„კალიფსო“, ანუ „გააცოცხლე დაუვიწყარი წუთები"

© photo: courtesy of Calypsoმარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი
მარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
მარიამ გელხაური პროფესიით კინო-მხატვარია, თავიდან გადასაღებ მოედანზე ოცნებობდა და სურდა კინოს სამყაროში აღმოჩენილიყო.

მაგრამ ცხოვრება, მოგეხსენებათ, კინო არ არის და იქ ბევრი რამ წინასწარ დაუგეგმავად ხდება. ამიტომ მომავალი კინო-მხატვარი ერთ მშვენიერ დღეს სახელოსნოში აღმოჩნდა. ახლა უკვე მესამე წელია, რაც საკუთარი ბრენდის სამკაულებს ქმნის და ეს საქმე იმდენად კარგად გამოსდის, რომ მომავალში საქმიანობის შეცვლას აღარ აპირებს...

© photo: courtesy of Mariam Gelkhauriმარიამ გელხაური
„კალიფსო“, ანუ „გააცოცხლე დაუვიწყარი წუთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მარიამ გელხაური

- მარიამ, როგორ აღმოჩნდა კინო-მხატვარი გადასაღები მოედნის ნაცვლად სახელოსნოში?

- მაშინ 13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ არსებობდა კინო-ტელე-მხატვრის პროფესია და დავინტერესდი. საკუთარი თავი სულ გადასაღებ მოედანზე წარმომედგინა, შესაბამისად, აბიტურიენტობის დროს მტკიცედ გადავწყვიტე ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში კინო-ტელემხატვრობის ფაკულტეტზე. თუმცა სწავლის პერიოდშივე დავიწყე მინანქრის სახელოსნოში მუშაობა მხატვარ-მემინანქრედ. ამის შემდეგ ჩემ წინაშე ახალი შესაძლებლობები გადაიშალა. იმდენად მონუსხული ვიყავი ახალი საქმიანობით, რომ პროფესიული გამოცდილება აღარ დამიგროვებია.

© photo: courtesy of Mariam Gelkhauriმარიამ გელხაური
„კალიფსო“, ანუ „გააცოცხლე დაუვიწყარი წუთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მარიამ გელხაური

- ანუ კინოს მიღმა აღმოჩნდით?

- კინოს ვერასოდეს შეველევი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორი უეს ანდერსონია. მისი შემოქმედებით შთაგონებული ვიყავი და, შეიძლება ითქვას, დღემდე ვარ. როდესაც სამკაულსა თუ საათებზე ვმუშაობ, მისი ფილმების პალიტრა ჩემთვის შთაგონების წყარო ხდება. სტუდენტობის დროს ვმუშაობდი ორ სახელოსნოში, სადაც ვქმნიდი სხვადასხვა სამკაულს. ეს იყო საყურე, ბეჭედი, სამაჯური, გულსაბნევი, ასევე მინიატურები სხვადასხვა მხატვრის შემოქმედებიდან. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ნაბიჯი.

© photo: courtesy of Calypsoმარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი
„კალიფსო“, ანუ „გააცოცხლე დაუვიწყარი წუთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი

- ბრენდი სახელად „კალიფსო“ როდის დააარსეთ?

- ჩემთვის სტიმულის მომცემი ბოლო სახელოსნოში არსებული არახელსაყრელი გარემოება გახდა. მაშინ მიზნად დავისახე, რომ შემექმნა საკუთარი ბრენდი „კალიფსო“, სადაც ხაზს გავუსვამდი ხარისხს, ახლებურ ხედვას და შევქმნიდი ისეთ აქსესუარს, რომელიც სხვისგან გამომარჩევდა და მომხმარებლის ინდივიდუალურობას გაუსვამდა ხაზს.

© photo: courtesy of Calypsoმარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი
„კალიფსო“, ანუ „გააცოცხლე დაუვიწყარი წუთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი

- ვიცი, რომ „კალიფსოს“ სახით საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთეთ...

- „კალიფსო“ შეიქმნა 2018 წლის 18 ივლისს, ანუ ჩემი დაბადების დღეს. ამით საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე. სახელოსნო მშობლების სახლში მოვიწყვე და მომავალი გეგმების ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებას შევუდექი. მარტო ვმუშაობ და, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ მყავს დასაქმებული ადამიანები, რისი დიდი სურვილიც მაქვს. იმისკენ ვისწრაფვი, რომ მომავალში გავაფართოვო სახელოსნო, სადაც მხატვრები არა მარტო დასაქმებას შეძლებენ, არამედ აქ სასწავლო კურსებიც იქნება მათთვის, ვისაც ეს საქმე იზიდავს.

© photo: courtesy of Calypsoმარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი
„კალიფსო“, ანუ „გააცოცხლე დაუვიწყარი წუთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი

- რა სახის სამკაულებს ამზადებთ და რომელ მათგანს გამოყოფდით, როგორც თქვენი ბრენდის საუკეთესო ნიმუშს?

