თანამედროვეობისგან გაქცევა და არქაულთან დაბრუნება – ცხოვრება ფოტოკადრებში

© photo: courtesy of Giorgi Meurmishviliგიორგი მეურმიშვილი
გიორგი მეურმიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიძლება ითქვას, რომ უკვე ორი პროფესია აქვს: განათლებით ანთროპოლოგმა არანაკლებ გაითავისა ფოტოხელოვნება, სადაც მისთვის საინტერესო თემებს ფილოსოფიურად არჩევს და იღებს...

გიორგი მეურმიშვილს სოციალური ანთროპოლოგიის მიმართ სიყვარული ალბათ პროფესიის დაუფლებამდე ჰქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი, ამას შემდეგ ფოტოგრაფია დაემატა.

მორიგი ახალი ფოტო მისთვის არ არის მხოლოდ ტექნიკურად სწორად შერჩეული რაკურსი, ყოველ თემას გონებით და ემოციურად იაზრებს და გადმოსცემს. ეს კი, ვფიქრობთ, მისი პროფესიული უნარ-ჩვევების დამსახურება და ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებების შედეგია...

© photo: courtesy of Giorgi Meurmishviliგიორგი მეურმიშვილი
თანამედროვეობისგან გაქცევა და არქაულთან დაბრუნება – ცხოვრება ფოტოკადრებში - Sputnik საქართველო
გიორგი მეურმიშვილი

- ბატონო გიორგი, პირველ რიგში, მოგვიყევით რატომ შეაჩერეთ არჩევანი ისეთ საინტერესო და სპეციფიკურ პროფესიაზე, როგორიცაა სოციალური ანთროპოლოგია?  

- მუსიკალური კოლეჯის დასრულების შემდეგ არჩევანი მქონდა – გამეგრძელებინა კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით, ან უნივერსიტეტში (სადაც უკვე ვიყავი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი). თუმცა იყო მესამე მიმართულებაც – სამედიცინო სფერო, ვინაიდან ოჯახში გვაქვს ამის ტრადიცია. მაგრამ ეს უკანასკნელი თავიდანვე გამოვრიცხე. არჩევანი საკმაოდ რთული იყო: ერთი მხრივ – მუსიკა, ხოლო მეორე მხრივ – უნივერსიტეტი, ისტორიით, წიგნებით და ექსპედიციებით.

© photo: courtesy of Giorgi Meurmishviliგიორგი მეურმიშვილის შემოქმედება
თანამედროვეობისგან გაქცევა და არქაულთან დაბრუნება – ცხოვრება ფოტოკადრებში - Sputnik საქართველო
გიორგი მეურმიშვილის შემოქმედება

- საბოლოოდ რამ გაგიადვილათ არჩევანის გაკეთება?

- ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე პირველმა ექსპედიციებმა. ეს იყო 2006 წელს ბატონი ვახტანგ ლიჩელის არქეოლოგიური ექსპედიცია, ხოლო შემდეგ (2007 წელს) ეთნოლოგიის მიმართულებით დაგეგმილი ექსპედიცია მაღალმთიან აჭარაში, რამაც დაუვიწყარი შეგრძნებები დამიტოვა. იქაურმა გარემომ, ექსპედიციის სულმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ჩამოსვლისთანავე მივხვდი, ეს ჩემი პროფესია იყო. ზოგადად მიყვარს ახალი კულტურების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების თუ ხალხის გაცნობა, მათი ჭირ-ვარამის გაგება, გაანალიზება, მათი სამომავლო შეხედულებების მოსმენა და წარსული ისტორიების ფიქსაცია. ჩვენს ჯგუფში 2006 წელს სულ ექვსი სტუდენტი ვიყავით, თუმცა ამჟამად ზემოხსენებული მიმართულება უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებს შორის. საკმაოდ დიდია ინტერესი ეთნოლოგიის, სოციალური ანთროპოლოგიის მიმართ. სოციალური ანთროპოლოგების ძირითადი ამოცანაა არა ესა თუ ის კულტურა მხოლოდ საველე თუ კაბინეტურ ვითარებაში შეისწავლოს, არამედ ერთგვარად განჭვრიტოს ამ კულტურის, სოციუმის თუ ხალხის მომავლის კალაპოტი.

