ქართველი სტუდენტი, რომელსაც ამერიკის სასწავლებელმა სწავლა დაუფინანსა და სტიპენდია დაუნიშნა

© photo: courtesy of Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს „გამოგზაურებთ“ ფლორიდაში, სადაც ბავშვობიდან წარმატებული ქართველი გოგონას ამერიკულ ცხოვრებას გაგაცნობთ.

საქართველოში ყოფნის დროს იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა, რომ ქართული მასმედია მისი ცხოვრების სიახლეების ოპერატიულად გაშუქებას ვერ ასწრებდა. დღეს ნიჭიერი მხატვარი, პოეტი, პიანისტი, კომპოზიტორი ლიზი ბუდაღაშვილი ამერიკაში ცხოვრობს და სწავლას საკმაოდ პრესტიჟულ სასწავლებელში აგრძელებს.

ლიზი ფლორიდაში, რინგლინგის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის სახვითი ხელოვნების ბაკალავრიატზე სწავლობს, მეორე ფაკულტეტად ხელოვნებისა და დიზაინის ბიზნესი აირჩია. სწავლა მას მთლიანად დაუფინანსეს და სტიპენდიაც კი დაუნიშნეს. თუმცა მანამდე უცხოეთის ბევრი პრესტიჟული სასწავლებლიდან მიუვიდა მიწვევა...

© photo: courtesy of Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ქართველი სტუდენტი, რომელსაც ამერიკის სასწავლებელმა სწავლა დაუფინანსა და სტიპენდია დაუნიშნა - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

- ლიზი, საქართველოში უკვე მივეჩვიეთ თქვენ წარმატებებს, ამ „ტრადიციას“ დღეს უცხოეთშიც აგრძელებთ...

- შარშან შემოდგომაზე, როცა ჯერ კიდევ UWC კოლეჯში ვსწავლობდი IB საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაზე, აპლიკაციები გავგზავნე ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სახელოვნებო უნივერსიტეტებში. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მქონდა გააზრებული რისკი, რაც ხელოვანის პროფესიისა და კარიერის მუდმივი თანმდევია, მიხარია, რომ გზიდან მაინც არ გადავუხვიე და სხვა არც ერთი ფაკულტეტისკენ პრინციპულად არ გავიხედე. მე ვფიქრობ, დაკარგულია ადამიანი, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს წაუყრუებს და შთაგონების ზურგის ქარით კი არა, საზოგადოების მიერ ნაკარნახევი ინერციით მოძრაობს. პირველადაც ასე მოვიქეცი, როცა 17 წლისამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩავაბარე კომპოზიციის ფაკულტეტზე. ამჟამად იქ აკადემიური მაქვს აღებული.

© photo: courtesy of Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ქართველი სტუდენტი, რომელსაც ამერიკის სასწავლებელმა სწავლა დაუფინანსა და სტიპენდია დაუნიშნა - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

- რომელი უმაღლესი სასწავლებლებიდან მოგივიდათ თანხმობა?

- დადებითი პასუხები მომივიდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტიდან, როუდ-აილენდის ხელოვნების კოლეჯიდან, სავანის სახელოვნებო კოლეჯიდან, რინგლინგიდან. ბრიტანეთიდანაც ბევრი თანხმობა იყო: ლონდონის უნივერსიტეტი, გოლდსმიტის უნივერსიტეტი, ბრაიტონის უნივერსიტეტი, ჩელსის უნივერსიტეტი და ა.შ. ჩავირიცხე ასევე იტალიაში, რომის თანამედროვე ხელოვნების აკადემიაშიც. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტებიდან სწავლისთვის მაქსიმალური გრანტები მოვიპოვე, მაინც დიდი თანხა რჩებოდა გადასახდელი. თავად უნივერსიტეტებს ბოლომდე უკვირდათ, ვერ იჯერებდნენ როგორ შეიძლებოდა ასეთ დაფინანსებაზე უარის თქმა. მაგრამ მე დასახმარებლად ვერავინ შევაწუხე და ბოლომდე საუკეთესო შემოთავაზებას ველოდებოდი. ბოლოს რინგლინგის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯმა საუკეთესო პირობები შემომთავაზა: სრული დაფინანსება, რომელიც არცთუ პატარა თანხაა, და ყოველწლიური სტიპენდიაც, ამიტომ არჩევანი მასზე შევაჩერე.

