„ეს ყველაფერი წარმატებად ღირს“– დაფნის გვირგვინი, რომელსაც ქართველი გოგო იტალიაში დაიდგამს

© photo: courtesy of Mariam Kibabidzeმარიამ კიბაბიძე
მარიამ კიბაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს იტალიაში მცხოვრებ წარმატებულ სტუდენტს მარიამ კიბაბიძეს გაგაცნობთ.

მარიამი ახალი თაობის ქართველების იმ კატეგორიიდანაა, რომელიც უცხო ქვეყანაში სწავლის სირთულეს არ უშინდება, საკუთარი თავისგან მაქსიმალურს ითხოვს და აღწევს კიდეც.

საერთაშორისო ურთიერთობები ბავშვობიდან იზიდავს. იტალიის ქალაქ პიზის პრესტიჟული უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სექტემბერში ის ფლორენციის უნივერსიტეტის Universita degli studi di Firenze-ის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი მაგისტრატურის მაგისტრანტი გახდა.

უნივერსიტეტის პარალელურად მის გეგმაში საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა შედის, რათა დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება კარიერულ წინსვლაში დაეხმაროს.

როგორია წარმატებული ქართველის ცხოვრება იტალიაში, ამის თაობაზე თავად მოგვითხრობს.

© photo: courtesy of Mariam Kibabidzeმარიამ კიბაბიძე
„ეს ყველაფერი წარმატებად ღირს“– დაფნის გვირგვინი, რომელსაც ქართველი გოგო იტალიაში დაიდგამს - Sputnik საქართველო
მარიამ კიბაბიძე

- მარიამ, საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რას მიაღწიეთ საქართველოში და იტალია თუ შედიოდა თქვენს გეგმებში?

- საქართველოში რუსთავის N2 საჯარო სკოლა დავამთავრე. ვინაიდან იტალიაში სასწავლებლად წასვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, სკოლის ბოლო წელი მომზადებას დავუთმე. ვცდილობდი მაქსიმალურად შემესწავლა იტალიური ენა, მომეპოვებინა ინფორმაცია ლიდერ უნივერსიტეტებზე ჩემს სფეროში, სწავლის სტილსა და გამოცდებზე.

ჩემი პირველი მიზანი იყო ბაკალავრიატის წარმატებით დასრულება, რასაც თავდაუზოგავი შრომის შედეგად მივაღწიე.

© photo: courtesy of Mariam Kibabidzeმარიამ კიბაბიძე
„ეს ყველაფერი წარმატებად ღირს“– დაფნის გვირგვინი, რომელსაც ქართველი გოგო იტალიაში დაიდგამს - Sputnik საქართველო
მარიამ კიბაბიძე

- ოთხი წლის წინ თქვენ ჩააბარეთ პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია და კონკრეტულად ეს უნივერსიტეტი?

- დიპლომატიის სფერო და საერთაშორისო ურთიერთობები ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიზიდავდა და ფაკულტეტიც აქედან გამომდინარე სკოლის ადრეულ ასაკშივე მქონდა არჩეული. რაც შეეხება უნივერსიტეტს, არც ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა რთული. პიზის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟულია ევროპაში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მესწავლა იმ უნივერსიტეტის კედლებში, რომელშიც წლების წინ ჯოზუე კარდუჩი, გალილეო გალილეი და სხვა გამოჩენილი ადამიანები სწავლობდნენ.

© photo: courtesy of Mariam Kibabidzeმარიამ კიბაბიძე
„ეს ყველაფერი წარმატებად ღირს“– დაფნის გვირგვინი, რომელსაც ქართველი გოგო იტალიაში დაიდგამს - Sputnik საქართველო
მარიამ კიბაბიძე

- რითია პიზის უნივერსიტეტში სწავლა გამორჩეული და როგორია სტუდენტებსა და ლექტორებს შორის დამოკიდებულება?

