რვა შვილის დედა და მისი „სხვა შვილები“...

© photo: courtesy of Ekaterine Beridze HandmadeDollsეკა ბერიძე და მისი ნამუშევრები
ეკა ბერიძე და მისი ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თქვენი აზრით, რას აკეთებს მრავალშვილიანი დედა დღის ბოლოს, როდესაც ბავშვები იძინებენ? – ხშირ შემთხვევაში, ალბათ როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, სახლის დალაგებას იწყებს ან დღის მანძილზე უკვე დაწყებულ საქმეებს უბრუნდება. თუმცა ეს კარგი, მაგრამ ჩვეულებრივი დიასახლისის დროს...

ეკა ბერიძისთვის კი გვიანი დრო სწორედ იმისთვისაა შესაფერისი, რომ მშვიდ გარემოში დაჯდეს და... თოჯინების კეთება დაიწყოს. მისი თოჯინები კი მართლაც საოცრებაა. ფოტოებზე გამოსახულ მის ნახელავს კარგად თუ არ დაუკვირდით, ის დახვეწილი გარეგნობისა და ჩაცმულობის ადამიანი გეგონებათ.

ასეთი საქმიანობა უფრო დასაფასებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონი ეკა 43 წლის ასაკში რვა შვილის დედაა. საქართველოში ბევრ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, შარშან კი მისი თოჯინებით უკვე პრაღის საერთაშორისო გამოფენაზეც აღფრთოვანდნენ...

- ქალბატონო ეკა, როდის დაიწყო რვა შვილის დედამ თოჯინების კეთება?

- ხელოვნება ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ საკოლექციო თოჯინების მიმართ ინტერესი დიდ ცხოვრებაში გაჩნდა. საერთოდ, ყოველთვის მაინტერესებდა ხელნაკეთი ნივთები, განსაკუთრებით თოჯინები. მათი კეთება ორი წლის წინ დავიწყე. როცა თოჯინის შეძენა გადავწყვიტე, დავრწმუნდი, რომ ნორმალურ ფასად ხარისხიან თოჯინას ვერ შევიძენდი, ამიტომ ვცადე თავად გამეკეთებინა.

© photo: courtesy of Ekaterine Beridze HandmadeDollsეკა ბერიძე ოჯახთან ერთად
რვა შვილის დედა და მისი „სხვა შვილები“... - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძე ოჯახთან ერთად

- ვინმე დაგეხმარათ?

- თავიდან მათი გაკეთება დამოუკიდებლად ვერ დავიწყე და ამიტომ მივმართე იულია სოროკინას, რომელიც ამ სფეროში საუკეთესოდ ითვლება. მისი დახმარებით მხოლოდ ერთი თოჯინა გავაკეთე. ამის შემდეგ თოჯინებს უკვე დამოუკიდებლად, სხვის დაუხმარებლად ვქმნი.

© photo: courtesy of Ekaterine Beridze HandmadeDollsეკა ბერიძის შემოქმედება
რვა შვილის დედა და მისი „სხვა შვილები“... - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძის შემოქმედება

- თქვენს თოჯინებს ეტყობათ, რომ ისინი ერთი ოსტატის მიერაა შექმნილი, მაგრამ ხასიათით აშკარად განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ მათ გაკეთებას სანამ დავიწყებ, საამისო განწყობა უნდა მქონდეს, ამის გარეშე არაფერი გამოვა. რაც შეეხება თოჯინების ხასიათს, ეს უკვე ბოლოს იკვეთება, როდესაც უკვე დასრულებულ სახეს იძენს. თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მერე ისინი თავად „ავლენენ“ ხასიათს და ამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ტანსაცმელს და თმის ვარცხნილობასაც ბოლოს ამის მიხედვით ვურჩევ ხოლმე. საკმაოდ შრომატევადი საქმეა და მათ დასამზადებლად დაახლოებით ორი კვირიდან ერთ თვემდე დროა საჭირო.

© photo: courtesy of Ekaterine Beridze HandmadeDollsეკა ბერიძის შემოქმედება
რვა შვილის დედა და მისი „სხვა შვილები“... - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძის შემოქმედება

- რეალური პროტოტიპები თუ ჰყავთ?