© photo: courtesy of Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ქართველი სტუდენტი, რომელსაც ამერიკის სასწავლებელმა სწავლა დაუფინანსა და სტიპენდია დაუნიშნა - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

- რა სიახლე დაგხვდათ აქ და თუ გამართლდა თქვენი მოლოდინი?

- აქ ჩამოსვლამდე საკმაო დრო მქონდა, რომ გამეაზრებინა რა და ვინ დამხვდებოდა და როგორი ცხოვრება მელოდა. პირველივე გაკვეთილიდან მივხვდი, როგორ პროფესიონალებთან მქონდა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ სკოლისგან განსხვავებით აქ შენ ხარ საკუთარ თავზე პასუხისმგებელი, ყველა გაგებით გაცილებით მეტი თავისუფლებაა. პროფესორები მაქსიმალისტები არიან და უნდათ, რომ სწავლის დროს მთელი პოტენციალი გამოიყენო. ყოველი პროექტის დასრულების შემდეგ (ზოგჯერ მუშაობის მორიგ ეტაპზეც) დგება კრიტიკის დრო – როდესაც ჯგუფელები ერთმანეთის ნამუშევრებს რიგრიგობით განვიხილავთ და ვამბობთ რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს, რას სჭირდება მეტი დახვეწა და ა.შ. ყოველი საგნის შეფასების საბოლოო შედეგს ისიც განაპირობებს, თუ რამდენად აქტიურად ხარ კრიტიკაში ჩართული.

© photo: courtesy of Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ქართველი სტუდენტი, რომელსაც ამერიკის სასწავლებელმა სწავლა დაუფინანსა და სტიპენდია დაუნიშნა - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

- ქართველები ზოგადად მგრძნობიარე ხალხი ვართ კრიტიკის მიმართ და თქვენ შემთხვევაში როგორაა საქმე?

- ჩვენთან არ არსებობს წყენა კრიტიკის გამო, უზომოდ ჯანსაღი და გამჭირვალე დამოკიდებულებაა, რაც ჩვენი მხრიდან აზრის გამოხატვას ამარტივებს. ხელოვანისთვის თვითკრიტიკა და სხვისი ობიექტური კრიტიკა განსაკუთრებით მნიშნელოვანია და აქ ეს კარგად ესმით. ტექნიკის უამრავ ახალ საშუალებას ვეცნობით, რაც ჩვენ ფაკულტეტზე სწავლას უფრო მრავალფეროვანს ხდის. გეტყვით იმასაც, რომ ამ ეტაპზე საკუთარი შედეგებით კმაყოფილი ვარ.

- ვიცი, რომ მაგ სასწავლებელში სწავლის პროცესი, რომ იტყვიან, „ნონ-სტოპ“ რეჟიმშია...

- იმის გამო, რომ ზოგი სახელოსნო ჩვენთან შუაღამემდე, ზოგიც ღამის ორ საათამდე ღიაა, მუშაობის შესაძლებლობა ყოველთვის გვაქვს. ბიბლიოთეკაც 24/7 მუშაობს. მოკლედ, ხელოვანის პროფესიული თუ შემოქმედებითი განვითარებისთვის აქ იდეალური პირობებია. ყველაზე მეტად რინგლინგში ის მომწონს, რომ ეს მთლიანად სახელოვნებო სასწავლებელია, მას მხოლოდ სახელოვნებო ფაკულტეტები აქვს. ხელოვან ადამიანებთან ცხოვრება უზომოდ სასიამოვნოა. არ გიწევს ისეთი რაღაცების ახსნა, რაც ხელოვანისთვის ელემენტარულია.

