გურული სოფლის გზები და ნორვეგიის სიურრეალისტური ბუნება – ჯანმრთელები რომ ვიყოთ...

© photo: courtesy of Salome Gudavadzeსალომე გუდავაძე
სალომე გუდავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
„ბევრი სარგებელია დაფარული ამ ფასეულობის – ჯანმრთელობის მიღმა, რასაც წინ წამოწევა სჭირდება, საჭიროა იმის ხაზგასმა, რომ უფრო მეტად მოგვინდეს ვიყოთ ჯანმრთელები“ – ასე თვლის ექიმი სალომე გუდავაძე, რომელიც კლინიკის "ჯანმრთელობის სახლი გურიაში" გენერალური დირექტორია.

ამასთან იგი საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტია და ამავე უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით ნორვეგიის ტრომსოს უნივერსიტეტში იყო მივლინებული.

თუმცა მასთან მხოლოდ ჯანმრთელობის, მედიცინის თემაზე საუბარი არ გვსურს. ის მათ შორისაა, ვინც პანდემიის დროს თავის ბავშვობის დროინდელ გატაცებას დაუბრუნდა და ეს საკმაოდ საინტერესო ფორმით გამოავლინა კიდეც...

© photo: courtesy of Salome Gudavadzeსალომე გუდავაძე
გურული სოფლის გზები და ნორვეგიის სიურრეალისტური ბუნება – ჯანმრთელები რომ ვიყოთ... - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სალომე გუდავაძე

- ქალბატონო სალომე, საუბარი თქვენი ძირითადი საქმიანობით დავიწყოთ - ასეთი პროფესიული არჩევანი რამ განაპირობა?

– ჩემი პროფესიის არჩევანი განაპირობა ზოგადად ინტერესმა მედიცინის მიმართ. ასევე ჩემმა, როგორც პაციენტის გამოცდილებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა გამიჩნდა სურვილი, რომ რეგიონში არსებული მაშინდელი გარემო (ჯანდაცვაში) უკეთესი გამხდარიყო. ახლა უკვე ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა, რომ ეს უკეთესობა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების შექმნა და უზრუნველყოფაა. რაც ჩემი საქმიანობის, პროფესიის უმთავრესი მიზანია.

© photo: courtesy of Salome Gudavadzeსალომე გუდავაძე
გურული სოფლის გზები და ნორვეგიის სიურრეალისტური ბუნება – ჯანმრთელები რომ ვიყოთ... - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სალომე გუდავაძე

- რას წარმოადგენს შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში", რომლის გენერალური დირექტორიც თქვენ ხართ?

– „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ წარმოადგენს გურიის რეგიონში, კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას, სადაც გურიის რეგიონის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა მიიღოს როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური სამედიცინო მომსახურება. ჩვენი კონცეფციაა რეგიონში საჭირო და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების დანერგვა. წლების წინ რეგიონში პირველებმა და წარმატებით დავნერგეთ ლაპარასკოპიული ქირურგია. გარდა ამისა, ვცდილობთ დაავადებათა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გავხადოთ გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის. მათ შორის უკვე დაინერგა რამდენიმე კომპონენტი (საშვილოსნოს ყელის კიბოსა და პროსტატის ჯირკვლის კიბოს სკრინინგ-პროგრამები) და შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით ვითარდება. ძალიან მალე ჩვენს კლინიკაში გურიის მოსახლეობა (შესაბამისი ასაკობრივი კონტინგენტი) შეძლებს ისარგებლოს კოლორექტული კიბოს სკრინინგ-პროგრამით.

© photo: courtesy of Salome Gudavadzeსალომე გუდავაძის შემოქმედება
გურული სოფლის გზები და ნორვეგიის სიურრეალისტური ბუნება – ჯანმრთელები რომ ვიყოთ... - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სალომე გუდავაძის შემოქმედება

- გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, სამეცნიერო სფეროშიც აქტიურად ხართ ჩართული როგორც ჯანდაცვის დოქტორანტი, რა თემით ხართ დაინტერესებული?

– სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დროს გავაცნობიერე, რომ განსაკუთრებული ინტერესი მქონდა სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე მაგისტრატურაში და შემდეგ დოქტორანტურაში. ამ ეტაპზე უშუალოდ კვლევის კომპონენტზე ვარ. ზოგადად რომ ვთქვა, სადოქტორო პროექტი ეხება გლობალური ჯანდაცვის უმნიშნელოვანეს გამოწვევებს, როგორებიცაა C ჰეპატიტის ვირუსი და ალკოჰოლის მოხმარებით განპირობებული ღვიძლის ფიბროზი. ვფიქრობთ, რომ პროექტის ფინალურ ეტაპზე მეცნიერულად მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ, რასაც სიამოვნებით გაგიზიარებთ. 

© photo: courtesy of Salome Gudavadzeსალომე გუდავაძის შემოქმედება
გურული სოფლის გზები და ნორვეგიის სიურრეალისტური ბუნება – ჯანმრთელები რომ ვიყოთ... - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სალომე გუდავაძის შემოქმედება

- თქვენ ნორვეგიის ტრომსოს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით იყავით, რით იყო საინტერესო და გამორჩეული ის დრო?

– ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკის, ტრომსოს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვსწავლობდი ბიოსტატიკისა და ეპიდემიოლოგიის საფუძვლებს, ჯანდაცვის ეკონომიკას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფილოსოფიას. ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის მომავალი პროფესიონალისთვის, ეს პროგრამა საინტერესო და აუცილებელიც იყო. სასწავლო პროგრამა სწავლების თანამედროვე პრინციპებზე იყო აგებული, რაც ჩემთვის ერთგვარად დიდ სიახლეს წარმოადგენდა. გარდა ამისა, ნორვეგიის ბუნებას აღვიქვამ როგორც სიურრეალისტურს და იქ ყოფნის პერიოდი სწავლის პარალელურად ძალიან მძაფრი განცდებით დამამახსოვრდა.

