ემიგრანტი ქალის წერილები: აქ გატარებული წლები მინდა ცუდი სიზმარივით დავივიწყო

© photo: courtesy of Khatuna kereselidzeხათუნა კერესელიძე დედასთან ერთად
ხათუნა კერესელიძე დედასთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც... შორს წასულები ოჯახსა და სამშობლოსთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. რომ არა ისინი, ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა...

ხათუნა კერესელიძე: „ისეთ ასაკში მომიწია შვილების დატოვება, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი”

© photo: courtesy of Khatuna kereselidzeხათუნა კერესელიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: აქ გატარებული წლები მინდა ცუდი სიზმარივით დავივიწყო - Sputnik საქართველო
ხათუნა კერესელიძე

ახლა ჩემს ამბავს მოგიყვებით: დავიბადე და გავიზარდე ლაგოდეხში, სოფელ ბაისუბანში. სკოლის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურზე ჩავაბარე. ოჯახი სწავლის პერიოდში შევქმენი, თან სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი. ორი მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან, ლაგოდეხში მყავდა დატოვებული. ყოველ პარასკევს ქალაქში მივდიოდი და ორშაბათს ლექციების შემდეგ ისევ უკან ვბრუნდებოდი. ძნელი იყო თან მესწავლა და თან ოჯახისთვის ყურადღება არ მომეკლო...

მყავს არაჩვეულებრივი შვილები, ქალ-ვაჟი. უკვე დიდები არიან, სკოლა დაამთავრეს. ისეთ ასაკში მომიწია შვილების დატოვება, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი...

© photo: courtesy of Khatuna kereselidzeხათუნა კერესელიძე მეგობრებთან ერთად
ემიგრანტი ქალის წერილები: აქ გატარებული წლები მინდა ცუდი სიზმარივით დავივიწყო - Sputnik საქართველო
ხათუნა კერესელიძე მეგობრებთან ერთად

ორი წელია, რაც ემიგრანტის სახელი შემერქვა. დღეს 37 წლის ვარ. იტალიაში, ფლორენციაში ვცხოვრობ. სულ ვმუშაობ და თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. აქ ერთ-ერთ ოჯახში ვმუშაობ, მოხუც ქალბატონთან, რომლის წუთით დატოვებაც არ შემიძლია. არა, კარგი ოჯახია, უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ... ისეთი უფერულია აქაური ცხოვრება, ყველაფერი ერთ ფერშია. დედა და მამიდაც აქ მყავს და მათ ნახვას იშვიათად ვახერხებ. როცა ვნახულობ, ასე მგონია, ისევ საქართველოში ვართ–მეთქი...

შვილებთან განშორებას ძალიან განვიცდი, ამ სიცარიელეს უცხო ქვეყანაში ვერაფერი შველის. არასოდეს დამავიწყდება ჩემი შვილების დაბნეული და შეშინებული თვალები, როცა აქეთ მაცილებდნენ... სანამ თვალს მივეფარებოდი, ფეხის წვერებზე იწეოდნენ და ისე მიყურებდნენ. თუმცა მეტირებოდა, ძალად ვიცინოდი, რომ ბავშვები არ შემეშინებინა. ძნელია, როცა გეტირება, შენ კი იცინი...

© photo: courtesy of Khatuna kereselidzeშვილებთან ერთად
ემიგრანტი ქალის წერილები: აქ გატარებული წლები მინდა ცუდი სიზმარივით დავივიწყო - Sputnik საქართველო
შვილებთან ერთად

ამ ზაფხულს მოვახერხეთ და ჩემმა დამ ჩამომიყვანა ბავშვები იტალიაში. ისეთი ემოციური იყო ჩვენი შეხვედრა, მერე კიდევ უფრო ემოციური და რთული განშორება. როცა საქართველოში ჩავალ, მინდა აქ გატარებული წლები ცუდი სიზმარივით დავივიწყო...

ინტერნეტით ყოველდღე ვსაუბრობთ, ჩვენს მომავალს ვგეგმავთ. ვოცნებობ შვილებთან ერთად ცხოვრებაზე, მათთვის სადილის მომზადებაზე, მინდა ყოველ დილით კოცნით ვაღვიძებდე მათ.

© photo: courtesy of Khatuna kereselidzeხათუნა კერესელიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: აქ გატარებული წლები მინდა ცუდი სიზმარივით დავივიწყო - Sputnik საქართველო
ხათუნა კერესელიძე

თვალებს რომ ვხუჭავ, ისევ სახლში ვარ და ფიქრებში ყველა ფერი ნათელია და ლამაზი... ვოცნებობ, მაგრამ ოცნება ჯერჯერობოთ ისევ აუსრულებელია. რომ დავბრუნდები – ამის მჯერა, მაგრამ როდის? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს…

 

ყველა ახალი ამბავი
0