ემიგრანტი ქალის წერილები: წავალ, ყველაფერს მოვაგვარებ და მალე დავბრუნდები, მაგრამ...

CC0 / Pixabay / ფლორენცია
ფლორენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

დღეს იტალიაში მცხოვრებ კიდევ ერთ ქართველ ქალბატონს გაგაცნობთ. თამარ კუნწურია სამი შვილის დედა და ექვსი შვილიშვილის ბებია გახლავთ. წერა ემიგრაციაში დაიწყო და მისი პირველი წიგნიც ემიგრაციაში დაიწერა და დაიბეჭდა. მალე მისი მეორე რომანი გამოვა. მისმა ლექსმა „ღამის ანგელოზები” თბილისში ერთ-ერთ კონკურსზე გაიმარჯვა. ამ ღია გზავნილით ის საკუთარ ცხოვრებას და განცდებს საკმაოდ ემოციურად და გულწრფელად გვაცნობს:

© photo: courtesy of Tamar Kintsuriaთამარ კინწურია
ემიგრანტი ქალის წერილები: წავალ, ყველაფერს მოვაგვარებ და მალე დავბრუნდები, მაგრამ... - Sputnik საქართველო
თამარ კინწურია

„ძალიან უბრალო ბიოგრაფია მაქვს. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა გავთხოვდი, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ სწავლა ვეღარ გავაგრძელე, თუმცა ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. 15 წლის ასაკში მეოჯახე გავხდი და სამი შვილი გავაჩინე. მეუღლე აქ ყოფნის დროს გადამეცვალა. დღეს ექვსი საოცარი შვილიშვილის ბებია ვარ. წერა ემიგრაციაში დავიწყე. ვწერ ლექსებს, ნოველებს, ჩანახატებს და ასე გამყავს ემიგრანტობის ტკივილიანი წლები. პოეზია ყველაზე მეტად მიმშვიდებს სულს...

ირმა თხინვალელი - Sputnik საქართველო
ემიგრანტი ქალის წერილები: იმის იმედი გამიჩნდა, რომ 30 წლის ნაოცნებარ სურვილს ავისრულებ

ემიგრანტი – ყველაზე მტკივნეული სიტყვაა, რაც მანადგურებს, არა მარტო მე, ყველას, ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობს. როდესაც ტოვებ სამშობლოს და ოჯახს, თითქოს გიხარია, რადგან ფიქრობ, წავალ, ყველაფერს მოვაგვარებ და მალე დავბრუნდები, მაგრამ მალე ხვდები, რომ ამას მოკლე დროში ვერ შეძლებ. უბრალოდ თავს იმედს აძლევ, იცი, რომ ეს ვითომ სიხარული მათ გინდა დაანახო, ვინც შენთვის ყველაზე ძვირფასია. წასვლისას კიდევ ერთხელ უყურებ ადგილს, სადაც შენი ცხოვრება გაატარე და სადაც შენს გულს და სითბოს ტოვებ. ჯერ არ ტირი, რადგან იმ წუთებში ვერ აცნობიერებ რამდენი ტკივილი გელოდება მომავალში...

© photo: courtesy of Tamar Kintsuriaთამარ კინწურიას წიგნი
ემიგრანტი ქალის წერილები: წავალ, ყველაფერს მოვაგვარებ და მალე დავბრუნდები, მაგრამ... - Sputnik საქართველო
თამარ კინწურიას წიგნი

მერე ჩადიხარ იქ, სადაც შენთვის ყველაფერი უცხოა და იწყებ ახალ ცხოვრებას – ახალი წესებით. სწავლობ უცხო ენას, თუმცა ძალიან გიჭირს. თუ გაგიმართლა და სამსახური იშოვე, ეს ძალიან კარგია, თუ არადა უმუშევრობა ჭკუიდან შეგშლის. შედიხარ უცხო ოჯახში, რა თქმა უნდა, ამაშიც გამართლებაა საჭირო, რომ კარგი ბებო ან ბაბუ შეგხვდეს. შენს ქართულ სიამაყესაც იქვე ტოვებ. ემორჩილები მათ წესებს, გინდა ყველაფერი კარგად გააკეთო, რათა თავი მოაწონო, მაგრამ რთულია. ყველაფრისთვის საკუთარ თავთან გიწევს ბრძოლა, რაც სიცოცხლის ფასად გიჯდება.

© photo: courtesy of Tamar Kintsuriaთამარ კინწურია
ემიგრანტი ქალის წერილები: წავალ, ყველაფერს მოვაგვარებ და მალე დავბრუნდები, მაგრამ... - Sputnik საქართველო
თამარ კინწურია

ამასობაში გადის დრო და ნელ-ნელა ყველაფერს ეჩვევი, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ საკუთარ თავში იკეტები და ისეთი მტკივნეული გრძნობა გეუფლება, რასაც მონატრება ჰქვია. ის იმდენად ძლიერია, თავს ვეღარ ერევი, არ იცი როგორ მოიქცე, რა გააკეთო, რა გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან და საკუთარი თავის ფსიქოლოგი თვითონვე ხდები. ცდილობ რაღაც ისეთი შექმნა, რაც ცოტა ხნით მაინც დაგავიწყებს იმას, თუ სად ხარ. საკუთარ სამყაროს ქმნი იმ კარებს მიღმა, სადაც შენი ოთახია, სადაც შეგიძლია ისაუბრო და ყველაფერი ისეთი ლამაზი ფერებით დახატო, რაც ამ ყველაფერს გადაგატანინებს და გამოგდის კიდეც. ორი საათი საკმარისია სრული ბედნიერებისთვის და იმ ერთი დღისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო. გინდა ორ საათში ყველაფერი ჩაატიო – ესაუბრო შვილებს, შვილიშვილებს, დედას და ყველა საყვარელ ადამიანს, ვინც ასე ძალიან გენატრება. შემდეგ კი ღამდება და ისევ გიწევს რეალურ სამყაროში დაბრუნება, ოღონდ უკვე ცივ, ბნელ სამყაროში, რადგან ღამეს მხოლოდ ცრემლიანი ფიქრები ახლავს. ტირილი გერევა, რაღაც გახრჩობს და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. ამ ბრძოლაში როგორღაც ჩაგეძინება, მერე კი... მერე ისევ თენდება და ყველაფერი თავიდან იწყება…

ფიქრია რობაქიძე - Sputnik საქართველო
ემიგრანტი ქალის წერილები: „დედა ვარ და არ მაქვს დანებების უფლება“

ყოველთვის მჯეროდა, რომ ბოროტება არ არსებობდა, არც ის მეგონა, რომ რაიმე უნდა დამემალა ჩემი ცხოვრებიდან. ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი ყველასთან და საიდუმლოდ არ ვინახავდი. წლები გადიოდა, ვიზრდებოდი, მაგრამ ეს რწმენა თან მომყვებოდა. ყველას, ვისაც კი გავიცნობდი, საუკეთესო ადამიანად ვთვლიდი და, მეტიც, მათში სანდომიან მეგობარს ვხედავდი. თუმცა ამ რწმენამ უკიდურეს მდგომარეობამდე მიმიყვანა, ისე, რომ ბოლოს საკუთარი თავი შემეცოდა. ვისაც გული გადავუშალე, ვერ გამიგეს, სიმართლე ტყუილით შემიცვალეს და სიკეთე ბოროტად გამოიყენეს. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ისინი მაინც მიყვარს. მჯერა, რომ ოდესმე სიმართლეს აუცილებლად გაარკვევენ...

 

ყველა ახალი ამბავი
0