© photo: courtesy of Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ქართველი სტუდენტი, რომელსაც ამერიკის სასწავლებელმა სწავლა დაუფინანსა და სტიპენდია დაუნიშნა - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

- ანუ აქ თანამოაზრეები - „ერთი ჭკუის“ ხალხი ხართ და ერთმანეთს კარგად უგებთ...

- დიახ, შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ ურთიერთობები და ერთმანეთის გაგება ამ მხრივ აქ ბევრად მარტივია. სულ მეცინება, როცა ამბობენ, ხელოვანებს ცოტა უქრითო, თუმცა ეს განზოგადების სწორ გზად მაინც არ მიმაჩნია. აქ ასეთი რამ არავის დასცდება, იმიტომ რომ ყველას საერთო უძლიერესი ენერგია, სახელად ხელოვნება გვამოძრავებს. მიუხედავად იმისა, რომ სახვით ხელოვნებაზე ვსწავლობ, ჩემი მეგობრების წყალობით სხვა ფაკულტეტებთანაც მაქვს გარკვეულწილად შეხება. აქ ფოტოებისა და პორტრეტების შესაქმნელად ერთმანეთს ვეხმარებით. ერთმა მეორეკურსელმა, მაგალითად, თავის ფილმში თამაში შემომთავაზა. ვნახოთ, ჯერ არ ვიცი, როგორ იქნება...

- სწავლის პარალელურად მუშაობთ კიდეც...

- დიახ, მუშაობაც დავიწყე. ეს კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია. კოლეჯს აქვს ვაკანსიების ვებ-საიტი. სამუშაოზე დასაქმების კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ჩამოსვლიდან მალევე გავგზავნე რეზიუმე, რომლის მოწონების და შემდგომ დანიშნული პირადი ინტერვიუების წყალობით უკვე სამ ადგილზე ვმუშაობ. ერთი მათგანი სამ გალერეას აერთიანებს (ბეში, სმიტი და სტულბერგი), საუკეთესო გალერეებია, საკმაოდ დატვირთული რეჟიმით. საუკეთესო გარემოა და აქ დასაქმება განსაკუთრებით მსურდა, რადგან მხატვრისთვის ამაზე უკეთესი არაფერია. მეორე სამსახური გალერეა–მაღაზიაა, მესამე კი ოფისია, რომელიც სპონსორებსა და პარტნიორ ფონდებთან აწარმოებს ურთიერთობებს. საბოლოო ჯამში, იმის თქმა მინდა, რომ სამსახურების სისტემა აქ იდეალურადაა გათვლილი. საათები ზუსტად ერგება გაკვეთილების გრაფიკს.

© photo: courtesy of Lizi Budagashviliხატვის დროს
ქართველი სტუდენტი, რომელსაც ამერიკის სასწავლებელმა სწავლა დაუფინანსა და სტიპენდია დაუნიშნა - Sputnik საქართველო
ხატვის დროს

- გამოფენის გამართვა უკვე მოასწარით?

- 11 ოქტომბერს ჩემ ქალაქში არსებულ Crossley Galery-ში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „შავი“, რისთვისაც ჩემი ნამუშევარი „ეჭვი“ შეირჩა და მეც მივიღე მონაწილეობა. სამომავლოდაც ვცდილობ ამერიკის გალერეებთან ვითანამშრომლო. რამდენიმე მათგანისგან უკვე მივიღე დადებითი პასუხი, ვნახოთ, როგორ იქნება. ამას გარდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტშიც ვგეგმავ მონაწილეობის მიღებას.

- რამდენად გაძლევთ ეს კოლეჯი სწავლის შემდეგ დასაქმების გარანტიას?

