ლეტალური დაავადებები არ არსებობს, გენეტიკურ დაავადებებში ცვლილების შეტანა შეიძლება?!

© photo: courtesy of Giorgi Davitashviliლიდა მჭედლიშვილი
ლიდა მჭედლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაცობრიობის ისტორიაში ყველა დროში არსებობდნენ ცალკეული პიროვნებები, რომლებიც საყოველთაოდ დამკვიდრებულ კლიშეებს არ ეთანხმებოდნენ და დინების საწინააღმდეგოდ ცურვა არ აშინებდათ.

პროფესიონალი ექიმი ლიდა მჭედლიშვილი ალბათ ერთი მათგანია. მისი მოსაზრება სხვებისგან განსხვავებულია, თუმცა ლოგიკასა და საღ აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის. ყურადღებით გაეცანით მის მონათხრობს და შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, სტატიის სათაურის ბოლოს კითხვის ნიშანი უნდა დაისვას თუ ძახილის...

ქალბატონი ლიდა ჯერ კიდევ წლების წინ ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ მედიცინაში ბევრი რამის გადახედვაა საჭირო. მისი აზრით, თუ ცნობილი დაავადებები ეთიო-პათოგენეზის მიხედვით დალაგდება, აღმოჩნდება, რომ ლეტალური ხასიათის არც ერთი მათგანი არ არის და რომ კორექტივის შეტანა გენეტიკურ დაავადებებშიც შესაძლებელია...

მოკლედ, ასეა თუ ისე, 21-ე საუკუნეში, სიტყვისა და აზრის თავისუფლების ეპოქაში, ვფიქრობთ, ამ სპეციალისტსაც აქვს უფლება, რომ მკითხველს საკუთარი მოსაზრებები დასაბუთებულად გაუზიაროს, მით უფრო, რომ მის პრაქტიკულ საქმიანობას სასიკეთო შედეგი არაერთხელ მოჰყოლია.

© photo: courtesy of Giorgi Davitashviliლიდა მჭედლიშვილი
ლეტალური დაავადებები არ არსებობს, გენეტიკურ დაავადებებში ცვლილების შეტანა შეიძლება?! - Sputnik საქართველო
ლიდა მჭედლიშვილი

- ქალბატონო ლიდა, ცნობილია, რომ 1985 წლიდან ძირითადი საქმიანობის პარალელურად თქვენ დაიწყეთ პესიმისტური პროგნოზის, ანუ განუკურნელი დაავადებების წარმოშობისა და მათი მკურნალობის საშუალებების კვლევა.

- ადამიანი გაჩენილია ჯანმრთელი არსებობისთვის და თუ დღემდე სახელმძღვანელოებში მითითებული გვაქვს ლეტალური გამოსავლის მქონე დაავადებები, მხოლოდ იმიტომ, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ამის მიზეზი არ არის დადგენილი და მკურნალობა სიმპტომატურად მიმდინარეობს. დაავადება კი პროგრესირებს და საბედისწერო ფინალით მთავრდება. საერთოდ, მედიცინაში ბევრი რამის გადახედვაა საჭირო. დაავადებები უნდა დალაგდეს ეთიო-პათოგენეზის მიხედვით და აღმოჩნდება, რომ ლეტალური დაავადებები არ არსებობს. კარგად ვიცით, რომ წითელა, წითურა – ბავშვთა ინფექციური დაავადებებია, მაგრამ ხომ არ შეიძლება მათთვის დამახასიათებელი კანზე არსებული გამონაყარის გამო ისინი კანის დაავადებად გამოვაცხადოთ? მაგალითად, ჩემი მიგნებით, გლაუკომა არ არის თვალის პირველადი დაზიანების შედეგი, ფილტვების ემფიზემა – ფილტვის პირველადი დაზიანების შედეგი, პაროდონტოზი – ღრძილების და ა.შ. აქედან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გამომწვევი მიზეზი სულ სხვა ორგანოებშია, ხოლო სიმპტომატურად ვლინდება: თვალში, ფილტვში, პირის ღრუში, გულსა და სხვა ორგანოებში.