- ძირითადად ვმუშაობ ქალისა და მამაკაცის სხვადასხვა აქსესუარებზე, ასევე მაჯის საათებზე, რომელსაც ყველაზე მეტად გამოვყოფდი, რადგან საქართველოში მათი ანალოგი არ შემხვედრია. ეს ერთ-ერთი ხაზია, რომელზეც, შეიძლება ითქვას, ყველაზე მაღალია მოთხოვნა. ასევე მოთხოვნაა ხაზზე „გააცოცხლე დაუვიწყარი წუთები", რომელიც დიდი მხატვრების ნახატების სერიას ეძღვნება. ყველაზე მეტად თავისუფალი საათების შექმნის პროცესში ვარ. კონკრეტული მოდელის გამოყოფა გამიჭირდება, რადგან თითოეულში უდიდესი შრომა და სიყვარულია ჩადებული.

© photo: courtesy of Calypsoმარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი
„კალიფსო“, ანუ „გააცოცხლე დაუვიწყარი წუთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი

- რა სახის მასალას იყენებთ და როგორი ტექნოლოგიური პროცესით ამზადებთ ნამუშევრებს?

- იმის გამო, რომ ნამუშევრის თითოეული დეტალი ხელით იქმნება, გარკვეულ დროს და მოთმინებას მოითხოვს სანამ საბოლოო სახეს მიიღებს. სწორედ ეს პროცესია ჩემთვის ყველაზე საყვარელი და საპასუხისმგებლო. როდესაც თავად ფერი და ფორმა გკარნახობს – რა გააკეთო, და ამ დროს გონება ხელს ემორჩილება. ნამუშევრები ტიხრული მინანქრით ქართული ტრადიციით, ვერცხლში იქმნება.

© photo: courtesy of Calypsoმარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი
„კალიფსო“, ანუ „გააცოცხლე დაუვიწყარი წუთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მარიამ გელხაურის ხელნაკეთი საათი

- ცნობილია, რომ ტიხრულ მინანქარზე მუშაობა საკმაოდ რთულია...

- დიახ, სამუშაო პროცესი საკმაოდ შრომატევადია. ნამუშევარი სანამ დასრულებულ სახეს მიიღებს, სხვადასხვა საფეხურს გადის. თავდაპირველად მუშავდება მისი ზედაპირი, სუფთავდება ზედმეტი ნაწიბურებისგან, ამის შემდგომ იწყება ნახატის ჩონჩხის აგება ვერცხლის ტიხრებით, რომელიც ასევე რთული ეტაპია, რადგან ზედმიწევნით სიზუსტეს და მოთმინებას მოითხოვს. შემდეგ სპეციალურ ღუმელში იწვება 730, 750, 800 გრადუსზე – ტემპერატურა ნახატში გამოყენებული ფერების მიხედვით უნდა შეირჩეს, მათთვის ლღობის განსხვავებული ტემპერატურაა საჭირო.  

© photo: courtesy of Mariam Gelkhauriმარიამ გელხაურის შემოქმედება
„კალიფსო“, ანუ „გააცოცხლე დაუვიწყარი წუთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მარიამ გელხაურის შემოქმედება

- შემოქმედებთი თვალსაზრისით ყველაზე სასიამოვნო ეტაპი თქვენთვის რომელია?

- ჩემთვის ყველაზე სახალისო და საინტერესო ეტაპი იწყება გამოწვის შემდეგ, როცა ტიხრები ყალიბზე მაგრდება. ამ დროს ხდება ფერის შერჩევა-დადება და უკვე გამოკვეთილად ჩანს, რისკენ მივიწევთ და საბოლოოდ როგორი სახე ექნება აქსესუარს. სამკაულს ფერების რამდენიმე ფენა ედება, რისი დასრულების შემდეგაც ზედაპირის დამუშავება იწყება.

- ძირითადად ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

- ჩემი პროდუქტის მომხმარებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც უდიდეს სტიმულს და ძალას მაძლევენ იმისთვის, რომ განვვითარდე და რაც შეიძლება მეტი და მეტი ახალი ნამუშევარი შევქმნა.

- თქვენი აზრით, რა არის ის, რაც ძირითადად გამოარჩევს თქვენს სამკაულებს ქართულ ბაზარზე უკვე არსებულისგან?

- საქართველოში მართლაც უამრავი ხელნაკეთი ნივთი იქმნება და ამ მხრივ უდავოდ გამორჩეულები ვართ. შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. ჩემ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც მე სხვებისგან გამორჩეულს მხდის და რითიც ვამაყობ - საათების ხაზია, რომლის ანალოგს ქართულ და უცხოურ ბაზარზე ვერ ნახავთ. ვცდილობ თითოეული ნამუშევარი სრულიად იყოს მომხმარებელზე მორგებული, მათ შეუძლიათ ჩვენი დახმარებით საყვარელი მხატვრის ნახატი მუდამ თან ატარონ. ბოლოს არსებულ ხაზს საყვარელი ოთხფეხა ცხოველების სერიაც შეემატა. რაც მთავარია, ადამიანებს ვაძლევ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ „კალიფსოს“ აქსესუარის სახით მათთვის დაუვიწყარი წუთები მარადიულად აქციონ და სულ თან ახლდეთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0