07:02 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
12610

მხოლოდ სულელები იყენებენ პირს ლაპარაკისთვის. ჭკვიანი თავით ლაპარაკობს, ბრძენი – გულით. არავის აინტერესებს, რას იტყვით, მნიშვნელოვანია ის, რასაც გააკეთებთ.

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ჯეკ მას მოსაზრებებს.

ჯეკ მა (ნამდვილი სახელია მა იუნი, 1964) ჩინელი მეწარმე, კომპანია Alibaba Group-ის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2018 წლის ბოლოსთვის მის ქონებას Forbes-ი 35,8 მილიარდ დოლარად აფასებდა. ამით ის ჩინეთში უმდიდრესი ადამიანი იყო, ხოლო მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილი ეკავა.

2019 წლის სექტემბერში, თავისი დაბადების დღეს ჯეკ მამ დატოვა Alibaba-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. 20 წლის განმავლობაში მან Alibaba ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად აქცია ჩინეთში, ხოლო ბოლოს აჩვენა ოქროს სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა გადააბარო ძალაუფლება.

მამ Alibaba 1999 წელს დააარსა. მაშინ კომპანიაში სულ 17 ადამიანი მუშაობდა. ხოლო 20 წლის შემდეგ ჩინეთში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია (საბაზრო ღირებულებით 460 მილიარდი დოლარი) 66 ათას თანამშრომელს ითვლიდა.

ჯეკ მამ ცხოვრების ძალზე საინტერესო გზა გაიარა და ყველას აჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ღარიბი ადამიანი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცეს.

მთავარი თემები