„ჟურნალისტიკის ევოლუცია“ – ქართულ-ფრანგული პროექტი, ანუ გიყვარდეთ თქვენი მტრები!

გამოწერა
როდესაც თანამედროვე მასმედიის ხარისხზე ვმსჯელობთ, ყოველთვის ვითვალისწინებთ უცხოეთის გამოცდილებას სიტყვის თავისუფლებისა და სხვადასხვა ინოვაციური საშუალებების ათვისება-გამოყენების თვალსაზრისით.

გაგაცნობთ ჟურნალისტს და ასოცირებულ პროფესორს ია მახარაძეს, რომელსაც უკვე ათი წელია, რაც რადიოში გადაცემა „მიგრაციის მარშრუტები“ მიჰყავს. ამასთან იგი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. ამჟამად ფრანგ კოლეგებთან ერთად ახალი მედია-პროგრამის განხორციელებას იწყებს.

© photo: courtesy of Ia Makharadzeია მახარაძე
„ჟურნალისტიკის ევოლუცია“ – ქართულ-ფრანგული პროექტი, ანუ გიყვარდეთ თქვენი მტრები! - Sputnik საქართველო
ია მახარაძე

- ია, თქვენ ჟურნალისტური საქმიანობა დაიწყეთ რადიოში, რა შეგძინათ იმ წლებმა?

- საზოგადოებრივ მაუწყებელში, უფრო სწორად, როგორც მაშინ ერქვა, სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციაში 1995 წელს დავიწყე მუშაობა. ჩემთვის ბედნიერება და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა იყო, როდესაც მაშინ საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „ლილეს“ მომზადება და წაყვანა დამევალა. ამ პროგრამაზე შვიდი წელი ვმუშაობდი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემთვის იყო ვიზა პროფესიული განვითარების გზაზე. იმ დრომ განსაზღვრა ჩემი პიროვნება და პროფესიული ბიოგრაფია.

როცა მე იქ მივედი, საკმაოდ შემოქმედებითი ატმოსფერო დამხვდა. გარემოც განსხვავებული იყო და სულ სხვა ჟურნალისტები მუშაობდნენ. ეს იყო ხალხი, ვინც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ორ განსხვავებულ ეპოქაში - საბჭოთა და დამოუკიდებელ საქართველოში, ეროვნული ისტორიის თვალსაზრისით უნიკალურ აუდიოჩანაწერებს ქმნიდნენ. საბჭოთა სისტემის დროს, ისინი აშკარად თუ შეფარვით უპირისპირდებოდნენ არსებულ იდეოლოგიას, თავისუფლების პირობებში კი მებრძოლ ჟურნალისტიკას ქმნიდნენ. რადიო არა მხოლოდ სამუშაო ადგილი იყო, არამედ ჟურნალისტური უმაღლესი სკოლა თეორიული და პრაქტიკული ნიშნით.

© photo: courtesy of Ia Makharadzeია მახარაძე
„ჟურნალისტიკის ევოლუცია“ – ქართულ-ფრანგული პროექტი, ანუ გიყვარდეთ თქვენი მტრები! - Sputnik საქართველო
ია მახარაძე

- როგორი უნდა იყოს თანამედროვე ჟურნალისტი?

- დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი, ცოტა ექიმი, ადვოკატი, პროკურორი, გამომძიებელი. პიროვნული თვისებებიდან კი მნიშვნელოვანია პრინციპულობა, სითამამე და წესიერება. მაშინ არაფრის გამოგონება აღარ დაგჭირდება და პასუხისმგებლობით მოემსახურები შენს აუდიტორიას.

© photo: courtesy of Ia Makharadzeია მახარაძე
„ჟურნალისტიკის ევოლუცია“ – ქართულ-ფრანგული პროექტი, ანუ გიყვარდეთ თქვენი მტრები! - Sputnik საქართველო
ია მახარაძე

- 90-იან წლებში ვიცი, რომ ჟურნალიტური პროექტით იყავით საბერძნეთში წასული, იმ დროისთვის არსებულ რა სიახლეებს გაეცანით?

