სიყვარული – არა რაოდენობა, არამედ ხარისხი, რომელიც არ იზომება

CC BY 2.0 / Damian Gadal / Aloneსანაპირო
სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა უფრო ძლიერი, ლამაზი, მდიდარი? საბოლოოდ მნიშვნელობა ხომ მხოლოდ იმას აქვს, ბედნიერი ადამიანი ხარ თუ არა?

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ინდოელ სულიერ მასწავლებელს – გურუსა და ფილოსოფოსს, ოშოს – ჩანდრა მოჰან ჯაინის, აგრეთვე ცნობილია, როგორც აჩარია რაჯნიში, ბჰაგვან შრი რაჯნიში (1931–1990).

ოშოს ფილოსოფიისა და სწავლებების გამო წინააღმდეგობებით აღსავსე მოსაზრებები არსებობდა. სიცოცხლეში აკრძალული ჰქონდა შესვლა 21 ქვეყანაში. გარდაცვალების შემდეგ კი დამოკიდებულება ოშოს მიმართ ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში შეიცვალა.

ჰარუკი მურაკამი - Sputnik საქართველო
ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...

ოშო ძენ-ბუდიზმში არის ტიტული, რომელიც ითარგმნება, როგორც „ბერი" ან „მასწავლებელი". ეს სახელი სულიერ მასწავლებელს მოსწავლეებმა შესთავაზეს.

ოშოს მოძღვრება ეკლექტურია. ის ბუდიზმის, იოგის, დაოსიზმის, სიქხიზმის, ბერძნული ფილოსოფიის, სუფიზმის, ევროპული ფილოსოფიის, ტიბეტური ტრადიციების, ქრისტიანობის, ძენისა და სხვა სულიერი მიმდინარეობების, ასევე საკუთარი შეხედულებების ქაოტურ მოზაიკას წარმოადგენს. თავად ოშო ამბობდა: „მე არ მაქვს სისტემა. სისტემები მხოლოდ მკვდარი შეიძლება იყოს. მე უსისტემო, ანარქიული ნაკადი ვარ, პიროვნებაც კი არ ვარ, არამედ, უბრალოდ, პროცესი..."

ყველა ახალი ამბავი
0