ქართველი მხატვრის ამერიკული ცხოვრების მოზაიკა და ათი წლის წინ დაკარგული ნახატები

© photo: courtesy of Tamaz Khთამაზ ხარიტონაშვილი
თამაზ ხარიტონაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანს - ბატონ თამაზ ხარიტონაშვილს გაგაცნობთ.

დაიბადა თბილისში, ხელოვანების ოჯახში, სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში. მისი ემიგრანტული ცხოვრება დაიწყო 1997 წელს, საბერძნეთში, სადაც შეისწავლა ქანდაკების ხელოვნება და   მარმარილოს სკულპტურებზე მუშაობა.

მის მიერ გაკეთებული ქანდაკებები და მოზაიკა ამერიკის რამდენიმე შტატშია, ისინი უკვე ბევრ ეკლესიას, სივრცეს და სახლს ამშვენებს. არის ნიუ-იორკის ხელოვანთა ასოციაციის წევრი. გახსნილი აქვს საკუთარი კომპანია. 

© photo: courtesy of Tamaz Khთამაზ ხარიტონაშვილის შემოქმედება
ქართველი მხატვრის ამერიკული ცხოვრების მოზაიკა და ათი წლის წინ დაკარგული ნახატები - Sputnik საქართველო
თამაზ ხარიტონაშვილის შემოქმედება

არც ისე დიდი ხნის წინ, ისევ მიუბრუნდა მივიწყებულ მოლბერტს, დღეს ნახატებს ქმნის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა სიურეალიზმი, იმპრესიონიზმი და ავანგარდი. სამომავლოდ როგორც თავად გვითხრა, არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა მოხდეს მის შემოქმედებაში.

© photo: courtesy of Tamaz Khთამაზ ხარიტონაშვილი
ქართველი მხატვრის ამერიკული ცხოვრების მოზაიკა და ათი წლის წინ დაკარგული ნახატები - Sputnik საქართველო
თამაზ ხარიტონაშვილი

- ბატონო თამაზ, როგორ და როდის მოხვდით ამერიკაში?

-1998 წლის აგვისტოში წამოვედი ამერიკაში. მინდოდა აქ რაღაცისთვის მიმეღწია, ვიცოდი, რომ ჩემში იყო ნიჭი, რომელიც უნდა გამევითარებინა და რაღაც ღირებული შემექმნა. ეს კი საკმაოდ რთული იყო, რადგან მაშინ მხოლოდ 23 წლის ვიყავი და პატარა ბიჭი დიდ და უცხო ქვეყანაში აღმოვჩნდი. ბევრი დაბრკოლება გავიარე, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი შინაგან ძალას და ენერგიას. რაც შეეხება ხატვას, ადრეულ ასაკში დავიწყე, ბავშვობისას ვაკეთებდი ჩანახატებს და ზოგჯერ უცნაურ ფიგურებსაც ვძერწავდი. მშობლებმა შემიწყვეს ხელი და სამხატვრო სკოლაში მიმიყვანეს. ეს იყო ჩემი შინაგანი მოწოდება და დამოკიდებულება გარესამყაროსთან. რაღაცის შექმნის ინსპირაცია ჩემთვის ჩემივე ფანტაზია და ნიჭი იყო- შესაძლოა, რაიმე უბრალო, კონკრეტული დამენახა და რაღაც განსხვავებულის, არაორდინალურის დახატვის სურვილი გამჩენოდა.

© photo: courtesy of Tamaz Khხატვის დროს
ქართველი მხატვრის ამერიკული ცხოვრების მოზაიკა და ათი წლის წინ დაკარგული ნახატები - Sputnik საქართველო
ხატვის დროს

-ამერიკაში თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად რას თვლით?

-ამერიკაში ჩამოსვლისთანავე ჩემთვის საინტერესო გარემოცვაში  მოვხვდი, ხელოვანების წრეში. ცნობილმა ამერიკელმა მხატვრებმა მოიწონეს ჩემი ნამუშევრები და ასისტენტად ამიყვანეს. ეს ჩემთვის შემოქმედებითად ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ბევრი რამ ვისწავლე მათგანაც და დამოუკიდებლადაც. დამოუკიდებლად შევისწავლე მოზაიკის აწყობა. ორი-სამი თვის წინ, უეცრად და რადიკალურად შეიცვალა რაღაც ჩემ შინაგან სამყაროში და მან შეცვალა ჩემი ცხოვრებაც. სასიამოვნოა ის, რომ ჩემი თავი ვიპოვე ამ ქვეყანაში, ეს არის ყველაზე დიდი წარმატების საწინდარი…

© photo: courtesy of Tamaz Khთამაზ ხარიტონაშვილის შემოქმედება
ქართველი მხატვრის ამერიკული ცხოვრების მოზაიკა და ათი წლის წინ დაკარგული ნახატები - Sputnik საქართველო
თამაზ ხარიტონაშვილის შემოქმედება

- რა მოხდა ორი თვის წინ და რა მეტამორფოზა განიცადეთ?

