Berberè – ბარიში მყოფი 13 ათასი ემიგრანტისთვის და ქართული ზღაპრები იტალიურ ფესტივალზე

© photo: courtesy of Teona Kasareliთეონა კასარელი
თეონა კასარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ იტალიაში მცხოვრებ თეონა კასარელს და მის ქართულ საქმიანობას გაგაცნობთ.

უკვე 13 წელია, რაც ოჯახთან ერთად იტალიაში ემიგრაციაშია. პროფესიით ბიოტექნოლოგმა იტალიაში გადაწყვიტა პროფესია შეეცვალა და სამედიცინო და სოციალური სერვისების ტექნოლოგი გახდა. ინტენსიურად თანამშრომლობს ბარიში არსებულ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების იტალიურ ასოციაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებასა და ემიგრანტების ინტეგრაციას.

გარდა ამისა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენს ემიგრანტებს იგი ქართული წიგნებით ამარაგებს, იტალიურ საბავშვო ფესტივალზე გამოცემულ ორტომეულში კი მის მიერ წარდგენილი ქართული ზღაპრები შევიდა... ქალაქ ბარის საშუალო და უმაღლეს სკოლებში მედიატორი ქართველ ბავშვებს იტალიური ენის დაუფლებაშიც ეხმარება. 

© photo: courtesy of Teona Kasareliთეონა კასარელი
Berberè – ბარიში მყოფი 13 ათასი ემიგრანტისთვის და ქართული ზღაპრები იტალიურ ფესტივალზე - Sputnik საქართველო
თეონა კასარელი

- ქალბატონო თეონა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ უცხოეთში პროფესია შეგეცვალათ?

- ჩემი ახალი პროფესიის არჩევა, ერთ მხრივ, პრაგმატული თვალსაზრისით იყო გათვლილი, სამუშაო ბაზრის არსებობის მიხედვით, მერე მხრივ, ადამიანებთან, განსაკუთრებით, საზოგადოების დაუცველ ნაწილთან, მათ შორის მიგრანტებთან, ლტოლვილებთან და თავშესაფრის მაძიებლებთან ურთიერთობის შესაძლებლობებით აიხსნება, რადგან ასე საშუალება მეძლევა იმ რთული გზის გავლაში დავეხმარო ადამიანებს, რომელთა ცხოვრებისეული სირთულე და ტკივილი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ამ დახმარების სურვილით ძველი მეგობრები გავერთიანდით და შევქმენით მულტიკულტურული ასოციაცია Berberè, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხზე პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ჩვენი პირველი შეხვედრა საქართველოს დავუთმეთ და წარვადგინეთ თემა „ქალთა მიგრაცია საქართველოდან“. ამ მხრივ შეხვედრები და აქტივობები ისევ გრძელდება, უახლოეს დღეებში ვგეგმავთ კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებას, რომელიც ისევ ქალთა თემატიკას შეეხება.

© photo: courtesy of Teona Kasareliთეონა კასარელი
Berberè – ბარიში მყოფი 13 ათასი ემიგრანტისთვის და ქართული ზღაპრები იტალიურ ფესტივალზე - Sputnik საქართველო
თეონა კასარელი

- ასევე გაქვთ სერიოზული პროექტი, რომელიც ციხეში მყოფი უცხოელების უფლებების დაცვას ეხება...

- დიახ, მე ვთანამშრომლობ ორგანიზაცია ARCI-ს ბარის კომიტეტთან, რომელიც ახორციელებს საპილოტე პროგრამას ციხეში მყოფი უცხოელი პატიმრების სამართლებრივი ორიენტაციისა და ენობრივი ბარიერის მოხსნის მიზნით. ეს პროექტი ახლაც გრძელდება.

© photo: courtesy of Teona Kasareliიტალაიში ქართველ მწერლებთან შეხვედრაზე
Berberè – ბარიში მყოფი 13 ათასი ემიგრანტისთვის და ქართული ზღაპრები იტალიურ ფესტივალზე - Sputnik საქართველო
იტალაიში ქართველ მწერლებთან შეხვედრაზე

- რამდენადაც ვიცი, ბარიში საკმაოდ დიდი ქართული დიასპორაა, დღევანდელი მონაცემებით რამდენი ქართველია და ყველაზე ხშირად რა პრობლემის წინაშე დგებიან?

- ქართული დიასპორა ბარიში საკმაოდ მრავალრიცხოვანია, არაოფიციალური მონაცემებით, დიდი ხანია 13 ათასს გავცდით. თუ არ ვცდები, ბარი და, კერძოდ, პულია იტალიაში ყველაზე რთული რეგიონია. 2017 წელს ორგანიზაციამ Credito senza confini ბარის უნივერსიტეტთან და ანტიდისკრიმინაციულ სამსახურთან ერთად პულიას რეგიონში სპეციალური კვლევა ჩაატარა. კვლევა სოციალურ სერვისებში დასაქმებული უცხოელების, მათ შორის, ქართველების ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და შევიწროების ფაქტების გამოვლენას ეხებოდა. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 300 ქართველს შევხვდი და შედეგი ძალიან მძიმე იყო. იცით, რა გაირკვა? – აღმოჩნდა, რომ ქართველები ხშირად საკუთარი თანამემამულეების მსხვერპლი უფრო არიან, და ამას ისიც ერთვის, რომ ისინი ხშირად მჩაგვრელის წინააღმდეგ ვერავითარ დამცავ მექანიზმს ვერ იყენებენ. როცა იგივე შემთხვევაში, თუ ჩაგვრას ან დისკრიმინაციას ახორციელებს ნებისმიერი უცხოელი, მარტივად მიმართავენ სხვადასხვა მათივე უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებსა თუ კერძო ადვოკატებს.

