03:00 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
636 0 0

„ივიკოს“ აქსესუარები ხით და ბუნებრივი ყვავილებით იქმნება, რაც ნამუშევრებს განსაკუთრებულ ელფერს და ორიგინალურობას სძენს.

ივერი თოთრაშვილი ბრენდ „ივიკოს“ დამფუძნებელია. ხალნაკეთი ნივთების დამზადება შვილმა შთააგონა. მისი პირველი ნამუშევარი სწორედ მისი გოგონასთვის შეიქმნა. შედეგით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ გადაწყვიტა სხვა ადამიანებისთვისაც მიენიჭებინა სიხარული და გაელამაზებინა ყოველდღიურობა.

ივერი თოთრაშვილი ოჯახთან ერთად
ივერი თოთრაშვილი ოჯახთან ერთად

- მე გახლავართ „ივიკოს” დამფუძნებელი. ბრენდი მოიცავს აქსესუარებს, რომელსაც ხელით ვამზადებთ. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, დღეს კი ჩემი მთავარი საქმიანობა „ივიკოა“.

თმის სამაგრი
თმის სამაგრი

- განსხვავებული პროფესია გაქვთ, ხელნაკეთი ნივთების დაზადება როდის დაიწყეთ და რამ გადაგაწყვეტინათ ამ საქმიანობისთვის მოგეკიდათ ხელი?

- ჩემი საქმიანობა არის ერთგვარი ოცნების ასრულება, რადგან პატარაობიდან მინდოდა ჩემი ხელით გამეკეთებინა რაღაც ისეთი, რითიც სხვებსაც გავახარებდი. ძირითადი მოტივი იყო ჩემი შვილი და პირველი ნამუშევარიც სწორედ მისი სათამაშოა. სათამაშოს შემდეგ თმის სამაგრი და ლამაზი ჩანთა დავამზადე ჩემი გოგონასთვის. აქედან მივყავი ხელი საქმიანობას სერიოზულად და შევქმენი ბრენდი. შევკრიბე გუნდი და ვცდილობთ შევქმნათ ფასეული ნივთები, რომლებიც ცხოვრებას გაუფერადებს ადამიანებს. ვფიქრობ, ბედნიერებაა, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს და ქმნი ისეთ ნივთებს, რომლებიც სხვის ცხოვრებასაც ოდნავ მაინც გაალამაზებს და შეიძლება ერთ-ერთი საყვარელი ნივთიც კი გახდეს.

თმის სამაგრი
თმის სამაგრი

- ეს სათამაშო დღემდე შენახული გაქვთ?

- რა თქმა უნდა, ჩემს გოგონას შენახული აქვს მისთვის შექმნილი პირველი ნამუშევრები.

- ძირითადად რა ნივთებს ქმნით?

- ძირითადად ვქმნით აქსესუარებს, თმის სამაგრებს, გულსაბნევს, გულსაკიდებს, მანქანაში დასაკიდ საკიდებს, გასაღების საკიდებს და ა.შ.

თმის სამაგრი
თმის სამაგრი

- ვისთან ერთად მუშაობთ და ვის რა ფუნქცია გაქვთ შეთავსებული?

- მყავს გუნდი და, რა თქმა უნდა, ყველას გადანაწილებული გვაქვს მოვალეობები.

თმის სამაგრები
თმის სამაგრები

- რა მასალით იქმნება თქვენი აქსესუარები?

- ჩვენი ყველა ნამუშევარი იქმნება ხით, ბუნებრივი ყვავილებით და წებო ეპოქსიდით.

ყელსაბამი
ყელსაბამი

- რა საინტერესოა, ცოცხალი ყვავილებით ქმნით აქსესუარებს?

- დიახ, მხოლოდ ბუნებრივი ყვავილებია ჩვენს ნამუშევრებში წარმოდგენილი, რაც განსაკუთრებულ ხიბლს და ელფერს სძენს მათ.

- მომხმარებლის გემოვნებით, ინდივიდუალურ შეკვეთებს თუ იღებთ, სახელობით აქსესუარებს თუ ამზადებთ?

- დიახ, ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც, სასურველი გრავირებით.

თმის სამაგრი
თმის სამაგრი

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლოდ გვინდა გაფართოება, უფრო მეტი ადამიანის დასაქმება. გვსურს შევქმნათ უფრო მრავალფეროვანი კოლექცია.

 

მთავარი თემები