- ერთ-ერთი პირველი, რამაც იტალიაში მომხიბლა, სწორედ სტუდენტებსა და ლექტორებს შორის დამოკიდებულებაა. ლექტორები მაქსიმალურად არიან ორიენტირებული იმაზე, რომ აქტიურად ჩაგვრთონ ლექციის მიმდინარეობის პროცესში. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და კრიტიკა, ხშირად გვიწევს დებატები, რაც ლექციას ბევრად უფრო საინტერესოს ხდის. სემესტრის ბოლოს საშუალება გვეძლევა შევაფასოთ თითოეული საგანი, გამოყენებული მასალა, ლექტორის დამოკიდებულება, გამოცდის ფორმატი და, რაც ყველაზე მთავარია, შეგვიძლია მივაწოდოთ იდეა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ის უკეთესობისკენ. ყოველივე ეს, ჩემი აზრით, ძალიან დადებითად აისახება სწავლის სისტემაზე და მის სისტემატიურ განვითარებაზე.

© photo: courtesy of Mariam Kibabidzeმარიამ კიბაბიძე
„ეს ყველაფერი წარმატებად ღირს“– დაფნის გვირგვინი, რომელსაც ქართველი გოგო იტალიაში დაიდგამს - Sputnik საქართველო
მარიამ კიბაბიძე

- ამ ეტაპზეც, რამდენად ვიცი, წარმატებას მიაღწიეთ...

- დიახ, უნივერსიტეტი ამ წლის ზაფხულში წარმატებით დავასრულე. ამ თვის დასასრულს მერგება პატივი, რომ იტალიური ტრადიციის მიხედვით დაფნის გვირგვინი დავიდგა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან უამრავი სირთულის მიუხედავად შევძელი, რომ ჩემი მიზანი შემესრულებინა. ყველაზე დიდი სირთულე თავიდან ენის ბარიერი იყო, შემდეგ კი ადაპტირება გახდა. უნივერსიტეტში სამეცადინოდ ზღვა მასალას გვაძლევენ. რთულია შენი ცხოვრების რეჟიმი სრულიად შეცვალო. ბევრი ღამის გათენება მომიხდა, რომ ყველაფერი მომესწრო, მაგრამ ეს ყველაფერი წარმატებად ნამდვილად ღირს.

© photo: courtesy of Mariam Kibabidzeმარიამ კიბაბიძე
„ეს ყველაფერი წარმატებად ღირს“– დაფნის გვირგვინი, რომელსაც ქართველი გოგო იტალიაში დაიდგამს - Sputnik საქართველო
მარიამ კიბაბიძე

- სექტემბრიდან თქვენ ფლორენციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრანტი გახდით...

- დიახ, სექტემბრიდან ფლორენციაში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე მაგისტრატურაში. ჯერ სულ რაღაც ორი თვეა, რაც აქ სწავლა დავიწყე და შეფასება ცოტა მიჭირს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ პიზის უნივერსიტეტში ბაკალავრი მეტად რთული იყო, რადგან ეს მოხდა უცხო ენაზე და სრულიად უცხო გარემოში. ქართული და იტალიური განათლების სისტემა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ თავდაპირველად ადაპტირება არცთუ ისე მარტივია. რაც შეეხება მაგისტრატურას, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო საინტერესოა. ამჯერად მხოლოდ ჩემ სფეროსთან მჭიდროდ დაკავშირებული საგნების სწავლა მიწევს. ყველაფერი ჩემგან დიდ ენერგიასა და შრომას მოითხოვს, მაგრამ სწავლის პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

© photo: courtesy of Mariam Kibabidzeმარიამ კიბაბიძე
„ეს ყველაფერი წარმატებად ღირს“– დაფნის გვირგვინი, რომელსაც ქართველი გოგო იტალიაში დაიდგამს - Sputnik საქართველო
მარიამ კიბაბიძე

- კითხვა პროფესიიდან გამომდინარე: დღეს ძალიან დაძაბული საერთაშორისო ფონია, რას ფიქრობთ ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო ურთიერთობებში რამდენად აქტიურად უნდა ჩავრთოთ სახალხო დიპლომატია?

- ამ თემასთან დაკავშირებით შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ, ძალიან ფართო და საინტერესო საკითხია. სახალხო დიპლომატიას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს საერთაშორისო კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში, რადგან ქვეყნების უპირველესი მიზანი კონფლიქტების არაძალადობრივი გადაწყვეტაა.