- საქმე ისაა, რომ 18 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დავიწყე ხატვა. დაგუბებული ენერგიის მსგავსად ჩემში იფეთქა ახალმა ტალღამ, თითქოს ჩემში რაღაც საოცარმა და არაჩვეულებრივმა გაიღვიძა, ძალიან ბევრს ვხატავ, თითქოს ჩრდილიდანაც გამოვდივარ. მინდა ჩემი ხელოვნება მსოფლიოს ვანახო. ვიცი, რომ ეს დიდი ენერგია იმოქმედებს ჩემს მომავალზე. უკვე  მაქვს რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება, დაგეგმილია ორი გამოფენა ნიუ-იორკში. ერთი აპრილში, „ნიუ-იორკ ექსპოზე''. მოლაპარაკებები მიდის სხვა დიდ პროექტებზეც, რომლის დეტალებზეც ჯერ ვერ ვისაუბრებ. ამჟამად წარმატებული პერიოდი მაქვს, ამას ისიც დაემთხვა, რომ მოულოდნელად ვიპოვე ჩემი ათი წლის წინ დაკარგული ნახატები ვიპოვე, რომელთაც მალე საგამოფენო სივრცეში იხილავს დამთვალიერებელი. აჟამადაც, ვმუშაობ ერთ საინტერესო პროექტზე, მოზაიკით ვაწყობ ძალიან ლამაზ კომპოზიციას. თან, რა თქმა უნდა ვხატავ, ვხატავ ძალიან ბევრს.

© photo: courtesy of Tamaz Khთამაზ ხარიტონაშვილის შემოქმედება
ქართველი მხატვრის ამერიკული ცხოვრების მოზაიკა და ათი წლის წინ დაკარგული ნახატები - Sputnik საქართველო
თამაზ ხარიტონაშვილის შემოქმედება

-როგორ ფიქრობთ, საქართველოში თუ გაგიცნობდნენ როგორც ხელოვანს?

-სამწუხაროდ საქართველოში ვერც საკუთარი თავის და ვერც ნიჭის რეალიზება შევძელი, საქართველოში მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო. სამწუხაროდ იქ დღესაც ვერ აფასებენ ხელოვან ადამიანებს სათანადოდ. ამერიკაში ამას შეძლებ, აქ დაინახავენ შენს ნიჭს და დაგაფასებენ. გექნება მოტივაცია და იმის შესაძლებლობა, რომ იმუშავო, აკეთო შენი საქმე, თქვა შენი სათქმელი და მსოფლიოს გააცნო შენი შემოქმედება.

© photo: courtesy of Tamaz Khთამაზ ხარიტონაშვილის შემოქმედება
ქართველი მხატვრის ამერიკული ცხოვრების მოზაიკა და ათი წლის წინ დაკარგული ნახატები - Sputnik საქართველო
თამაზ ხარიტონაშვილის შემოქმედება

- თქვენ როგორ ხედავთ?- რა არის ხელოვნების მიზანი?

- რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას? როგორ უწყობს ის ხელს ადამიანების გაერთიანებას? რა არის ხელოვნების მიზანი?- ეს არის კითხვები, რომელსაც დამთვალიერებებელს ყოველთვის ვუსვამ ჩემი ნახატების ხილვის დროს. ხელოვნების არსში ჩასაწვდომად კარგად უნდა დააკვირდეთ თითოეულ ნიმუშს. ბოლო წლების განმავლობაში ჩემს მიერ შექმნილ რამდენიმე ნახატში ასახულია წარსულში მომხდარი მოვლენები, ეს გარკვეულ ემოციას ქმნის და კონკრეტულ მესიჯს გადმოსცემს. ჩემი მიზანია წარმოგიდგინოთ განსხვავებული რეალობა, რაც დამთვალიერებელს დაეხმარება უფრო  სხვა, ახალი სამყარო  დაინახოს. თითოეულ  ნახატს აქვს თავისი არსი, ბევრი დეტალი, მნახველი კი ყველაფერს აკავშირებს და მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვანს ხედავს.ახალი წლის დღეებაში მოალპარაკებას ვაწარმოებ და ჯერ დეტალებს ვერ გეტყვით და შესაძლოა, ამერიკაში ჩემს მიერ გაკეთებული ძეგლი დაიდგას. ასევე მონაწილეობას მივიღებ ნიუ-იორკში დაგეგმილ მნიშვნელოვან გამოფენაზე.

© photo: courtesy of Tamaz Khთამაზ ხარიტონაშვილის შემოქმედება
ქართველი მხატვრის ამერიკული ცხოვრების მოზაიკა და ათი წლის წინ დაკარგული ნახატები - Sputnik საქართველო
თამაზ ხარიტონაშვილის შემოქმედება

- როგორია ახალი წელი ამერიკაში და წელს ვისთან ერთად შეხვდებით?

-წელს მშობლები მესტუმრნენ ამერიკაში და  ოჯახურ გარემოში ერთად შევხვდებით ახალ წელს. ეს ბოლო წლების განმავლობაში, პირველი ახალი წელია, როცა სახლში ავღნიშნავ. წინა წლებში მეგობრებს   სხვადასხვა საახალწლო ტრადიცია გვქონდა და ეს სახალისო იყო. ნიუ-იორკში ძალიან ლამაზია შობა-ახალი წელი, ფერადი და მხიარული. მაგრამ მაინც, დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი ახალ წელს ჩემს სამშობლოში, თუმცა, სამწუხაროდ, წელს საქართველოში ჩასვლას ვერ ვახერხებ. მინდა საუკეთესო წელი და დღესასწაულები ვუსურვო ჩემს სამშობლოს და ქართველ მკითხველს. ვუსურვო სიმშვიდე, ბედნიერება და ეკონომიკური წინსვლა, ბევრი გამარჯვება და წარმატება. მჯერა,რომ მალე საქართველო ისევ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო იქნება. ბედნიერი შობა-ახალი წელი ყველას!

ყველა ახალი ამბავი
0