© photo: courtesy of Giorgi Davitashviliლიდა მჭედლიშვილი
ლეტალური დაავადებები არ არსებობს, გენეტიკურ დაავადებებში ცვლილების შეტანა შეიძლება?! - Sputnik საქართველო
ლიდა მჭედლიშვილი

- ონკოდაავადებების მკურნალობის დროს დადებითი შედეგი თუ გაქვთ?

- ონკოპათოლოგიები სულაც არ არის ისეთი საშიში, როგორადაც მიჩნეულია. მკურნალობის შემთხვევაში, მესამე დღისთვის უკვე აღარ ფიქსირდება მარკერი, ეს გამოკვლეულია ორი აკადემიური ინსტიტუტის მიერ. მკურნალობის დაწყებისთანავე იწყება სიმსივნის დანეკროზების პროცესი და ვითარდება ასეპტიური ნეკროზი. თუ დროულად არ მოხდა ამ ნეკროზული მასების ევაკუაცია, ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს ნეკროზულ რეზორფციული ინტოკსიკაციით. ამ დროს აუცილებელია ქირურგების ელემენტარული ჩარევა, რაზედაც ისინი არ მოდიან. ზუსტად ეს არის ჩემი საქმიანობის მთავარი პრობლემა. მაგრამ არის ბედნიერი შემთხვევები, როდესაც ხდება სიმსივნის უკუგაწოვა ან განვითარდება ფიბროზი და ა.შ. ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კიბო არ არის გენეტიკური დაავადება, ვირუსული გენეზისა და უამრავი კვლევის მიუხედავად, არც პროტოონკოგენი არ არსებობს.

ავთანდილ კურდღელაძე - Sputnik საქართველო
კორონავირუსის პრევენციის პრეპარატის ავტორ ქართველ ბიოლოგს მხარდაჭერა სჭირდება

- თქვენ შემთხვევაში რა საშუალებებით ხდება პაციენტების მკურნალობა?

- მე სპეციალურ წამალს არ ვამზადებ, არც რაიმეს ვხარშავ, რაც აფთიაქებში იყიდება, მკურნალობის პერიოდში, ჩვენებებიდან გამომდინარე, ზუსტად იმ პრეპარატებს ვიყენებ.

- რა აზრის ხართ გენეტიკურ დაავადებებზე?

- ადრე ვამტკიცებდი, რომ გენეტიკურ დაავადებებში შესაძლებელია კორექტივის შეტანა, მაგრამ ახლა უკვე მივაგენი მეთოდს, რომლითაც შეიძლება მკურნალობა და პროფილაქტიკა დაავადების გამოვლენის ხანდაზმულობის, გართულებების და მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებით. საერთოდ, თეორიულად შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ წარმოიშვა პირველი გენეტიკური დაავადება.

თამარ საგინაშვილი - Sputnik საქართველო
  კარგად ყოფნის ხელოვნება ანუ „ბოსტან-არტი“ და „ველნესი კახურად"

- შეძენილი დაავადებებიდან ყველას განკურნება თუ არის შესაძლებელი?

- ვამტკიცებ, რომ შეიძლება ისეთ დაავადებებზე ზემოქმედება დადებითი შედეგით, როგორიცაა ჰემოფილია, ალბინოსობა და ა.შ. ასევე უმძიმესი ნერვული სისტემის, გულ-სიხლძარღვთა, ფილტვების და ღვიძლის პესიმისტური პროგნოზის მქონე დაავადებების მქონე ავადმყოფთა დაიმედებაც შეიძლება. ნებისმიერი შეძენილი შინაგანი ბაქტერიული დაავადება განკურნებადია. მთავარია, ექიმმა მიაგნოს მიზეზს, სწორი დიაგნოსტიკა ხომ ეფექტური მკურნალობის საწინდარია?! არადა, მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით უამრავი ხარვეზი არსებობს.

