ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები

გამოწერა
დღეს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრებ კიდევ ერთ სასახელო ქართველს – ანა კოსტავას გაგაცნობთ.

როგორც წესი, კულინარიისადმი ინტერესს ერთხელ მაინც, ალბათ, ყველა გოგონა ავლენს ბავშვობაში, მაგრამ კარგი დიასახლისი და იშვიათი კულინარი მათგან ბევრი ვერ გამოდის. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ეს სფერო ხელოვნების რანგში აჰყავთ. ჩვენი რესპონდენტიც მათ რიცხვშია.

დღეს გერმანიის პროფესიულ სასწავლებელში კონდიტერიის განხრით სწავლობს. პარალელურად ადგილობრივ საკონდიტროში მუშაობს და, შეიძლება ითქვას, რომ თავისი კულინარიული შედევრებით ფლეგმატურობით ცნობილი გერმანელების აღფრთვანებას იწვევს.

© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოსტავა
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
ანა კოსტავა

- ანა, როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი პროფესიულ დონეზე?

- ჩემ შემთხვევაში კულინარიისადმი ინტერესი დაოჯახების შემდეგ გაჩნდა. თავიდან დიასახლისობით დავიწყე და ნელ-ნელა კერძების მომზადების ყოველდღიური რუტინა საინტერესო საქმიანობად ვაქციე. ეს ინტერესი მრავალნაირი იდეისა და კულინარიული ექსპერიმენტების წყალობით უფრო და უფრო იზრდებოდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი კულინარად ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ირგვლივ მყოფები კარგ კულინარად მთვლიან. თუმცა, მე უფრო მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და ვფიქრობ, რომ კარგ და, მით უმეტეს, საუკეთესო კულინარამდე კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი.

© courtesy of Ana Kostavaანა კოსტავა
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
ანა კოსტავა

- გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?

- პირველად გერმანიაში 15 წლის წინ ჩამოვედი მეუღლესთან ერთად. მეუღლე სპორტსმენია და გერმანიაში სპორტულ საქმიანობას ეწეოდა. თავიდან გარკვეული პერიოდით ვჩერდებოდით და ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით, მაგრამ შემდეგ აქ ცხოვრება გადავწყვიტეთ.

© photo: courtesy of Ana Kostavaმეგობართან ერთად
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
მეგობართან ერთად

- ვიცი, რომ საკონდიტროში მუშაობთ, როგორია გერმანული სამზარეულო და ქართულ კერძებს სთავაზობთ სტუმრებს?

- ჩვენი სამზარეულოსგან განსხვავებით გერმანული სამზარეულო არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. საკონდიტროებშიც ძირითადად ერთი და იგივე, სტანდარტული ტიპის ნაწარმია. ასევეა იმ საკონდიტროშიც, სადაც ვმუშაობ. სამწუხაროდ, აქ არ მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ქართული კერძები შევთავაზო სტუმრებს. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, რომ ოჯახში მოსულ სტუმრებს ქართული გემოები გავაცნო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენებური სამზარეულო მათ გულწრფელ ქებას იმსახურებს, რაც ძალიან მახარებს.

© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორ ფიქრობთ, გემოების მიხედვთ თუ არის შესაძლებელი, რომ ზოგადად ერის ბუნებასა და ხასიათზე იმსჯელო?

- ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ შესაძლებელია. მაგალითად, ქართველებს რომ ფიცხი ხასიათი გვაქვს, ალბათ აქედან გამომდინარეა ისიც, რომ ძირითადად ცხარე კერძები გვიყვარს.

© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- პარალელურად სწავლობთ პროფესიულ სასწავლებელში, კონდიტერიის განხრით - რა სასწავლებელია ეს და ძირითადად რა სახის ცოდნას იძლევა?

- დიახ, პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობ კონდიტერიის განხრით. სწავლა სამი წელი გრძელდება და თეორიული განხრით ვიღებთ საჭირო ცოდნას დეტალურად ყველა იმ საკითხებზე, რას კონდიტერიას ეხება. პრაქტიკულ სწავლებას საკონდიტროში გავდივარ.

© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- თქვენ მიერ შექმნილ რომელ კულინარიულ ნაკეთობას გამოარჩევდით?

- თითქმის ყველანაირი კერძი, რასაც გულით ვაკეთებ, მეტ-ნაკლებად კარგად გამომდის. თუ არ გამომდის, ისეთი პროფესიული ჟინი მაქვს, რომ მანამ არ ვეშვები, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ. თუმცა ალბათ მაინც გამოვარჩევდი ხილ-ბოსტნეულიდან შექმნილ ნაკეთობებს, რომლებსაც ვაფორმებ ყვავილებით, გოგო-ბიჭებით, სხვადასხვა აქსესუარით, რაც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.

© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი საყვარელი ქართული და გერმანული კერძი?