სახალხო დიპლომატია ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას დაპირისპირებულ მხარეებს შორის და მას შეუძლია აიძულოს ხელისუფლება, რომ კონფლიქტის გადაჭრის რეალური და ეფექტიანი გზები ეძებოს. სახალხო დიპლომატიის წარმატებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა, რაზეც სახელმწიფომ უდიდესი ყურადღება უნდა გაამახვილოს.

© photo: courtesy of Magda Maddalenმაგდა გოშნიაშვილის ქალიშვილი მარიამ კიბაბიძე
„ეს ყველაფერი წარმატებად ღირს“– დაფნის გვირგვინი, რომელსაც ქართველი გოგო იტალიაში დაიდგამს - Sputnik საქართველო
მაგდა გოშნიაშვილის ქალიშვილი მარიამ კიბაბიძე

- ამჯერად ინგლისურ ენაზე ეუფლებით პროფესიას...

- დიახ, მაგისტრატურაზე სწავლა ინგლისურად გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ კარგად ვფლობ, მსურს გავაუმჯობესო და ჩემს სფეროსთან დაკავშირებული სპეციფიკური ტერმინები უკეთ შევისწავლო. გარდა ამისა, შემდეგ წელს საშუალება მომეცემა ევროპის რომელიმე, ჩემ მიერ შერჩეულ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციაში გავიარო პრაქტიკა ინგლისურ ენაზე და უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებისას ორენოვანი, ინგლისურ-იტალიური დიპლომი გადმომეცემა.

ბელა შენგელია მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ემიგრანტი ქალის წერილები: ბებოს კუდრაჭები, სამწუხაროდ, მხოლოდ მონიტორიდან მიცნობენ

- რამდენ ენაზე საუბრობთ?

- ამჟამად ვფლობ რუსულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს. ვსწავლობ ფრანგულს და სამომავლოდ ვაპირებ კიდევ სხვა უცხო ენების შესწავლას, ვინაიდან ენები ძალიან მიზიდავს და ვფიქრობ, რომ ჩემს სფეროში უცხო ენების ცოდნის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

- რითია თქვენთვის საინტერესო იტალიელებთან ურთიერთობა?

- ძალიან მიყვარს იტალია, იტალიელი ხალხი, კულტურა და ზოგადად ყველაფერი, რაც ამ ქვეყანასთან მაკავშირებს. სიმართლე გითხრათ, დიდ განსხვავებას ვერ ვპოულობ ჩვენსა და იტალიელებს შორის. ჩვენსავით მეგობრული, თბილი და სტუმართმოყვარენი არიან. უყვართ ხალხთან ურთერთობა, საუბრის დროს ხშირად იყენებენ ჟესტიკულაციას და განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევიან.

მზია წულუკიძე - Sputnik საქართველო
„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“ – ქართველი ემიგრანტების ჩუმად გაკეთებული სიკეთის მადლი

- ემოციაზე გამახსენდა, რომელია ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ იტალიელები ჩვეულებრივ საუბარში?

- რაც შეეხება ანდაზებს და ბრძნულ გამონათქვამებს, ისინი ძალიან აქტუალურია, მათ შორის ახალგაზრდებშიც და აქაც ქართულთან ბევრ მსგავსებას ვხვდებით. მაგალითად, საერთაშორისო ფრაზა “ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” - ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გვითქვამს. აქ, იტალიაში ასე გამოითქმის Meglio tardi che mai და მას ძალიან ხშირად გაიგონებთ. წამით სამშობლოშიც კი იგრძნობთ თავს ასეთი ნაცნობი ფრაზის გაგონებისას...

- სამშობლო ახსენეთ, რა გენატრებათ, როგორია ქართველი სტუდენტის ნოსტალგია სამშობლოზე?

- პირველ რიგში, მენატრებიან ოჯახის წევრები, ბებია, რომელთან ერთადაც გავიზარდე, და, დისშვილი, რომელიც ჩვენი ოჯახის ახალი წევრია და რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ ვიდეოების საშუალებით ვიცნობ, რადგან პანდემიის გამო საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. შემდეგ, რა თქმა უნდა, მეგობრები და ასევე ქართული ტრადიციული კერძები. მიუხედავად იმისა, რომ აქაც ვახერხებ მათ მომზადებას, საქართველოში გაკეთებულს სულ სხვა, მშობლიური გემო აქვს...

 

ყველა ახალი ამბავი
0