- 1997 წელს, საქართველოში პირველად, ევროკავშირმა „ტასისის“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა პროექტი „დემოკრატიის განვითარება თანამედროვე ჟურნალისტიკაში“. ეს გულისხმობდა ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ იმ დროისათვის ინოვაციურ სალექციო-პრაქტიკულ კურსებს. პროექტი განხორციელდა თბილისსა და ათენში. ეს იყო ევროკავშირის პირველი მედიაგანვითარების საერთაშორისო პროექტი. მის ფარგლებში იმ დროისათვის ბევრი სიახლე იყო, მაგალითად, კომპიუტერული ჟურნალისტიკა, ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება. დღეს თეორიული ბაზა და მასალები განახლებულია და, ვფიქრობ, მისი გამოყენება უფრო ეფექტიანად შეიძლება მედიაბაზარზე. ათენში მოვახერხე ჟურნალისტური გამოძიების ტექნიკისა და მედიასამართლის ნორმების შესწავლა ადამიანის უფლებების კონტექსტში. ამ კურსებს უძღვებოდნენ საბერძნეთში ცნობილი წამყვანი ჟურნალისტები და მედიამენეჯერები, სამართლის სპეციალისტები. 

© photo: courtesy of Ia Makharadzeია მახარაძე ევროკავშირის პროექტში მონაწილეობის დროს
„ჟურნალისტიკის ევოლუცია“ – ქართულ-ფრანგული პროექტი, ანუ გიყვარდეთ თქვენი მტრები! - Sputnik საქართველო
ია მახარაძე ევროკავშირის პროექტში მონაწილეობის დროს

- საბერძნეთში ადგილობრივ მედიაში თუ მოგეცათ საქმიანობის შესაძლებლობა?

- დიახ, პრაქტიკული კურსები გაგრძელდა ათენის წამყვან მედიასაშუალებებში (პრესა, ტელევიზია და რადიო). საბერძნეთის ტელევიზიამ, რადიომ და პრესამ ჩვენს შესახებ არაერთხელ დაწერა. მიწვეულები ვიყავით სხვადასხვა გადაცემებში, შევხვდით ათენის ხელისუფლების წარმომადგენლებს, დეპუტატებს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კონკურსით შერჩეულ ფინალისტებს დაგვევალა თავად განგვეხორციელებინა ეს კურსები, რისთვისაც, მინდა გითხართ, სოლიდური ანაზღაურება იყო გამოყოფილი. სალექციო კურსები სხვადასხვა მიმართულებით მიგვყავდა. ჩემი აუდიტორია 100 მსმენელს შეადგენდა და ეს პროექტი ერთი წელი გაგრძელდა. 

© photo: courtesy of Ia Makharadzeია მახარაძე
„ჟურნალისტიკის ევოლუცია“ – ქართულ-ფრანგული პროექტი, ანუ გიყვარდეთ თქვენი მტრები! - Sputnik საქართველო
ია მახარაძე

- ათენის შემდეგ იყავით ამერიკაში, რით იყო ის პროგრამა გამორჩეული?

- პროფესიული განვითარებისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული „მედიაადვოკატირების პროგრამა“ ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გავხდი სტიპენდიანტი და ამერიკაში გავემგზავრე. სალექციო-პრაქტიკული კურსები გავიარე კენტუკის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ცნობილ მედიაორგანიზაციებსა და იურიდიულ ასოციაციებში, რომლებიც ჟურნალისტებისთვის მუშაობენ. მედიისთვის მომუშავე იურიდიული ინსტიტუციები ჩემთვის საინტერესო იყო, როგორც მექანიზმი მედიის სისტემების სწორი განვითარებისთვის, ჟურნალისტების უფლებებისა და ჟურნალისტური წყაროების დაცვის ბერკეტების თვალსაზრისით. სალექციო კურსების დასრულების შემდეგ, დამევალა მომემზადებინა ისეთი პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ქართული მედიის განვითარების ერთ-ერთ რომელიმე ასპექტზე. მე დავწერე და განვახორციელე ჟურნალისტური გამოძიების განვითარების პროექტი საქართველოში.