- ქართულებიდან განსაკუთრებით მიყვარს მჭადი და ყველი, ბადრიჯანი ყველა ფორმაში, ასევე წითელი ლობიო. აქ რამდენჯერაც უნდა გავაკეთო, ვერასდროს მივიღებ იმ გემოს, რაც საქართველოში აქვს. ჩვენებურ ბოსტნეულს, მწავნილებს სულ სხვა სურნელი და არომატი აქვს, მას პირდაპირ მოაქვს ქართული გემო და მეც სულ ამ გემოების მონატრებაში ვარ. რაც შეეხება გერმანულ კერძს, არც მაქვს რომელიმე გამორჩეულად საყვარელი კერძი. დიდად გურმანიც არ ვარ, ჩემი სუსტი წერტილი უფრო ტკბილეულია – ნამცხვრები, დესერტები და მსგავსი გემრიელობები. ჩემთვის ცომთან თამაში ცალკე ხელოვნებაა. მას კარგი ცოდნა უნდა და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორი გამოვა საბოლოოდ ცომისგან მოზელილი ღვეზელი ან ხაჭაპური...

© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი ოჯახის ყველაზე საყვარელი კერძი?

- ჩვენს ოჯახში, რა თქმა უნდა, ქართული კერძებია პრიორიტეტული, განსაკუთრებით ხაჭაპური.

© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ფოტოგრაფიითაც სერიოზულად ხართ გატაცებული...

- ფოტოგრაფია ჩემთვის გატაცებაზე მეტია. ისევე, როგორც კერძების კეთების პროცესში, ასევე ფოტოგრაფიის დროსაც ერთნაირად და წარმოუდგენლად დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს ნამდვილი თერაპია და რელაქსაციაა დატვირთული დღის რეჟიმის პერიოდში. საკმარისია თუნდაც ხუთი წუთი იმისთვის, რომ მოვწყდე რეალობას და მთლიანად გადავეშვა ჩემ მიერ შექმნილ პატარა სამყაროში. აქ ერთ დღეს შეიძლება მზარეული ვიყო, ან დიზაინერი, ხან კი ფლორისტი.

© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ხილის ლამაზად გაფორმების ხელოვნებით ხართ დაინტერესებული და საოცარ ნიმუშებს ქმნით...

- დიახ, კონდიტერიასთან შეთავსებით ჩემი კიდევ ერთი უსაყვარლესი სფერო კარვინგია, რომლითაც რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი. მოვიძიე სწავლის ყველა საშუალება და დიდი ძალისხმევის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა ერთკვირიანი მასტერ-კლასი გამევლო ამ სფეროში ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან Xiang Wang-თან. მისგან ბევრი საინტერესო რჩევა და სწორი მიმართულება მივიღე. მას შემდეგ ამ სფეროს პროფესიონალურად შესწავლის მიზანი დავისახე. თავიდან საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ბევრი ვარჯიშის და ხილ-ბოსტნეულის „წვალების" შედეგად ნელ-ნელა მიზანს მივაღწიე (ალბათ ნიჭიც აღმომაჩნდა). ასევე გამორჩეული იყო ჩემთვის ფრანგული დესერტების სპეციალური კურსი, სადაც ახალ, თანამედროვე და საინტერესო ტექნოლოგიებს დავეუფლე. მოკლედ, სულ სიახლეების ძიებაში ვარ და ვცდილობ სხვადასხვა მასტერ-კლასებში მივიღო მონაწილეობა.

© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორია პირადად თქვენი კულინარიული შეგრძნებები - ტკბილი უფრო გიყვართ თუ მჟავე ან ცხარე?

- ჩემი კულინარიული შეგრძნებები თავისუფალია, მას არა აქვს ჩარჩოები და სტანდარტები. ყოველთვის ორიგინალური და პიკანტური გემოების ძიებაში ვარ. მიყვარს გემოებით თამაში, თუნდაც მჟავე, ტკბილი, ცხარე გემოების უჩვეულო კომბინაციები. მთავარია, რომ ეს გემოები უხდებოდეს და აბალანსებდეს ერთმანეთს. არ მიზიდავს ეგზოტიკური სამზარეულო და არც ევროპაში გავრცელებული უჩვეულო გემოების მიქსი, მაგალითად, ხორცის წვნიანში მანდარინის ლებნები, ხახვის დესერტი და ა.შ. თუმცა ინტერესის გულისთვის მაინც ვსინჯავ ხოლმე. ჩემთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია კერძის ესთეტიკური მხარე, მისი გემო ვიზუალიდან უნდა იგრძნობოდეს, ამიტომ მიმზიდველი უნდა იყოს.

© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები - Sputnik საქართველო
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ბოლოს ჩვენს მკითხველს ანა კოსტავას „ფელამუშის ტარტის“ საავტორო რეცეპტს ვთავაზობთ:

„ფელამუშის ტარტისთვის“ დაგვჭირდება:

200 გ ორცხობილა;

150 გ კარაქი.

1 ლ ყურძნის ნატურალური წვენი (უმჯობესია ბადაგი);

1 პაკეტი ვანილი;

1 სავსე ჭიქა სიმინდის ფქვილი;

1 ს/კ პურის ფქვილი;

100 გ თხილი ან ნიგოზი.

მომზადების წესი: ორცხობილა დავფშნათ წვრილად და შევურიოთ გამდნარი კარაქი, შემდეგ გადმოვიტანოთ ფორმაში და დავკეპოთ ხელით. მოვადუღოთ ფელამუში ჩვეული წესით, გადმოვდგათ ცეცხლიდან და როცა ცოტა გაგრილდება, დავასხათ ორცხობილას თავზე, გავასწროთ ზედაპირი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი. აი, ასე მარტივად და ცხობის გარეშე შეძლებთ დაამზადოთ გემრიელი ტარტი!..

 

ყველა ახალი ამბავი
0