- რინგლინგის კოლეჯს სხვა სასწავლებლებისგან გამოარჩევს კავშირები, რომლებიც სწავლის დამთავრების შემდეგ გზას გიკვალავს და თვითდამკვიდრებაში გეხმარება. აქაც სულ გვეუბნებიან იმას, რომ ხელოვანები ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი ხალხი ვართ, რადგან სამხატვრო უმაღლესში ჩავაბარეთ და ეს ყველამ ვიცით. თუმცა ის კავშირები და შესაძლებლობები, რომლებსაც ეს სასწავლებელი მომავალში გვთავაზობს, რისკ-ფაქტორს ძალიან ამცირებს. აქ წამოსვლამდე, როცა ამ თემაზე ვფიქრობდი, მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ხელოვანის პროფესია არასტაბილურია, თუმცა აქ ეს შეგრძნება გამიქრა, რადგან სტუდენტებში მისდამი სწორ მიდგომას ავითარებს და, რაც მთავარია, ეს მიდგომა რეალობაზეა დაფუძნებული.

- ანუ ხელოვნებას რეალისტურად აღიქვამენ?

- მოკლედ, არც ღრუბლებში დაფრინავენ და არც მატერიალისტურ დონეზე დაჰყავთ, რაღაც ოქროს შუალედია, რომელიც წლების განმავლობაში შეიმუშავეს. შეგახსენებთ, რომ კოლეჯი 1931 წელსაა დაარსებული. კიდევ ერთი რამ – UWC კოლეჯში ორი წლის სწავლის განმავლობაში გავლილი საგნების გამო ჩამეთვალა კრედიტები, რამაც საშუალება მომცა, რომ მეორე ფაკულტეტი – ხელოვნებისა და დიზაინის ბიზნესი დამემატებინა, რაც კარიერულად პერსპექტივას უფართოებს ხელოვანს. ამ არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ.

- ადგილობრივებთან ურთიერთობებზე რას იტყვით?

- სამხრეთ ევროპელებზე ყოველთვის მსმენოდა, რომ თბილი ხალხია და UWC კოლეჯში ორი წლის მანძილზე საერთაშორისო სტუდენტებთან თანაცხოვრებამ ამაში ნამდვილად დამარწმუნა. თუმცა ამერიკის სამხრეთში არ ვიცოდი რა მელოდა, მაგრამ აქაც ასევე აღმოჩნდა. ამ ქალაქში ავტობუსის მძღოლები ძველი მეგობრებივით გხვდებიან. ერთი-ორჯერ გრძელი გზა მომიწია, მგზავრობის დროს წინ ვიდექი და მალე უკვე ზეპირად ვიცოდი ავტობუსის მძღოლის დეივიდის ლოს-ანჯელესში ცხოვრების ამბავი, მისი ახალგაზრდობის დროინდელი ევრო-ტურები და გიჟური თავგადასავლები. ისე გამიშინაურდა, რომ ავტობუსიდან ჩასვლა აღარ მინდოდა. ამის მერე ასეთი არაერთი შემთხვევა მქონია სუპერმარკეტის რიგებში, მაღაზიის გამყიდველებთან თუ კონსულტანტებთან, ავტობუსის გაჩერებებზე...

- ანუ უკვე გაითავისეთ ეს ქალაქი?

- ასე გამოდის, სარასოტა პატარა ქალაქია, მოულოდნელი და თბილი შეხვედრები მის ყოველდღიურობას საინტერესოს ხდის. ულამაზესი ადგილია. მართალია, ჯერ მთლიანად და კარგად არ დამითვალიერებია, მაგრამ მომავალში ამას აუცილებლად ვაპირებ. ორი კვირაა, რაც ველოსიპედი მაჩუქეს და სხვა ტრანსპორტს აღარ ვიყენებ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს არის დანიშნულების ადგილი. ულამაზეს გზებს, კარიბის ზღვის სანაპიროსა და ტროპიკულ ხეივნებს გავდივარ, გზაზე ფერად-ფერად სახლებს, ტროპიკულ ცხოველებს, პატარა ქუჩებს და ვინტაჟურ მაღაზიებს ვხედავ და თავი ზღაპარში მგონია...

 

ყველა ახალი ამბავი
0