ქვეცნობიერში არსებული შიშის გამო სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი და ცნობილი წინაპრები

© photo: courtesy of Maka Samniashviliმაკა სამნიაშვილი
მაკა სამნიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „დაბრუნებულები“ გაგაცნობთ იმ ქართველებს, რომლებიც ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ და ცხოვრებასა და საქმიანობას საქართველოში აგრძელებენ.

ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ამ ადამიანების განვლილი ცხოვრებისა და გზის გაცნობა. იქნებ მათი ისტორია ბევრისთვის გასათვალისწინებელი გახდეს და თავის ქვეყანაში სამუდამოდ დაბრუნებაზე ფიქრი დაიწყოს...

© photo: courtesy of Maka Samniashviliმაკა სამნიაშვილი
ქვეცნობიერში არსებული შიშის გამო სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი და ცნობილი წინაპრები - Sputnik საქართველო
მაკა სამნიაშვილი

დღეს ამ რუბრიკაში მაკა სამნიაშვილს გაგაცნობთ.

- ქალბატონო მაკა, ემიგრანტების უმრავლესობა საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ყველა ვერ ახერხებს...

- საქართველოში ჩემი დაბრუნების მიზეზი საკმაოდ სერიოზულია და საკუთარ ფესვებს უკავშირდება, უფრო სწორედ, ჩემ ქვეცნობიერში არსებულ შიშს. საქმე ისაა, რომ ჩემი დიდი ბაბუა ემიგრაციაში გარდაიცვალა იმაზე ოცნებით, რომ ოდესმე ეღირსებოდა საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმა. უცხოეთში ჩემი ყოველი დღეც ამ ფიქრით თენდებოდა: ხვალ აუცილებლად დავბრუნდები–მეთქი. ერთ დღესაც დავბრუნდი კიდეც. გაუსაძლისი ნოსტალგიის გარდა, დროის ფაქტორიც მოქმედებს ადამიანზე – სულ იმის ლოდინში ხარ, რომ დრო მალე გაფრინდეს. ეს ბედნიერებაზე არსებულ ყველა სტერეოტიპს ანგრევს. გინდა იყო ბედნიერი, დატკბე ყოველი წამით, ყოველი ურთიერთობით, რომელიც ახლა კი არა, სადღაც მომავალშია და ჯერ არ დამდგარა – ოცნებით ცხოვრობ...

© photo: courtesy of Maka Samniashviliმაკა სამნიაშვილი
ქვეცნობიერში არსებული შიშის გამო სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი და ცნობილი წინაპრები - Sputnik საქართველო
მაკა სამნიაშვილი

- დაბრუნების შემდეგ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

- საქართველოში ჩემი დაბრუნების მერე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. ყოველმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ უფლისგან ბოძებული რაიმე ტალანტი აქვს. ცხოვრება მას აუცილებლად აპოვნინებს და რეალიზებულიც იქნება. დრო უმოწყალოდ მოგვექცევა, თუ მას ვერ გამოვიყენებთ. კიდევ, შენი ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რომ სხვისი ცხოვრებით იცხოვრო.

© photo: courtesy of Maka Samniashviliმაკა სამნიაშვილის ნამუშევარი
ქვეცნობიერში არსებული შიშის გამო სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი და ცნობილი წინაპრები - Sputnik საქართველო
მაკა სამნიაშვილის ნამუშევარი

- საკუთარ თავზე და არჩევანზე მოგვიყევით, პროფესია მშობლების ხათრით აირჩიეთ?

- კი, ასე გამოვიდა... მე ყოველთვის რეჟისურა მინდოდა, ვწერდი საინტერესოდ და რადგან მშობლების ხათრით თეატრალურზე არ ჩავაბარე, ჩემთვის სასურველი ეს პროფესია ემიგრაციაში გამოვიყენე. ყოველ ადამიანს წერილობით ვესაუბრებოდი და დღეს უამრავი წერილი მაქვს. ყოველ ოთხშაბათს მივიჩქაროდი ოფისში წერილების წამოსაღებად და მომდევნო ოთხშაბათამდე ასეთ  ურთიერთობებში „ვცხოვრობდი“. ეს წერილები დღესაც მაქვს შენახული, ბევრი წერილის ადრესატი ცოცხალი აღარ არის. როგორც მაშინ მათთან, დღესაც ზუსტად ისევე ვურთიერთობ, როცა გაყვითლებულ ფურცლებს გადავავლებ ხოლმე თვალს. ინტერნეტ-სივრცეში ყველაფერი, სამწუხაროდ, იკარგება...