- შესაძლებელია, რომ მკურნალობის თქვენეული მეთოდი პოპულარული ენით განვმარტოთ?

- მკურნალობის ჩემეული მოდელი ასეთია: კარგად იცით, რომ უღრანი ტყე ხეთა კორომების ქვეშ არ ჩანს, ანუ არავინ იცის სინამდვილეში რა ხდება ტყეში. ასეა ადამიანის ორგანიზმიც. დავუშვათ, გაჩნდა ხანძარი (დაავადების კერა) და ამოდის ბოლი, რომლის ჩაქრობაც ხდება ცნობილი საშუალებებით. ეს ის დაავადებებია, რომელთა გამომწვევი მიზეზი ცნობილია და არსებობს მისი ეფექტური მკურნალობის გზა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ტყის აეროდინამიკის თავისებურების გამო ბოლი ტყეში გადანაცვლებას იწყებს და შემდეგ უკვე სულ სხვა სივრცეში ამოვა. მასზე ჩვეულებრივი ჩასაქრობი საშუალების გამოყენება სრულიად უმაქნისია. ამასობაში კერა ღვივდება და ტყეს წვავს. ეს არის სწორედ ლეტალური გამოსავალის მქონე დაავადებების მოდელი. არ გეგონოთ, რომ რახან დაიწერა წიგნები და დისერტაციები, ამით თემა ამოიწურა. უამრავი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერი უშვებს შეცდომას და მერე მთელი მიმართულება იმ მცდარი გზით მიდის. ყველაფერს გამოსწორება და სისტემაში მოყვანა სჭირდება.

თეა თავაძე - Sputnik საქართველო
ქართველი ექიმი, რომელიც სტამბულში ქალებს ჰიპნოზით ამშობიარებს

- ალბათ მკითხველისთვის გაუგებარი იქნება, თუ არაფერს გკითხავთ კორონაზე...

- ისევე, როგორც ჩემი საქმიანობის განსჯისა და შეფასების უფლება არ აქვს არც ერთ ექიმს და, მით უმეტეს, მეცნიერს, რადგან ჩემთან არ უთანამშრომლიათ, უფრო მეტიც, არც მოუსმენიათ ჩემთვის, ასევე არც მე მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო კორონაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მასთან არანაირი კვლევა არ მაკავშირებს. თუმცა ერთი რამ აშკარაა, რომ ეს მაღალი ტოქსიკურობით მიმდინარე ვირუსული დაავადებაა.

- ისევ თქვენს საქმიანობას დავუბრუნდეთ, საინტერესოა, სამედიცინო წრეებისთვის თუ არის ცნობილი დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თქვენეული მეთოდების შესახებ?

- ჩემი ნოუ-ჰაუ ყველას აინტერესებს და ვიცი, რომ ბევრი პლაგიატიც გამიჩნდა. გარკვეულ მიზეზთა გამო არაკეთილმოსურნეების მთელი არმია გავიჩინე, ამიტომ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უკვე აღარ ვმუშაობ. არადა, უამრავი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ ეს მიზერულ თანხებთანაა დაკავშირებული.

- გამოდის, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაო, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად გასწიეთ?

- მართალია, იდეაში მარტო ვიყავი, მაგრამ მხარს მიჭერდა უკეთილშობილეს მეცნიერთა გუნდი, რომელთა გვარებს ქრონოლოგიურად ჩამოვთვლი: პროფესორი შერმაზან ყაყიჩაშვილი, აკადემიკოსი გურამ ხარატიშვილი, აკადემიკოსი ოთარ ნათიშვილი, აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე, აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი, პროფესორი უჩა გაბუნია, აკადემიკოსი გოგი ხარაძე. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე და იმედი მაქვს, რომ სამედიცინო სფეროში გამოჩნდებიან წესიერი პროფესიონალები, რომლებიც მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ...

ყველა ახალი ამბავი
0