაშია მოქცეული და საკუთარ თავთან ჭიდილში მყოფი ცდილობს სიყვარულის შენარჩუნებას... იქიდან გამომდინარე, რომ თხრობა ძალიან დინამიურია, მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ყურადღების მოდუნების შემთხვევაში შეიძლება წარმოსახვითი და რეალური სიუჟეტები ერთმანეთისგან ვერ გამიჯნოს და ეროტიკული პასაჟები უხამსობად მიიჩნიოს. თუმცა იქ მსგავსი არაფერი ხდება...
© photo: courtesy of Mzia Salvaridzeმზია სალვარიძე
მზია სალვარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მზია სალვარიძე
- თქვენი რეალური ცხოვრებიდან თუ გახსენდებათ რაიმე მისტიკური ამბავი?
- არ მინდა ამ თემას ჩავუღრმავდე. თუმცა ვაღიარებ, იმდენად ძლიერია ჩემი შინაგანი ძალა, ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიდგე იმის გვერდით, ვისაც ეს ძალა აკლია. მისტიკურ ამბებზე სახალხოდ ვერ ვსაუბრობ. თუნდაც ვისაუბრო, არავინ დაიჯერებს. ეს ჩემი პირადი კომფორტის სივრცეა, რომელშიც არავის ვუშვებ...
- მაჭახლელებს დროში გამოცდილ ქართველობას უწოდებთ, რომელი გამორჩეული მაჭახლელი გახსენდებათ?  
- ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაჭახლელი დღესდღეობით პროფესორი როინ მალაყმაძეა. წარმოუდგენელია ვინმეს ისე უყვარდეს და ენაღვლებოდეს ჩვენი ხეობა, როგორც ამ ადამიანს უყვარს. მიხარია, რომ ის ჩემი ნათესავი და გვერდში მდგომია.
© photo: courtesy of Mzia Salvaridzeმზია სალვარიძე
მზია სალვარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მზია სალვარიძე
- ბოლოს, თუ შეიძლება ქართველებს აჭარულ დიალექტზე რომ უთხრათ თქვენი მთავარი სათქმელი...
- ჩვენ, საზღვრის მიღმა დარჩენილმა აჭარლებმა თავიდან ამევყარეთ, ამოვფუფუნდით, ამოვდინდით მიწიდან და შენიდან გულდებულებმა, ჩვენო ქვეყანავ, საზღვრები შემოვანგრიეთ. მოვეჲთ, მარა შიშველი ხელებით... გულში ჩეგეკარით, ყიაზე ჩამოგეკიდეთ და კალთაზე ეგეწეპეთ დარცხვენილებმა. დარცხვენილებმა–მეთქი იმიზა ვამბობ, რომ ბოლომდე არ გვეყო ძალა და იქ, ღელიგაღმა, მთიგაღმა და გულიგაღმა, ყველაზე კაჲ და გულიანი ქართველებით სავსე, ერთი დიდი საქართველო დავტიეთ. ახლა იმათ იმედზეა დარჩენილი ჩვენი ეკლესია-მონასტრები, ციხეები თუ გულდადულ გადებული ხიდები... ღმერთია მომწმე, არც აქამდე წავხდენილვართ და არც ამის იქითობას წავხდებით, მთავარია, არ გადავქართულდეთ!
© photo: courtesy of Mzia Salvaridzeმზია სალვარიძე
მზია სალვარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მზია სალვარიძე
- „არ გადავქართულდით!“ - თქვენი მწერლობის მთავარი ფრაზაა...
- ეს იმდენად მრავლის მომცველი ფრაზაა ჩემთვის, რომ გადავწყვიტე პროზაული კრებულის სათაურად ვაქციო. მე მაჭახლის ხეობის შვილი ვარ, სულ რამდენიმე კილომეტრით აცილებული თურქეთის საზღვარს. დღეს შეიძლება მეც ვყოფილიყავი გურჯი... მაგრამ მჯერა, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ისევე არ გადავქართულდებოდი, როგორც ჩვენებურები არ გადაქართულდნენ...
 
ყველა ახალი ამბავი
0