სიკეთის ზურგის ქარი „იალქანს“, ანუ „სხვა რომ გაათბო“

© photo: courtesy of Tiko Abashidzeფონდის "იალქანი" ქველმოქმედება სოციალურად დაუცველ ოჯახს
ფონდის იალქანი ქველმოქმედება სოციალურად დაუცველ ოჯახს - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
რუბრიკაში „კეთილი ამბების ქრონიკა“ მკითხველს შევახსენებთ ბათუმელი თეონა აბაშიძის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, საქველმოქმედო ფონდი „იალქანის“ საქმიანობას.

„როცა ბედნიერი სხვის დარდზე ატირდები – ესაა ადამიანობა. ფუფუნებაში მყოფს რომ ბავშვთა თავშესაფრის მონახულება მოგინდება – ესაა ადამიანობა. ფერადი ბუშტებით თამაშისას მოხუცის სევდიანი თვალები რომ გაგახსენდება და მისი ჩახუტება მოგინდება, ან ზამთრის ცივ დღეს გარდერობს რომ გადმოალაგებ და უმწეოთათვის გადმოიღებ ტანსაცმელს, იქნებ ვინმეს სცივაო – ესაა ადამიანობა... ზოგჯერ სიცივის დათმენა უნდა შეგეძლოს, რომ სხვა გაათბო“ – ეს თეონა აბაშიძის სიტყვებია, რომელსაც რეალურად ასრულებს. ამის შესახებ ბათუმში ბევრმა იცის.

© photo: courtesy of Tiko Abashidzeფონდის "იალქანი" დამაარსებელი თიკო აბაშიძე
სიკეთის ზურგის ქარი „იალქანს“, ანუ „სხვა რომ გაათბო“ - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
ფონდის "იალქანი" დამაარსებელი თიკო აბაშიძე

- ქალბატონო თეონა, მკითხველს გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საქველმოქმედო ფონდი „იალქანი“ და მისი კეთილი ამბები...

- ჩვენი ფონდი 2016 წლიდან არსებობს, იქიდან მოყოლებული საკმაოდ ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. პირველები გამოვედით ინიციატივით, რომ ბათუმში უმწეოდ და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვებისთვის თავშესაფარი გახსნილიყო და მათთვის დახმარება აღმოგვეჩინა. დღეს მუდმივად გვყავს 1500 ბენეფიციარი, რომელთა პრობლემების გადაჭრაში შეძლებისდაგვარად ვიღებთ მონაწილეობას.

© photo: courtesy of Tiko Abashidzeფონდის მორიგი აქცია
სიკეთის ზურგის ქარი „იალქანს“, ანუ „სხვა რომ გაათბო“ - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
ფონდის მორიგი აქცია

- ჩვენ ხშირად ვაშუქებდით ამ ფონდის მუშაობას, რა სიახლეა თქვენ საქმიანობაში?

- თითქმის ყოველდღიურად ვგეგმავთ და ვანხორციელებთ სხვადასხვა აქტივობას, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ბენეფიციარების განათლებისა თუ განვითარებისთვის. მათი ისტორიები საკმაოდ რთულია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ჩარევის მერე, „იალქანის"დახმარებით ამ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ რადიკალურად იცვლება ხოლმე.

© photo: courtesy of Tiko Abashidzeბავშვები ფონდის აქტივობის დროს
სიკეთის ზურგის ქარი „იალქანს“, ანუ „სხვა რომ გაათბო“ - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
ბავშვები ფონდის აქტივობის დროს

- მრავალშვილიან ოჯახებსაც მფარველობთ...

- დიახ, ჩვენი მზრუნველობის ქვეშ ბევრი მრავალშვილიანი ოჯახია, რომლებსაც ადვოკატირებას ვუწევთ და სერვისების ხელმისაწვდომობაში ვეხმარებით, პანდემიის პერიოდში მათ ბინაზე მისვლით საკვებს ვაწვდიდით.

© photo: courtesy of Tiko Abashidzeფონდის მორიგი აქცია
სიკეთის ზურგის ქარი „იალქანს“, ანუ „სხვა რომ გაათბო“ - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
ფონდის მორიგი აქცია

- ბოლო პერიოდის აქტივობებზე მოგვიყევით...

- რაც შეეხება ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან აქტივობას, ფონდმა „იალქანი" საერთაშორისო სტანდარტების მქონე დღის ცენტრი გახსნა, რომელიც რეგიონში ერთადერთია. ცენტრი გათვლილია ქუჩაში მყოფ მიუსფარ ბავშვებზე. ვცდილობთ, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ 35-მდე ბავშვსაც შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ. ამის გარდა მოხუცთა თავშესაფრებთანაც გვაქვს კონტაქტი, იქ პერიოდულად დავდივართ და მიგვაქვს საჩუქრები, რაც ზრუნვას მოკლებულ ასაკოვან ადამიანებს ბავშვივით ახარებს ხოლმე.

© photo: courtesy of Tiko Abashidzeფონდის მორიგი აქცია
სიკეთის ზურგის ქარი „იალქანს“, ანუ „სხვა რომ გაათბო“ - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
ფონდის მორიგი აქცია

- უკვე რამდენიმე წელია, რაც აჭარის რეგიონში თქვენ ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების პრობლემებზე მუშაობთ...

- დიახ, ჩვენ ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, საკუთარი ძალისხმევით გავხსენით უფასო სასწავლო ცენტრი, რომლის მსმენელებს სასკოლო საგნებში გაკვეთილებს მოხალისე მასწავლებლები უტარებენ. ასევე აქ ბავშვებთან და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მოხალისე ფსიქოლოგი მუშაობს და მათ კვალიფიციური კონსულტაციით შესაბამის დახმარებას უწევს.

© photo: courtesy of Tiko Abashidzeერთ-ერთ აქციაში მონაწილე ბავშვები
სიკეთის ზურგის ქარი „იალქანს“, ანუ „სხვა რომ გაათბო“ - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
ერთ-ერთ აქციაში მონაწილე ბავშვები

- სამომავლოდ ამ კატეგორიის ქალებთან დაკავშირებით რას აპირებთ?

- არც სამომავლოდ დავტოვებთ ასეთ ქალებს ყურადღების მიღმა, გვინდა, რომ მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრების პროგრამებში მივიღოთ მონაწილეობა და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გავხსნათ.

- ვინ უწევს ფონდს ფინანსურ დახმარებას?

- ჩვენი ფონდი ძირითადად შემოწირულობებით არსებობს. კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ზოგადად კი ვიტყვი, რომ ჩვენი „იალქანისთვის“, ასე ვთქვათ, ზურგის ქარი სიმბოლურად ყოველთვის ის პატარ-პატარა სიკეთეა, რასაც მისთვის თითოეული ადამიანი გაიღებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0