- არა, პროტოტიპები ნამდვილად არ ჰყავთ. მათ გაკეთებას ფანტაზიით ვიწყებ და მათი სახეც თავისთავად იძერწება.  როცა უკვე დასრულებულ თოჯინას ვუყურებ, ზოგჯერ თვითონაც არ მჯერა, რომ ჩემი შექმნილია.

© photo: courtesy of Ekaterine Beridze HandmadeDollsეკა ბერიძის შემოქმედება
რვა შვილის დედა და მისი „სხვა შვილები“... - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძის შემოქმედება

- თქვენი შვილები როგორ უყურებენ დედის საქმიანობას და რამეში თუ გეხმარებიან?

- მოხმარებაში თუ ჩავთვლით იმას, რომ ხელს არასდროს მიშლიან, მაშინ კი, მეხმარებიან. თოჯინების შექმნა ნამდვილად რთული საქმეა, მაგრამ ამავე დროს ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება და უდიდესი განტვირთვაა. ყოველთვის ვცდილობ, რომ მათთვის საჭირო დრო გამოვნახო.

© photo: courtesy of Ekaterine Beridze HandmadeDollsეკა ბერიძის შემოქმედება
რვა შვილის დედა და მისი „სხვა შვილები“... - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძის შემოქმედება

- რის მიხედვით აკეთებთ თოჯინებს, თავიდან ესკიზს ქმნით?

- ესკიზებს არა. როცა თოჯინის დამზადებას ვიწყებ, ჩემი გონება მხოლოდ ამითაა დაკავებული. სულ იმაზე ვფიქრობ, როგორი თმები ექნებათ, როგორ ვარცხნილობას მოირგებენ, რითი გამოვაწყობ, რას ჩავაცმევ და ა.შ.

© photo: courtesy of Ekaterine Beridze HandmadeDollsეკა ბერიძის შემოქმედება
რვა შვილის დედა და მისი „სხვა შვილები“... - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძის შემოქმედება

- რა არის ყველაზე დიდი სტიმული თქვენთვის?

- რა თქმა უნდა, საქებარი სიტყვები და ქათინაურები... შარშან პრაღაში საერთაშორისო გამოფენაზე ვიყავი. იქ ძალიან ბევრი ცნობილი მეთოჯინე ვნახე და მათი თოჯინების ხილვის დროს აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ჩემი ნამუშევრების გამო ქათინაური თავადაც არაერთხელ მოვისმინე. 

© photo: courtesy of Ekaterine Beridze HandmadeDollsეკა ბერიძის შემოქმედება
რვა შვილის დედა და მისი „სხვა შვილები“... - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძის შემოქმედება

- თოჯინების გარდა სხვა გატაცებაც თუ არის თქვენს ცხოვრებაში?

- ძალიან მიყვარს ჭურჭლის მოხატვა და ინტერიერის დიზაინი, ასევე ყვავილები და მათი მოვლა მანიჭებს სიამოვნებას. ჩემი აზრით, მცენარეები ყველა ოჯახში უნდა იყოს. ეს სახლს სილამაზეს, სიმყუდროვეს და სიცოცხლეს მატებს.

© photo: courtesy of Ekaterine Beridze HandmadeDollsეკა ბერიძის შემოქმედება
რვა შვილის დედა და მისი „სხვა შვილები“... - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძის შემოქმედება

- საოცარია, როგორ ანაწილებთ დროს ამ ყველაფრისთვის?

- ასე მგონია, როცა ადამიანს სურვილი აქვს საყვარელი საქმე აკეთოს, ამისთვის დროს აუცილებლად გამონახავს. თოჯინების კეთებას ან დილით ვახერხებ, ან გვიან, დღის ბოლოს, ჩემი მეუღლის ხელშეწყობით. მინდა პერსონალური გამოფენა მოვაწყო, მაგრამ ამას როგორ მოვახერხებ, არ ვიცი, რადგან თითქმის ყველა ჩემი დასრულებული თოჯინა მაშინვე იყიდება ხოლმე...

 

ყველა ახალი ამბავი
0