00:31 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6292
  • 100 RUB4.1886
  • USD3.0738
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (60)
126 0 0

უმრავლესობა არ ცდილობს თავისუფლების მოპოვებას... ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფალი არიან. ეს კი მხოლოდ ილუზიაა. მათთვის რომ თავისუფლება მიენიჭებინათ, ხელ-ფეხი შეეკვრებოდათ...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ჰარუკი მურაკამის (დაიბადა 1949 წელს) – თანამედროვე იაპონელ მწერალს, მთარგმნელს. მისი რომანებია: „უსმინე ქარის სიმღერას", „ნადირობა ცხვარზე", „ნორვეგიული ტყე", „კაფკა პლაჟზე", „წყვდიადის შემდეგ" და სხვ.

• ბედნიერებას მხოლოდ ერთი სახე აქვს, უიღბლობა კი სხვადასხვა ფორმას იძენს

სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია>>

• ჭეშმარიტი აწმყო დრო წარსულის შეუჩერებელი ლტოლვაა მომავლისკენ. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველი განცდა წარსულის კუთვნილებაა

• საგანი, რომელიც ადამიანისთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, მას უფრო დიდ ბედნიერებას ანიჭებს, ვიდრე თავად თავისუფლება

• უმრავლესობა არ ცდილობს თავისუფლების მოპოვებას… ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფალი არიან. ეს კი მხოლოდ ილუზიაა. მათთვის რომ თავისუფლება მიენიჭებინათ, ხელ-ფეხი შეეკვრებოდათ… ადამიანებს ურჩევნიათ არ იყვნენ თავისუფალი…

• ჟან–ჟაკ რუსოს განმარტებით, ცივილიზაცია მაშინ შეიქმნა, როცა ადამიანებმა ჯებირები ააგეს. კარგი დაკვირვებაა. და სწორი – ყოველი ცივილიზაცია თავისუფლების შეზღუდვის პროდუქტია. გამონაკლისები არიან ავსტრალიელი აბორიგენები, რომლებმაც მოახერხეს მეჩვიდმეტე საუკუნემდე შეენარჩუნებინათ ცივილიზაცია ისე, რომ საზღვრები არ დაუწესებიათ. აი, ისინი იყვნენ ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანები. მათი ცხოვრება მხოლოდ მოგზაურობაა. წრეზე სიარული მათი ცხოვრების შესაფასებლად იდეალური მეტაფორაა. შემდეგ ინგლისელები მოვიდნენ და შემოსაზღვრეს ადგილი საქონლისთვის. აბორიგენები ვერაფრით მიხვდნენ, რისთვის იყო ეს საჭირო. მუდამ უგულებელყოფდნენ წესებს სამსახურში, ამიტომაც საშიში, ანტისოციალური ადამიანების იარლიყი მიეკერათ და განიდევნენ საზოგადოებიდან… გადარჩებიან ისინი, ვინც მაღალ, ძლიერ კედლებს ამოიშენებენ…

• სამყაროში დიდი არეულობა იქნებოდა, ყველა რომ გენიოსი იყოს. ზოგმა მარტო ყოველდღიური საქმე უნდა აკეთოს… სამყაროში რომ მარტო გენიოსები იყვნენ, უამრავი პრობლემა შეიქმნებოდა

• არ არსებობს ომი, რომელიც სხვა ომებს დაამარცხებს… ომი ომს შობს. ის დაღვრილი სისხლითა და ჭრილობებით იკვებება. ომი სრულყოფილი, უკარება არსებაა

• ადამიანებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს – როგორ მოკვდებიან. ამასთან შედარებით, როგორ იცხოვრებ – არაფერია. თუმცა შენი სიცოცხლე განსაზღვრავს შენს სიკვდილს

• ტანჯვა თითოეული ტანჯულის პირადი არჩევანია

• სიკვდილი სიცოცხლესთან დაპირისპირება კი არა, მისი ნაწილია

• ადამიანს იმედი ეძლევა და ის მას საწვავივით იყენებს, რომ ცხოვრება განაგრძოს. იმედის გარეშე არანაირი ცხოვრების გაგრძელება არ არსებობს

• ყველაფერი, რაც ჩვენში ქრება — თუნდაც სამუდამოდ გაქრეს — ხვრელებს გვიტოვებს, რომლებიც არასდროს შეივსება

• ადამიანები იმ ადგილს ეკუთვნიან, სადაც იშვნენ და გაიზარდნენ. შენი აზროვნება და გრძნობები რელიეფზე, ჰავაზე, ქარის მიმართულებაზეა დამოკიდებული

• ამ შიშს თუ ვერ დაამარცხებ, ბუნების შიშს, კარგი სერფერი ვერ გახდები. სიკვდილს თვალებში უნდა ჩახედო, უნდა გაეცნო, უნდა გადალახო. იმ მორევში მოხვედრილს ათასგვარი აზრი მოგივა თავში. იცი რა, სიკვდილს უნდა დაუმეგობრდე, მას გულახდილად უნდა ელაპარაკო

თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (60)

მთავარი თემები