„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ მარია ფონ ებნერ-ეშენბახის მოსაზრებებს.
ბარონესა მარია ფონ ებნერ-ეშენბახი (Marie Freifrau Ebner von Eschenbach, 1830-1916) – ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი. მას დიდი პოპულარობა მე-19 საუკუნის ბოლოს მოუტანა ფსიქოლოგიურმა რომანებმა და მოთხრობებმა. მწერალი ასევე ცნობილია თავისი ბრძნული გამონათქვამებით.
მარია ფონ ებნერ-ეშენბახის ნაწარმოებები გამოირჩევა ცხოვრების თავისებური, ღრმა დაკვირვებების ასახვით, დახვეწილი იუმორით.
მწერალს დიდი წარმატება მოუტანა 1883 წელს დაწერილმა Dorf- und Schlossgeschichten-მა. ამის შემდეგ მარია ფონ ებნერ-ეშენბახი იმ დროის თანამედროვე გერმანელ მწერალთა რიგებს ჩაუდგა სათავეში. მის კალამს ეკუთვნის ასევე Gesammelte Schriften, Aphorismen, Parabeln, Märchen und Gedichte, დიდი მოთხრობები: Das Gemeindekind Unsühnbar, მოთხრობები: Jakob Szela, Die Unverstandene auf dem Dorfe, Er lässt die Hand küssen, Lotti, die Uhrmacherin, Nach dem Tode, Wieder die Alte, Die Freiherrn von Gemperlein, Oversberg, Die Kapitalistinnen და სხვ.