10:02 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
გოზინაყი გოლეული

„ერთ გაფუჭებულ ლებანსაც არ გაპატიებს“: ოქროს წესი გოზინაყის მოსამზადებლად

photo: courtesy of Gozinaki Goleuli
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
139330

გოზინაყის ტრადიციული რეცეპტი საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მაგრამ ხშირად,  ზოგიერთი დიასახლისის ნახელავი განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ხოლმე.

ამჯერად სწორედ ასეთი დიასახლისი გიზიარებთ თავის გამოცდილებას, რომელიც უკვე დიდი ხანია საოცარ ნუგბარს აწარმოებს და მისი პროდუქტი ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობს.

ნანა ლეკვეიშვილი პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად გახლავთ შპს „მილენიუმის“ დირექტორი. ყავს მეუღლე და ორი შვილი. ქალბატონი ნანა ყველასთვის საყვარელ ნუგბარს - გოზინაყს ამზადებს. მომავალში კი ბევრ საინტერესო და გემრიელ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს.

ნანა ლეკვეიშვილი
photo: courtesy of Nana Lekveishvili
ნანა ლეკვეიშვილი

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ გოზინაყის წარმოება დაგეწყოთ? რატომ მაინცდამიანც გოზინაყი?

- დიდი სურვილი გვქონდა, შეგვექმნა საინტერესო, მიმზიდველი და სასარგებლო პროდუქტი. საბედნიეროდ, ქართველებს გვაქვს არაჩვეულებრივი ნუგბარი - გოზინაყი, რომლის დაგემოვნება, რატომღაც, მხოლოდ ახალ წელს არის შესაძლებელი. ჩვენ გვინდა, პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ არაჩვეულებრივ პროდუქტს და ის მთელი წლის განმავლობაში შევთავაზოთ საზოგადოებას. გოზინაყი განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ, სწორი ტექნოლოგიით დამზადების შემთხვევაში, ინარჩუნებს ინგრედიენტთა სასარგებლო თვისებებს. სწორედ ასეთ ნაწარმს ვთავაზობთ მომხმარებელს. ჩვენ არ ვადუღებთ თაფლს, შესაბამისად, ის ინარჩუნებს მთავარ ღირებულებებს და ეხმარება ორგანიზმს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში, ამიტომაც ჩვენ გოზინაყს „ჭკვიანი ჩაროზი“ ვუწოდეთ.

გოზინაყი გოლეული
გოზინაყი "გოლეული"

- ბაზარზე მოთხოვნა შესაბამისია? გამართლდა თქვენი მოლოდინები?

- მოთხოვნა არის და ეს ძალიან გვახარებს.

- როგორც ვნახე, დიზაინსაც აქცევთ ყურადღებას...

- ჩვენი პროდუქციის დიზაინი პრეზენტაბელურია, მიმზიდველ და ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვაში განსაკუთრებულად იგრძნობა ქართული ხასიათი.

გოზინაყი გოლეული
გოზინაყი "გოლეული"

- სხვადასხვა სახეობის გოზინაყს აწარმოებთ?

- შპს „ბატონა“ აწარმოებს ტრადიციულად დაჭრილ გოზინაყს - „გოლეულს“ და გოზინაყის ბურთულებს - „ბატონებს“, რომელიც ამოვლებულია ნიგვზის საფანელში, კახურ თათარაში ან შავსა და თეთრ უმაღლესი ხარისხის შოკოლადში.

გოზინაყი გოლეული
გოზინაყი "გოლეული"

- ძირითადად სად იყიდება თქვენი პროდუქცია?

- წელს ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგეძლებათ კოსტავას 77-ში, საშობაო მარკეტზე, რომელიც ვ.დ. კაპიტალმა ქართველ მეწარმეებს სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცა. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას მოვახსენებ მათ.

აქვე ერთ პრობლემასაც შევეხები: მეწარმეებისთვის უმნიშვნელოვანესია პროდუქციის რეალიზება. კარგი იქნება თუ გამარტივდება ქართულ ბაზარზე ნაწარმის შეტანის პირობები სტარტაპელებისთვის.

გოზინაყი გოლეული
გოზინაყი "გოლეული"

- რა უნდა ქნას დიასახლისმა, რა გაითვალისწინოს, რომ გემრიელი და განსაკუთრებული გოზინაყი მოამზადოს?

- კარგი გოზინაყის დამზადების საიდუმლო სწორად შერჩეულ ნედლეულშია: თაფლი და ნიგოზი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ერთ გაფუჭებულ ლებანსაც არ გაპატიებს „ჭკვიანი ჩაროზი“. როგორც უკვე აღვნიშნე, თაფლი არ უნდა ადუღდეს და უნდა შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები. ამ ყველაფერს ემატება საქმის სიყვარულით კეთება და შედეგიც არის არაჩვეულებრივი.

გოზინაყი გოლეული
გოზინაყი "გოლეული"

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ შპს-ს გაფართოებას. გვინდა, ავაშენოთ საწარმო, რომელიც მხოლოდ ქართულ, ნატურალურ პროდუქციას მიაწვდის მომხმარებელს.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ შპს „ბატონა“!

მთავარი თემები