© photo: courtesy of Teona Kasareliთეონა კასარელი
Berberè – ბარიში მყოფი 13 ათასი ემიგრანტისთვის და ქართული ზღაპრები იტალიურ ფესტივალზე - Sputnik საქართველო
თეონა კასარელი

- იტალიაში თქვენი საქმიანობა კულტურული მიმართულებითაც გამოირჩევა...

- 2013-2014 წლებში მედიატორის სტატუსით მონაწილეობა მივიღე ბარის საბავშვო-საყმაწვილო ფესტივალზე სახელწოდებით Città dei Bimbi, სადაც რეგიონული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემულ ორტომეულში ჩემ მიერ წარდგენილი ქართული ზღაპრებიც შევიდა. გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი ქალბატონმა ნუნუ გელაძემ თარგმნა. 2014 წელს ბარის რეგიონულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში, 200 მეტი წიგნი ჩამოვიტანე. იტალიის ბიბლიოთეკართა ასოციაციის პრეზიდენტის, ბატონ ვალდემარო მორჯეზეს მხარდაჭერით შევქმენით ქართული წიგნის კუთხე, რაც ჩვენს ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს ქართული წიგნები გამოიწერონ. იმავე წლის 28 მარტს ამავე ბიბლიოთეკაში ორგანიზება გავუწიე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის შეხვედრას ბარის რეგიონული ბიბლიოთეკის დირექტორთან დანიელა დალოიზოსთან და ვალდემარო მორჯეზესთან. ბატონმა გიორგიმ მაშინ სპეციალურად ქართული კუთხისთვის ჩამოტანილი წიგნები გადმოგვცა.

© photo: courtesy of Teona Kasareliთეონა კასარელი
Berberè – ბარიში მყოფი 13 ათასი ემიგრანტისთვის და ქართული ზღაპრები იტალიურ ფესტივალზე - Sputnik საქართველო
თეონა კასარელი

- ამ საქმიანობაში თქვენი შვილებიც არიან ჩართული...

- დღეს ლიზი 16 წლისაა და ხელოვნების უმაღლეს სკოლაში სწავლობს, შაკო 20 წლისაა და ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტში საინჟინრო ინფორმატიკის ფაკულტეტზე სწავლობს. ჩემს შვილებთან ერთად იტალიურ სკოლებში ლექცია-შეხვედრებს  ვატარებდი. ჩემი შვილების ჩართვა ამ პროექტში მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც აღმოვაჩინე, რომ ბავშვებამდე მათი თანატოლების მიერ მიტანილი ინფორმაცია უფრო ადვილად გასაგები და მარტივად აღსაქმელია. ხალისიან გარემოში ინფორმაციის გაცვლა ერთგვარ სასიამოვნო თამაშს ჰგავს. ამ იდეის ავტორი ჩემი შვილი შაკო კასარელია, რომელმაც დიდი დახმარება გამიწია პროექტზე მუშაობისას. აქტიურად იყო ჩართული ლიზიც, რომელიც ჩვენი თანამემამულის ნუნუ გელაძის მიერ იტალიურ ენაზე თარგმნილ ქართველი პოეტების ლექსებს მონდომებით სწავლობდა. 

© photo: courtesy of Teona Kasareliთეონა კასარელი ქართულ კუთხეში ბავშვებთან ერთად
Berberè – ბარიში მყოფი 13 ათასი ემიგრანტისთვის და ქართული ზღაპრები იტალიურ ფესტივალზე - Sputnik საქართველო
თეონა კასარელი ქართულ კუთხეში ბავშვებთან ერთად

- რა გასწავლათ უცხოეთში ცხოვრებამ, რა შეგძინათ?

- უცხოეთში ადამიანი საკუთარი თავის დამკვიდრებას ნულიდან იწყებს, უამრავი გამოცდით ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან „უნივერსიტეტს“ ამთავრებს. მკაცრი, ზოგჯერ უსამართლო კომისიის წინაშე რთულია, მაგრამ შესაძლებელი საკუთარი ძალების წარმოჩენა. ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო. უცხოეთში ვისწავლე სწორედ ის მოთმინება, რომელიც აქ ჩამოსვლის პირველ ეტაპზე შესამჩნევად მცირე აღმომაჩნდა... ბოლოს გეტყვით, რომ ქართველები პატარა ერი ვართ და ნაციონალური იდენტობის გრძნობა ჩვენში ძალიან მაღალია, ამიტომაა საკუთარ ქვეყანაზე ჩვენი მიჯაჭვულობა და ნოსტალგიაც ასე ძლიერი...

 

ყველა ახალი ამბავი
0