ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები

© photo: courtesy of Dimitri Djudjushviliდიმიტრი ჯუჯუშვილი
დიმიტრი ჯუჯუშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ბოლო დროს ჩვენში სასიამოვნო ტენდენცია დამკვიდრდა – სულ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა სურვილი და მოტივაცია, რომ ორგინალური და, რაც მთავარია, ქართული პროდუქცია შექმნას.

პროფესიით იურისტ დიმიტრი ჯუჯუშვილს თავის სფეროში არასოდეს უმუშავია. როდესაც ხელით შექმნილ მის ნამუშევრებს უყურებ, რწმუნდები, რომ დღეს სწორედ იქაა და იმას აკეთებს, რაც ასე კარგად გამოსდის და რისი შექმნაც უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თავიდან საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ხის მასალაზე მუშაობის დროს გამოავლინა. დახვეწილი დიზაინით შექმნილმა მისმა სათამაშო ავტომანქანებმა ყურადღება მალე მიიქცია. გარდა იმისა, რომ მათ ლამაზი დიზაინი აქვს, ამავე დროს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა, ამდენად, ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოც.

პანდემიამ მის საქმიანობაშიც შეიტანა კორექტივები და დღეს სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად ეპოქსიდს იყენებს. ამ მასალაში ზოგჯერ ყვავილებს ათავსებს და ამგვარი მიქსით ორიგინალური ნივთები იქმნება. 

© photo: courtesy of Dimitri Djudjushviliდიმიტრი ჯუჯუშვილის მიერ დამზადებული ღვინის შესაფუთი ყუთები
ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
დიმიტრი ჯუჯუშვილის მიერ დამზადებული ღვინის შესაფუთი ყუთები

- დიმიტრი, სანამ ხელოვნებაში გადაინაცვლებდით, საკმაოდ პრაგმატული საქმიანობა შეისწავლეთ...

- დიახ, 2016 წელს დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით იურისტი ვარ. საქმიანობა, მისწრაფებები და სურვილები სტუდენტობის პერიოდში ისე ჩამოყალიბდა, რომ პროფესიით არ მიმუშავია. 2016 წლიდან დღემდე სამშენებლო სფეროში ვსაქმიანობ.

© photo: courtesy of Dimitri Djudjushviliდიმიტრი ჯუჯუშვილის მიერ დამზადებული ხის სათამაშო ავტომანქანა
ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
დიმიტრი ჯუჯუშვილის მიერ დამზადებული ხის სათამაშო ავტომანქანა

 - როდის დაიწყეთ ხის მასალისგან ავტომანქანების დამზადება?

- ხის სათამაშოების დამზადება დავიწყეთ 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა მეუღლემ ქეთევან წურწუმიამ (მომავალში ბიზნეს-პარტნიორმაც) ოჯახი შევქმენით. როცა შვილები შეგვეძინა, გაგვიჩნდა მთავარი საფიქრალი: თანამედროვე ეპოქაში რა სახის სათამაშოებით უნდა ეთამაშათ მათ, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა. ამასთან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სათამაშოები მათი განვითარებისთვისაც ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო ყოფილიყო. სწორედ ამ დროს გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ეკოლოგიურად სუფთა, შემეცნებითი და თანაც ქართული ხის სათამაშოები.

© photo: courtesy of Dimitri Djudjushviliდიმიტრი ჯუჯუშვილის მიერ ხისგან გაკეთებული ავტომანქანები
ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
დიმიტრი ჯუჯუშვილის მიერ ხისგან გაკეთებული ავტომანქანები

- და ჩანაფიქრი განახორციელეთ კიდეც, რამდენ ხანში მოიყვანეთ იდეა სისრულეში?

- ხის მასალისგან დახვეწილი ფორმის ნამუშევრების შექმნა ადვილი არ აღმოჩნდა, ამიტომ რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ ისეთი შედეგი მიგვეღო, როგორიც გვსურდა. როდესაც პირველი ასლები შევქმენით, ისინი „ტექნოპარკის“ დახმარებით, მათ მიერვე ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე გავიტანეთ გასაყიდად. პროდუქციამ მნახველებში ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. მაშინ ბევრი სათამაშო გავყიდეთ და რამდენიმე სარფიანი შემოთავაზებაც მივიღეთ.

© photo: courtesy of Dimitri Djudjushviliდიმიტრი ჯუჯუშვილის ნამუშევარი
ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
დიმიტრი ჯუჯუშვილის ნამუშევარი

 

- მანქანებით გატაცება ალბათ თქვენ შემთხვევაშიც ბავშვობაში გაჩნდა, ინსპირაცია რომელი მოდელი გახდა?

- დიახ, ბავშვობიდან მიყვარს ავტომანქანები, განსაკუთრებით, „ფორმულა 1“ და მისი მანქანები. ამიტომ პირველივე, რაც შევქმენით, „ფორმულა 1“-ის მანქანა იყო. ხეზე მუშაობა, მით უმეტეს, მათგან ავტომანქანების ასლების დამზადება საკმაოდ რთული, მაგრამ ამავე დროს საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.