© photo: courtesy of Maka Samniashviliმაკა სამნიაშვილის ნამუშევარი
ქვეცნობიერში არსებული შიშის გამო სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი და ცნობილი წინაპრები - Sputnik საქართველო
მაკა სამნიაშვილის ნამუშევარი

- წლების მერე ხელოვნების სიყვარულმა მაინც თავისი გზით წაგიყვანათ...

- მე ჩემ სამყაროში ვცხოვრობ. შეიძლება გარშემო რუხი ფერები იყოს, ჩემში კი ნათელი, ან პირიქით. ნატურალურ მასალაზე ვმუშაობ და ვქმნი ნივთებს, რომელებმაც მინდა, რომ ადამიანს სიამოვნება მოუტანოს. მათ შესაქმნელად ტყავს და ქვებს ვიყენებ. თითოეული მათგანი წამებში, რაიმე მონახაზის გარეშე იქმნება. როდესაც ადრე საყიდლებზე გავდიოდით მეგობრები, მაშინაც კი ყველა ნივთს შემოქმედებითად ვუყურებდი – ამას გადავჭრი, ამ დეტალს დავუმატებ, ამას დავშლი... ჩემი სამოსის თითქმის 90% ჩემივე გადაკეთებული მეცვა.

© photo: courtesy of Maka Samniashviliმაკა სამნიაშვილის ნამუშევარი
ქვეცნობიერში არსებული შიშის გამო სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი და ცნობილი წინაპრები - Sputnik საქართველო
მაკა სამნიაშვილის ნამუშევარი

- ვიცი, რომ წინაპრებით ამაყობთ, მოგვიყევით მათზე...

- ზაქარია (ქვარიანი) 1657-1660 წლებში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. მანამდე, 1637-1657 წლებში გელათის ეპისკოპოსი (გაენათელი) მიტროპოლიტის წოდებით იყო ცნობილი. კიდევ მყავს მეორე ცნობილი წინაპარი, როგორც მას მსოფლიოში უწოდებდნენ, ბეჭდაუდებელი ფალავანი, მსახიობი და მოჭადრაკე კოლია ქვარიანი. მას აღზრდილი ჰყავდა არაერთი სახელოვანი ფალავანი. ის იყო აშშ-ში ერთადერთი პროფესიონალი მოჭიდავე, რომელიც ამავდროულად მოჭადრაკეც იყო. 1956 წელს ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა სტენლი კუბრიკმა კოლია ქვარიანი გადაიღო ფილმში „მკვლელობა“, სადაც მორის ობუხოვის როლი შეასრულა. საქართველომ ეს ადამიანი მოღალატედ შერაცხა, რადგან იგი ამერიკაში ცხოვრობდა.

© photo: courtesy of Maka Samniashviliმაკა სამნიაშვილის ნამუშევარი
ქვეცნობიერში არსებული შიშის გამო სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი და ცნობილი წინაპრები - Sputnik საქართველო
მაკა სამნიაშვილის ნამუშევარი

- მარტოხელა დედის სტატუსი დღეს საქართველოში უცხო არ არის, რა იყო ამ გზაზე ყველაზე რთული?

- დიახ, მარტოხელა დედის სტატუსი, სამწუხაროდ, საქართველოსთვის უცხო არ არის. მე გაცნობიერებული მაქვს, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში სრულფასოვანი ოჯახი. ყოველთვის მინდოდა ჩემი შვილის აღზრდაში ორივეს მიგვეღო მონაწილეობა და ეს ცოტათი შევძელი კიდეც... ახლა 43 წლის ვარ და მყავს ცხრა წლის მარიამი, რომელიც ჩემი ცხოვრების აზრია და ესაა მთავარი... დღეს ჩემი ბავშვობის ყველა ოცნება მინდა ავიხდინო. მართალია, ცხოვრება რაღაც ეტაპზე მხოლოდ შავ-თეთრი ფერებით მიდიოდა, მე ყველაფერი კარგი მახსოვს. ვიცი, რომ მთავარი ცხოვრებაში ურთიერთობებია, იქნება ეს ოჯახური თუ იმ სამყაროში არსებული, სადაც ვცხოვრობთ. გაევროპელებულ ქვეყანაში არსებულ გაყინულ ურთიერთობებში, ჩაკეტილ სამეზობლოსა და დანგრეულ ოჯახებში, ერთი შეხედვით, გარედან ჩანს ყველაფერი ნორმალურად. მხოლოდ ნამდვილი და გულწრფელი ურთიერთობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ქვეყნად არსებობის მთელი სიკეთე რეალურად ვიგრძნოთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0