არც ტკბილი და არც მწარე...

© Pixabay / Free-Photosმარტოობა
მარტოობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ მისცა ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი, რისი ნიშანია ჭაღარა და რატომ არის ადამი პირველი იღბლიანი...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ებრაულ სიბრძნეს.

  • ღმერთმა ადამიანს იმიტომ მისცა ორი ყური და ერთი პირი, რომ ბევრი მოისმინოს და ცოტა ილაპარაკოს
  • ყველა განიცდის ფულის არქონას, ტვინის არქონას — არავინ
მარიო ვარგას ლიოსა   - Sputnik საქართველო
კოლექტიური ბედნიერება, ანუ სად უფრო კარგად ეცნობი ცხოვრებას – ბორდელში თუ მონასტერში
  • ადამიანი რომ ბერდება, უფრო ცუდად, მაგრამ უფრო მეტს ხედავს
  • ჭაღარა სიბერის ნიშანია და არა — სიბრძნის
  • თუ პრობლემის გადაჭრა ფულით შეიძლება, ეს პრობლემა არ არის, ეს ხარჯია
  • ადამი პირველი იღბლიანია, რადგან სიდედრი არ ჰყავდა
  • უფალმა დაგიფაროს ცუდი ქალებისგან, კარგებისგან კი თვითონ უშველე თავს
  • შევიდა ღვინო — გამოვიდა საიდუმლო
  • „ნუ გეშინიათ სრულყოფილების – ის არ გემუქრებათ..." – სალვადორ დალის უკვდავი ფრაზები

    • ნუ იქნები ტკბილი — შეგჭამენ; ნუ იქნები მწარე — გადმოგაფურთხებენ
    • გეშინოდეს თხისა — წინიდან, ცხენის — უკნიდან, სულელის — ყველა მხრიდან
    • ცოდნა ბევრ ადგილს არ იკავებს
    • თუ არ გინდა კისერზე დაგასხდნენ, თავს ძალიან დაბლა ნუ დახრი
    მარსელ პრუსტი - Sputnik საქართველო
    ბედნიერება სასარგებლოა სხეულისთვის, ვარამი - სულისთვის... მარსელ პრუსტის უკვდავი ფრაზები
  • ყრუმ გაიგონა, როგორ მოყვა მუნჯი, რომ ბრმამ დაინახა, როგორ მირბოდა ძალიან სწრაფად კოჭლი
  • კარგად დუმილი უფრო ძნელია, ვიდრე კარგად საუბარი
  • სამყარო გაქრება არა იმის გამო, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი არაადამიანია
  • რა ტკბილიც არ უნდა იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ მოხარშავ
  • გამოცდილება — ესაა სიტყვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს უწოდებენ
  • ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია: წვიმა სახლში შეგაგდებს, ცუდი ცოლი — სახლიდან გამოგაგდებს
  • ბრბოს ნუ გაჰყვები – ის შეიძლება სამგლოვიარო პროცესია აღმოჩნდეს

    • მამაკაცები მეტს გააკეთებდნენ, ქალებმა რომ უფრო ცოტა ილაპარაკონ
    • შორიდან ყველა ადამიანი კარგია
    ყველა ახალი ამბავი
    0