ბლოგერი, რომელიც სამოგზაურო ჩანახატებს აკეთებს: უცნობი და სასურათე ადგილები თბილისში

© photo: courtesy of Anano Totiauriანანო თოთიაური
ანანო თოთიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანანო თოთიაური პროფესიით იურისტია. გატაცებულია ხელოვნებით, ფოტოგრაფიით, უყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა საინტერესო თემაზე წერს ვლოგებს.

ბავშვობიდან ხატავს. ბოლო პერიოდში სამოგზაურო ჩანახატების გაკეთებამ გაიტაცა. მისი მიზანია თბილისში უცნობი, საინტერესო, სასურათე ადგილების აღმოჩენა, მათი დახატვა და ნახატის ფონზე ამ ადგილებისთვის საუცხოო სურათების გადაღება.

© photo: courtesy of Anano Totiauriანანო თოთიაური
ბლოგერი, რომელიც სამოგზაურო ჩანახატებს აკეთებს: უცნობი და სასურათე ადგილები თბილისში - Sputnik საქართველო
ანანო თოთიაური

- გაეცანით ჩვენს მკითხველს, მოგვიყევით თქვენ შესახებ...

- ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალზე, ვარ მაგისტრანტი. თუმცა ჩემი გატაცება ყოველთვის იყო ფოტოგრაფია, ხატვა და შემოქმედებითი საქმიანობა, ამიტომაც ამ კუთხით გაგაცნობთ თავს. მაქვს ინსტაგრამ–ბლოგი, სადაც ვაქვეყნებ ჩემს ფოტოებს თბილისის საინტერესო ადგილებიდან, ასევე ჩემს შემოქმედებას. ახლახან გავაკეთე იუთუბი–არხი, სადაც ყურადღება ეთმობა ხელოვნებას, რადგანაც ამ კუთხით საქართველოში არაა თითქმის კონტენტი.

© photo: courtesy of Anano Totiauriანანო თოთიაურის მიერ გადაღებული ფოტო
ბლოგერი, რომელიც სამოგზაურო ჩანახატებს აკეთებს: უცნობი და სასურათე ადგილები თბილისში - Sputnik საქართველო
ანანო თოთიაურის მიერ გადაღებული ფოტო

- საკმაოდ მრავაფეროვანია თქვენი შემოქმედება. მოგვიყევით თქვენი საქმიანობის და გატაცებების შესახებ...

- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საქმიანობა მიზიდავდა, თუმცა ამ ეტაპზე ვცდილობ მხატვრობა და ფოტოგრაფია შევუთავსო ერთმანეთს. თან ვხედავ, რომ ძალიან ბევრი დაინტერესდა ამ ყველაფრით, რაც უდიდეს მოტივაციას მაძლევს.

© photo: courtesy of Anano Totiauriანანო თოთიაურის მიერ გადაღებული ფოტო
ბლოგერი, რომელიც სამოგზაურო ჩანახატებს აკეთებს: უცნობი და სასურათე ადგილები თბილისში - Sputnik საქართველო
ანანო თოთიაურის მიერ გადაღებული ფოტო

- მოგზაურობას რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში, რატომ გადაწყვიტეთ მოგზაურობის თემაზე ჩანახატების გაკეთება?

- უცხოეთში პირველად 13 წლის ასაკში ვიყავი, მაგრამ მაშინ არ ვყოფილვარ მარტო და, შესაბამისად, მოგზაურობის გემო დიდად არ გამიგია. როდესაც სასწავლებლად წავედი ნიდერლანდებში, იქ მთლიანად საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული. საჭირო იყო ხარჯების სწორად გადანაწილება და პრიორიტეტების დალაგება.

მე პრიორიტეტად მოგზაურობა და ახალი კულტურების აღმოჩენა დავისახე, შესაბამისად, ჩემს სტიპენდიას მთლიანად ამას ვახმარდი და ამ პერიოდში დავიწყე ჩემი ინსტაგრამ–ბლოგის უფრო პროფესიონალურ დონეზე მართვაც.

ამ ყველაფერს მოჰყვა ახალი იდეების მოძიება და მივხვდი, რომ ორიგინალური იქნებოდა ორი ჰობის გაერთიანება. ეს მიმართულებაც ასე დაიბადა.

© photo: courtesy of Anano Totiauriანანო თოთიაური
ბლოგერი, რომელიც სამოგზაურო ჩანახატებს აკეთებს: უცნობი და სასურათე ადგილები თბილისში - Sputnik საქართველო
ანანო თოთიაური

- ალბათ სხვა თემებზეც ხატავთ. რა ადგილი უკავია მხატვრობას თქვენს ცხოვრებაში?

- ბავშვობიდან ვხატავ, შესაბამისად, უდიდესი ადგილი უკავია. ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროც სწორედაც რომ მხატვრობაა.

© photo: courtesy of Anano Totiauriანანო თოთიაურის მიერ გადაღებული ფოტო
ბლოგერი, რომელიც სამოგზაურო ჩანახატებს აკეთებს: უცნობი და სასურათე ადგილები თბილისში - Sputnik საქართველო
ანანო თოთიაურის მიერ გადაღებული ფოტო

- ვლოგებს რა თემაზე წერთ?

- ჯერჯერობით იუთუბი–არხი ახალი შექმნილი მაქვს, ამიტომ სულ რაღაც ცხრა ვიდეო მიდევს, მაგრამ რა თემაზეც არ უნდა გადავიღო ვლოგი, ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ვიზუალურად ლამაზი იყოს, ინფორმაციული და სახალისო საყურებელი. ვხვდები, რომ საქართველოში ცოტაა ვიდეო ხელოვნების შესახებ, ამიტომ მინდა სხვები შთავაგონო, გავუზიარო ჩემი გამოცდილება და რამე ახალი ვასწავლო.

- რა შეიძლება გახდეს თქვენი ინსპირაციის წყარო?

- ჩემი ინსპირაციის წყარო სხვა ხელოვანი ხალხის ნამუშევრებია. უბრალოდ შეიძლება მათ ნახატს შევხედო და ვიდეოს იდეა დამებადოს. ან ვიდეო ვნახო და ფოტოს იდეა გამიჩნდეს. სხვა ხელოვანი ხალხის ყურება უმნიშვნელოვანესია თვითგანვითარებისთვის. მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, სადაც ამხელა ინფორმაცია დევს სრულიად უფასოდ.

- ყველაზე მეტი დაინტერესება რომელ ვლოგს მოჰყვა?

- ამ ეტაპზე დღიურის შევსების ვიდეოს და მეც გამიკვირდა. როგორც აღმოჩნდა, დიდია ქართველი მომხმარებლის ინტერესი bullet journaling-ის მიმართ და ბევრი უყურებს უცხოურ არხებს, და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ იმაზე მალე დავაგროვე ხელმომწერები, ვიდრე ველოდი.

ხელმომწერების რაოდენობაც ძალიან აისახება ჩემს მოტივაციაზე და მუდმივად ვცდილობ სიახლის შემოტანას ჩემს სოციალურ ქსელებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0