© photo: courtesy of Dimitri Djudjushviliდიმიტრი ჯუჯუშვილის ნამუშევარი
ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
დიმიტრი ჯუჯუშვილის ნამუშევარი

- დაახლოებით როგორ ხდება ეს, ტექნოლოგიურად რა ეტაპებს მოიცავს?

- შევეცდები მოკლედ ავხსნა: წარმოიდგინეთ, ვიდრე თითოეული ნაწილი და დეტალი გამოიჭრება, მანამდე მისი კომპიუტერული ნახაზის შექმნაა საჭირო. ეს კი დიდ ენერგიას, თავდაუზოგავ შრომას და გამძლეობას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც ნახაზი გამზადდება, ამ დეტალის გამოჭრა ხდება. ამის მერე კი თითოეული დეტალის ხელით დამუშავება და აწყობა. ერთი სათამაშოს შექმნა და აწყობა დაახლოებით 3-4 დღის შრომას მოითხოვს. 

© photo: courtesy of Dimitri Djudjushviliდიმიტრი ჯუჯუშვილის ნამუშევარი
ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
დიმიტრი ჯუჯუშვილის ნამუშევარი

- ვიცი, რომ თქვენი საქმიანობა მარტო ავტომანქანების დამზადებით არ შემოიფარგლება...

- დღემდე სხვადასხვა სახის გამოფენა-გაყიდვაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. 2016 წელს ჩატარებულ „ღვინის ფესტივალზე“ ხისგან დამზადებული, ორიგინალური ფორმის ღვინის შესაფუთი ყუთები გვქონდა წარმოდგენილი. მათ ქართველი მეღვინეების დიდი მოწონება დაიმსახურეს. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ იმავე ფესტივალზე ჩვენმა ნამუშევრებმა გერმანელი მეღვინის დაინტერესებაც გამოიწვია. მან გარკვეული რაოდენობის ნამუშევარი შეგვიკვეთა და გერმანიაში წაიღო.

© photo: courtesy of Dimitri Djudjushviliქეთევან წურწუმია და დიმიტრი ჯუჯუშვილი მის მიერ შექმნილ მანქანებთან
ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ქეთევან წურწუმია და დიმიტრი ჯუჯუშვილი მის მიერ შექმნილ მანქანებთან

- პანდემიამ როგორ შეცვალა თქვენი გეგმები და რაიმე ახალი მიმართულებით ხომ არ განაგრძეთ საქმიანობა?

- პამდემიამ, მგონი, ყველას გეგმები შეცვალა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ცნობილია, რომ ბიზნესს გაჩერება არ უყვარს და საქმიანობის მუდმივ განახლებას ითხოვს. პანდემიის დროს მე და ჩემს მეუღლეს ჩემი ძმის, ნიკა ჯუჯუშვილის სახით ახალი ბიზნეს-პარტნიორი შემოგვემატა. სწორედ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია ეპოქსიდისა და ბუნებრივი ყვავილებისგან შექმნილი პროდუქცია. ამ გზით გაკეთებული ნივთები ძალიან ორიგინალური გამოვიდა და ყველას მოსწონს.

© photo: courtesy of Dimitri Djudjushviliდიმიტრი ჯუჯუშვილის ნამუშევრები
ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
დიმიტრი ჯუჯუშვილის ნამუშევრები

- თავიდან ბინის ორიგინალური სანომრე ნიშნების დამზადება დაიწყეთ...

- ჩვენი მთავარი მიზანი და სურვილიც ის იყო, რომ ქართული და ორიგინალური დიზაინის ბინის სანომრე ნიშნები შეგვექმნა. მათ ჩავანაცვლებდით ბაზარზე არსებულ ჩინურ და ერთფეროვან საქონელს. ეს ჩანაფიქრი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან სულ რაღაც სამი თვის მანძილზე ჩვენი ნამუშევრებით დაახლოებით 5 ათასი კარია დამშვენებული.  

© photo: courtesy of Dimitri Djudjushviliდიმიტრი ჯუჯუშვილი
ხის ავტომანქანები და ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი ეპოქსიდის ნივთები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
დიმიტრი ჯუჯუშვილი

- ალბათ თქვენს ბინაშიც შეცვალეთ ის...

- რამდენიმე თვეა, რაც ჩვენს ბინაში გადმოვედით და პირველივე, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ ბინის შემოსასვლელი კარი ჩვენივე ხელნაკეთი სანომრე ნიშნით გავალამაზეთ.

- გარემო, სადაც ლამაზი ნივთებია, უდავოდ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე...

- დღეს ჩვენს ბინას, საცხოვრებელ ფართთან ერთად, სახელოსნოს ფუნქციაც აქვს შეთავსებული. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და აქვე ვქმნით ჩვენს ნამუშევრებს. ასე რომ, ბევრ ლამაზ ნივთთან ერთად გვიწევს თანაცხოვრება. ეს კი ჩვენს განწყობაზეც დადებითად მოქმედებს და სამუშაო სტიმულსაც გვმატებს. მიხარია, თუ ჩვენი ნამუშევრები დღეს ამ პანდემიურ ნაცრისფერ რეალობას ულამაზებს ადამიანებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0