© photo: courtesy of Salome Gudavadzeსალომე გუდავაძის შემოქმედება
გურული სოფლის გზები და ნორვეგიის სიურრეალისტური ბუნება – ჯანმრთელები რომ ვიყოთ... - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სალომე გუდავაძის შემოქმედება

- მძაფრი განცდები ახსენეთ და ამიტომ ახლა თქვენს ხელოვნებაზე ვისაუბროთ, რომელიც ბოლო დროს მედიცინის პარალელურად გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში...

– ვან გოგით ბავშვობიდან მაქვს „მოწამლული" ტვინი. თუმცა, მართალია, ბავშვობის შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, მაგრამ ბოლო დროს ხატვის სურვილი სოციალურ ქსელებში გამოვლინდა. თავის დროზე, როცა სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, აკადემიური სტილით ხატვის მიმართ, ცოტა არ იყოს, დაუმორჩილებლობას ვავლენდი.

© photo: courtesy of Salome Gudavadzeსალომე გუდავაძის შემოქმედება
გურული სოფლის გზები და ნორვეგიის სიურრეალისტური ბუნება – ჯანმრთელები რომ ვიყოთ... - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სალომე გუდავაძის შემოქმედება

- რა შეიძლება თქვენთვის შთაგონების წყარო გახდეს?

- ყველაფერი, რაც განცდას და ემოციას იწვევს... დამიხატავს გალაკტიონის ლექსის „გურიის მთები“ გავლენით, ხსოვნაში დარჩენილი ნორვეგიული ბუნების ფერების გახსენების დროს, შთაგონების წყარო გამხდარა ჩემს უბანში შემოსული გაზაფხული, ბებიაჩემის მარიამ ხუნდაძის გურული სოფლის გზებიც კი... საერთოდ, ასეთი ხატვა ჭეშმარიტად აკეთილშობილებს ადამიანს, რომელიც, ჩემი აზრით, არ შეიძლება იყოს კარგი და ცუდი. ეს მხოლოდ კომუნიკაციაა ასეთი – კარგი და ცუდი... გარემო, სადაც ვცხოვრობ ან ვყოფილვარ, თუნდაც ცხოვრება მისეული რიტმით, ყოველდღიური რუტინაც კი, რაღაც დოზით ილექება ხოლმე ჩემს მეხსიერებაში და შემდეგ ეს განცდები ტილოზეც ჩანს...

© photo: courtesy of Salome Gudavadzeსალომე გუდავაძის შემოქმედება
გურული სოფლის გზები და ნორვეგიის სიურრეალისტური ბუნება – ჯანმრთელები რომ ვიყოთ... - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სალომე გუდავაძის შემოქმედება

- როგორია თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც გაგიკეთებიათ?

- ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც ხატვის სწავლისას გავაკეთე, პედაგოგის დახმარებით, იყო ის, რომ ბუნებაში არ არსებობს აბსოლუტური ფერები. ანუ, მაგალითად, თეთრი არ არის მხოლოდ თეთრი, ცისფერში უამრავი სხვა დამატებითი ფერია და გრადაციაა. ამ მიგნებას დღემდე მივყვები და ამიტომ ფორმებიც ასეთივეა ჩემთვის. აბსოლუტური ფორმები, ხაზები და კონტურები არ მიზიდავს.

© photo: courtesy of Salome Gudavadzeსალომე გუდავაძის შემოქმედება
გურული სოფლის გზები და ნორვეგიის სიურრეალისტური ბუნება – ჯანმრთელები რომ ვიყოთ... - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
სალომე გუდავაძის შემოქმედება

- რა ახსნას უძებნით ამას?

- ამას იმით ვხსნი, რომ ხატვის პროცესი ჩემთვის ძალიან ორგანულია, ჩემია და არა რაღაც მეორეხარისხოვანი. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ გარკვეული ბიძგები მომცა და გავაქტიურდი ამ მიმართულებით. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ისე ვერ ვხატავ, როგორც სურვილი მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგისთვის გადაწყვეტილი მაქვს, რომ საკუთარ ტექნიკასა და გემოვნებაზე ვიმუშაო. 

- კითხვა, რომელსაც მედიცინის მუშაკსაც ვუსვამ და მხატვრსაც: რა არის საჭირო დღევანდელ რთულ დროში ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობისა და სულიერი სიჯანსაღისთვის?

- ოჰ, ეს ძალიან რთული კითხვაა და ჩემთვის მსგავს კითხვაზე პასუხი ყოველთვის გამოიყურება არასრულყოფილად. ყოველთვის რაღაც აკლია... პირველ რიგში, ვფიქრობ, დროს არ აქვს მნიშვნელობა. ჩავთვალოთ, რომ ამ კითხვაზე პასუხის ძიების პროცესში ვარ... ფაქტია, რომ ჯანმრთელობა მულტიფაქტორული ღირებულებაა და მისი მიღწევა, შენარჩუნება, გნებავთ, უზრუნველყოფა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს გადაწყვეტილებას ჯანმრთელად ყოფნის შესახებ. ვფიქრობ, ბევრი სარგებელია დაფარული თავად ამ ფასეულობის, ჯანმრთელობის მიღმა, რასაც წინ წამოწევა სჭირდება, ანუ იმის ხაზგასმა, რომ უფრო მეტად მოგვინდეს ვიყოთ ჯანმრთელები...

 

ყველა ახალი ამბავი
0