© photo: courtesy of Giorgi Meurmishviliგიორგი მეურმიშვილის შემოქმედება
თანამედროვეობისგან გაქცევა და არქაულთან დაბრუნება – ცხოვრება ფოტოკადრებში - Sputnik საქართველო
გიორგი მეურმიშვილის შემოქმედება

- გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს რჩება, ხომ არ გახსენდებათ ამბავი ან პიროვნება, ვინც თქვენზე ამ მხრივ გავლენა იქონია?

- ბავშვობიდან გულდასმით ვუსმენდი ხოლმე ჩემი დიდი ბაბოს (რომელიც 2000 წელს გარდაიცვალა) მონათხრობს, შაირებს, გადმოცემებს. ვფიქრობ, სოციალური ანთროპოლოგიის მიმართ სიყვარული უკვე ძვალ-რბილში მქონდა გამჯდარი. ამას სამეცნიერო ენაზე embodied knowledge-ს ვეძახით, ამ ყველაფერს კი უნივერსიტეტში (თსუ) ჩემმა მასწავლებლებმა კიდევ უფრო მეტი ელფერი შესძინეს. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე თითქმის არ ყოფილა წელი, რომ მინიმუმ ერთ ექსპედიციაში მაინც არ მიმეღო მონაწილეობა.

© photo: courtesy of Giorgi Meurmishviliგიორგი მეურმიშვილის შემოქმედება
თანამედროვეობისგან გაქცევა და არქაულთან დაბრუნება – ცხოვრება ფოტოკადრებში - Sputnik საქართველო
გიორგი მეურმიშვილის შემოქმედება

- მათ შორის რომელი უფრო დაგამახსოვრდათ და რითი?

- ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ექვსთვიანი ექსპედიცია ყვარლის რაიონში მცხოვრებ ხუნძებთან, რის შედეგადაც ჩემი მეორე სამაგისტრო ნაშრომი ბერგენის უნივერსიტეტში (ნორვეგია) დავიცავი. ერთია, როცა შენთვის ნაცნობ კულტურას სტუმრობ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში, ხოლო მეორე, როცა შენთვის არც თუ ისე ნაცნობ სოციუმში გიწევს ექვსი თვით ცხოვრება, მათი ადათ-წესების გაცნობა, შესწავლა, პატივისცემა. ამ დროს ხვდები: რაოდენ განსხვავებული ფერების არ უნდა იყოს პალიტრა, ის მაინც ერთია. საოცარია ველზე მუშაობისას მოხუცებთან საუბარი. ისინი თითქმის ყოველთვის ბრძნულად საუბრობენ, არ აქვს მნიშვნელობა რა განათლება აქვთ. მათ ესმით და იციან ბუნებაც და ადამიანიც. ამიტომ ექსპედიციები, გარდა იმისა, რომ ჩემი პროფესიის განუყრელი ნაწილია, ჩემი შინაგანი სამყაროსთვის არის თანამედროვეობისგან გაქცევა და დაბრუნება უფრო არქაულთან, მიწასთან, ბუნებასთან, თითქმის დაკარგულ სიბრძნესა და საიდუმლოებებთან...

© photo: courtesy of Giorgi Meurmishviliგიორგი მეურმიშვილის შემოქმედება
თანამედროვეობისგან გაქცევა და არქაულთან დაბრუნება – ცხოვრება ფოტოკადრებში - Sputnik საქართველო
გიორგი მეურმიშვილის შემოქმედება

- ფოტოგრაფიით გატაცება, სავარაუდოდ, მანამდე გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში...

- ფოტოგრაფიით გატაცება, ისევე, როგორც ხელოვნების სხვა დარგებით დაინტერესება, დედაჩემის დამსახურებაა. მისი მადლიერი მთელი ცხოვრება ვიქნები. მახსოვს, 11 წლის ვიყავი, როცა მე და დედა სვეტიცხოვლის სანახავად წავედით. როცა მოვილოცეთ, ტაძრის ეზოში დედამ ჩანთიდან ამოიღო კოდაკის ფირის აპარატი (დღემდე მაქვს შენახული). ამიხსნა როგორ უნდა გადამეღო, თავად ახალგაზრდობაში იღებდა და ფირებსაც ამჟღავნებდა. მირჩია, რომ გადასაღებად კონკრეტული თემა ამეღო, მაგალითად, ტაძრები. რასაც გადავიღებდი ჩვენი მოგზაურობების დროს, ის დამიბეჭდავდა. ასე დაიწყო ჩემი და კამერის ურთიერთობა და სამყაროს დანახვა ფოტოაპარატის ლინზიდან. შემდეგი კამერაც დედაჩემმა მაჩუქა, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი. ალბათ, როგორც ყველა, ფოტოებს მეც ვუღებდი მეგობრებს, ბუნებას, კულტურულ ძეგლებს, სანათესაო ყრილობებს და ა.შ. ამგვარად 20 წელია, რაც ჩემ ცხოვრებაში გაჩნდა კამერა და რაც დრო გადის, ერთმანეთს უფრო და უფრო „ვუახლოვდებით“.