© photo: courtesy of Ia Makharadzeია მახარაძე
„ჟურნალისტიკის ევოლუცია“ – ქართულ-ფრანგული პროექტი, ანუ გიყვარდეთ თქვენი მტრები! - Sputnik საქართველო
ია მახარაძე

- თქვენს კვლევაში რა არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი ახალი თაობის ჟურნალისტებისთვის?

- ჩემს კვლევაში დავაკვირდი იმ შედეგებს, რაც უკავშირდება უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისადმი დამსაქმებლების მოლოდინებს. ამ კუთხით აუცილებელია, რომ შეიქმნას ჩამოყალიბებული, ერთიანი სისტემა (მედიაპრაქტიკოსებს, მედიათეორეტიკოსებსა და მკვლევარებს შორის საუნივერსიტეტო სივრცეში), რომელიც ზედამხედველობას გაუწევს და პროფესიულ რეკომენდაციებს გაუწევს უხარისხო მედიაპროდუქტის რეალიზაციას.  მედიასწავლების ლექტორებსა და პრაქტიკოს ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის მაგალითები ძნელად მოსაძიებელია, მაშინ, როცა ძალადობისა და კრიმინალის ამსახველი მასალების რაოდენობა პრესაში, სატელევიზიო რეპორტაჟებში, ონლაინ, სოციალურ მედიაში და ფილმებში დღითი დღე იზრდება, რასაც თან ახლავს ყველა ის უარყოფითი შედეგი, რაც დღევანდელ საზოგადოებაზე გავლენას ახდენს.

© photo: courtesy of Ia Makharadzeია მახარაძე შვილთან ერთად
„ჟურნალისტიკის ევოლუცია“ – ქართულ-ფრანგული პროექტი, ანუ გიყვარდეთ თქვენი მტრები! - Sputnik საქართველო
ია მახარაძე შვილთან ერთად

- რადიოში მიგყავთ გადაცემა „მიგრაციის მარშრუტები“...

- ეს გადაცემა უკვე ათია წელია რაც მიმყავს. გადაცემა აშუქებს მიგრაციის საკითხებს და უცხოეთში მცხოვრები სხვადასხვა სტატუსის მქონე ემიგრანტი ქართველების მოსაზრებებს მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით. უკვე საკმაოდ დიდი აუდიტორია გვყავს და მსმენელებიც სხვადასხვა თემებზე მსჯელობის დროს აქტიურობას იჩენენ, რაც ძალიან მახარებს.

© photo: courtesy of Ia Makharadzeია მახარაძე
„ჟურნალისტიკის ევოლუცია“ – ქართულ-ფრანგული პროექტი, ანუ გიყვარდეთ თქვენი მტრები! - Sputnik საქართველო
ია მახარაძე

- ვიცი, რომ ამჟამად ერთ ფრანგულ პროექტში იღებთ მონაწილეობას, რა სახის პროექტია?

- ფრანგული ჟურნალისტიკის პროფესორებთან და მკვლევარებთან ერთად ვმუშაობ ახალ პროექტზე - „ჟურნალისტიკის ევოლუცია“, რაც წიგნად უნდა გამოიცეს. ეს წიგნი მედიასფეროში თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართებას წარმოაჩენს. ნაშრომი წარმოადგენს ტრადიციულ და სოციალურ მედიაკვლევას, ემყარება ევროპაში აპრობირებულ მედიის მოდელს. წიგნში მოცემულია ფრანგი და ქართველი ავტორების ერთობლივი კვლევები, გამოცდილი უცხოელი და ქართველი ჟურნალისტების ორიგინალური პუბლიცისტური ტექსტები. ვფიქრობთ, სახელმძღვანელო დაეხმარება ჟურნალისტებს, აითვისონ მეთოდოლოგიური ხერხები, წარმოდგენა შეექმნათ იმ კონკრეტულ საბაზო თუ სპეციალურ ცოდნაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს წარმატებით გაართვან თავი საინფორმაციო, ანალიტიკურ, საგამოძიებო და სხვა შინაარსის მედიაპროდუქციის შექმნას. მინდა დამწყებ ჟურნალისტებს მივმართო: ცხოვრების ყოველი დღე სიახლეებით სავსეა, მთავარია, ისინი ეძებოთ და განვითარდეთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0