© photo: courtesy of Giorgi Meurmishviliგიორგი მეურმიშვილის შემოქმედება
თანამედროვეობისგან გაქცევა და არქაულთან დაბრუნება – ცხოვრება ფოტოკადრებში - Sputnik საქართველო
გიორგი მეურმიშვილის შემოქმედება

- ფოტოგადაღებისთვის ყოველთვის საინტერესო თემებს ირჩევთ, რომელიმეს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- ჩემთვის თითქმის ყველა თემა საინტერესოა. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, როდესაც თბილისში მცხოვრები უპოვრების გადაღება დავიწყე. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა, როდესაც ლესელიძის ქუჩაზე მე და ჩემ მეგობარს ცოტა ნაბახუსევი უპოვარი შეგვხვდა. მასთან საუბრის შემდეგ, მახსოვს, სახლში მისულს არ მეძინა, მსურდა ცოტათი მაინც შემეგრძნო, როგორი იყო ქუჩაში, გარეთ ძილი. თანაც მაშინ ზამთარი იყო, ციოდა... მეორე დილით მივხვდი, რომ ეს ხალხი უნდა შემესწავლა და აღმებეჭდა კამერით.

© photo: courtesy of Giorgi Meurmishviliგიორგი მეურმიშვილის შემოქმედება
თანამედროვეობისგან გაქცევა და არქაულთან დაბრუნება – ცხოვრება ფოტოკადრებში - Sputnik საქართველო
გიორგი მეურმიშვილის შემოქმედება

- ძირითადად პორტრეტების გადაღება გიყვართ, რატომ?

- დიახ, მიყვარს პორტრეტები, მათში კი მთავარი - თვალები. მათ უსიტყვოდ შეუძლიათ გადმოსცენ ყველანაირი ემოცია და ჩაგახედონ პიროვნების სულში. დავაკვირდი, საქართველოში განსაკუთრებული თვალები აქვთ მოხუცებს, საოცრად ემოციური და სუფთა.

© photo: courtesy of Giorgi Meurmishviliგიორგი მეურმიშვილის შემოქმედება
თანამედროვეობისგან გაქცევა და არქაულთან დაბრუნება – ცხოვრება ფოტოკადრებში - Sputnik საქართველო
გიორგი მეურმიშვილის შემოქმედება

 - თქვენი პირველადი პროფესია თუ გეხმარებათ საინტერესო თემების შერჩევასა და ფოტოების გადაღების დროს?

- ჩემთვის ჩემი პროფესია ერთადერთია, არასდროს ვუწოდებ თავს ფოტოგრაფს, რადგან არ მაქვს მიღებული სათანადო ცოდნა და არ მყოლია მასწავლებელი. ვფიქრობ, გამორიცხულია გადაიღო საინტერესო კადრები, თუ არ გაქვს მრავალმხრივი განათლება, შემეცნება. მხოლოდ კარგი კამერა, სერტიფიკატი ფოტოგრაფიის მიმართულებით და კამერის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა არ კმარა საინტერესო კადრების გადასაღებად.

© photo: courtesy of Giorgi Meurmishviliგიორგი მეურმიშვილის შემოქმედება
თანამედროვეობისგან გაქცევა და არქაულთან დაბრუნება – ცხოვრება ფოტოკადრებში - Sputnik საქართველო
გიორგი მეურმიშვილის შემოქმედება
  

- რა არის ის, რითიც ფოტოგრაფია არასოდეს დაკარგავს აქტუალობას?

- ადამიანი...

ყველა ახალი ამბავი
0