„ტარიას აღსარება''– გაღმა სოფლად მყოფი ქალის დაწერილი წიგნი და ლალეტას ჩრდილების სპექტაკლი

© photo: courtesy of Laleta Monadi-reლალეტა მონადირიშვილი
ლალეტა მონადირიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანი გაჩენის დღიდან ცდილობს, სამყაროს დღემდე ამოუცნობ საიდუმლოებას ჩაწვდეს და ამ გზაზე საკუთარ თავს უკეთ შეიმეცნებს ხოლმე...

მასზე ამბობენ, რომ მისტიკური ქალბატონია, საგნებისა და მოვლენებიდან შეუძლია დაფარული ნიშნები გამოიტანოს და ახალ-ახალ საიდუმლოებას ახადოს ფარდა. ყოველივე ამის უფრო კონკრეტულ ახსნას ჰპირდება ლალეტა მონადირიშვილი მკითხველს თავის წიგნში „ტარიას აღსარება“.

მარტივი ნიშნებით ზღაპრებში დაშიფრული უდიდესი სიბრძნის პატარებამდე მიტანას კი ე.წ. ჩრდილების სპექტაკლების საშუალებით ცდილობს. დანარჩენს ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ...

© photo: courtesy of Laleta Monadi-reლალეტა მონადირიშვილი
„ტარიას აღსარება''– გაღმა სოფლად მყოფი ქალის დაწერილი წიგნი და ლალეტას ჩრდილების სპექტაკლი - Sputnik საქართველო
ლალეტა მონადირიშვილი

– ქალბატონო ლალეტა, თქვენში ყველაფერი უცნაურია სახელით დაწყებული და აზროვნებით დამთავრებული, მოდით, სახელით დავიწყოთ...

– ლალეტა ინდური სახელია, ასე კრიშნას მეგობარს ჰქვია ინდურ ეპოსში. ეს სახელი მამის შერჩეულია, მან იორიგინალა. თუმცა, როგორც ახლა ვხვდები, ასე მხოლოდ ორიგინალურობის გამო არ მოქცეულა. შევამჩნიე, რომ ჩემ სახელს ადამიანები თავიანთ ვიბრაციულ ველთან თანწყობით იმახსოვრებენ: ლალე უფრო სასიმღერო და პატრიოტულია, ანუ ვინც ასე მეძახის, მას ეს ვიბრაციული ველი აქვს უფრო აქტიური. ჩემი მშობლების სიყვარულის ნაყოფი ვარ და ჩემში სამი ერის გენებია – ქართული, რუსული და შუააზიური. შუა აზიაში, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში დავიბადე. მამა, ქართველი, გვარად მონადირიშვილი, საქართველოდან სამარყანდში სასწავლებლად ჩავიდა, დედა, ეროვნებით რუსი კორნილოვაა. გასაბჭოების პერიოდში ჩემი დიდი პაპა, როგორც თავადი, შუა აზიაში გადაასახლეს. დედიკოც იქ დაიბადა. მე სამარყანდში რუს, სომეხ და უზბეკ ბავშვებთან ერთად დავდიოდი საბავშვო ბაღში...

© photo: courtesy of Laleta Monadi-reლალეტა მონადირიშვილი
„ტარიას აღსარება''– გაღმა სოფლად მყოფი ქალის დაწერილი წიგნი და ლალეტას ჩრდილების სპექტაკლი - Sputnik საქართველო
ლალეტა მონადირიშვილი

– რომელია ამბავი, რომელმაც ჯერ კიდევ სამარყანდში ცხოვრების დროს მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

– არის ერთი ამბავი, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე მახსოვს და ჩემზე გავლენა იქონია. ერთხელ ბავშვები თემურ ლენგის საფლავის მოსანახულებლად ექსკურსიაზე წაგვიყვანეს. დღესაც მახსოვს, როგორი სიამაყით გვაცნობდა უზბეკი მასწავლებელი მათთვის სათაყვანებელი „დიადი ბელადის“ „საგმირო საქმეებს“. მაშინ ჩემ, პატარა გოგოს ფსიქიკაზე პედაგოგის პატრიოტულმა დიდაქტიკამ აშკარად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა... დედიკოს გარდაცვალების შემდგომ, შვიდი წლის ასაკში მამამ საქართველოში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მუხათში ჩამომიყვანა. როცა იქაურ სკოლაში მიმიყვანეს, ერთი ქართული სიტყვა არ ვიცოდი. იანვრის არდადეგების შემდეგ მოსამზადებელ კლასში შევედი. თუმცა წლის ბოლოს, ნახევარ სემესტრში ქართველ მეგობრებს დავეწიე და ლამის გავუსწარი კიდეც ქართულად მეტყველებასა და წერა-კითხვაში. აქედან იწყება ჩემი საოცარი შეხება ყოველივე ქართულთან...

© photo: courtesy of Laleta Monadi-reლალეტა მონადირიშვილი
„ტარიას აღსარება''– გაღმა სოფლად მყოფი ქალის დაწერილი წიგნი და ლალეტას ჩრდილების სპექტაკლი - Sputnik საქართველო
ლალეტა მონადირიშვილი

– მათ შორის საქართველოს ისტორიასთან...

– დიახ. ერთხელაც ისტორიის გაკვეთილზე, სახელოვან ქართველ მეფე-გმირთა გაცნობისას, ახლა უკვე ქართველი მასწავლებლის საოცარი პატრიოტიზმით გულანთებული სიტყვები და ემოცია შემომეგება. ისევ ის დიადი განწყობა, მაგრამ ამჯერად ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი: თემურ ლენგის ლაშქრობანი საქართველოში! ჩემ თვალწინ სრული სისასტიკით გადაიშალა მოვლენათა ჯაჭვი. ვერ აგიწერთ რა მოხდა მაშინ ჩემ ბავშვურ გონებაში! ჩემ აზროვნებაში ერთად გაჩნდა ორი მასწავლებლის, უზბეკისა და ქართველის აღტაცებული თვალები, ეს იყო ორი სრულიად სხვადასხვა რაკურსით დანახული ისტორია... თემურ ლენგი – ვისთვის გმირი და მოყვარე, ვისთვის – მტერი და სახადი. მაშინ აღმოვაჩინე ჩემთვის უკვე არსებული ჭეშმარიტება და მივხვდი, რომ სამყაროში, თურმე, ყველაფერს ორი მხარე აქვს, ხანდახან სამიც, ოთხიც... როცა ვიზრდებოდი, ჩემ თვალთახედვას კიდევ სხვა მხარეებიც მიემატა. მონეტას მინიმუმ შვიდი მხარე აღმოაჩნდა და ყველა მხარეს თავისი ჭეშმარიტება ახლდა! თურმე ყველაფერს შვიდბეჭდიანი ჭეშმარიტების ბოქლომ-გასაღები ერგება, ყველა საკუთარი რაკურსიდან და გადმოსახედიდან ხედავს და აფასებს მოვლენებს...

© photo: courtesy of Laleta Monadi-reლალეტა მონადირიშვილი
„ტარიას აღსარება''– გაღმა სოფლად მყოფი ქალის დაწერილი წიგნი და ლალეტას ჩრდილების სპექტაკლი - Sputnik საქართველო
ლალეტა მონადირიშვილი

– თურმე წლების წინ ტრავმის შემდეგ კლინიკური სიკვდილი განიცადეთ და თქვენში გარკვეული მეტამორფოზა მოხდა...

– 2010 წლის ოქტომბერში ჩემ თვალწინ ამ შვიდბეჭდიანი ჭეშმარიტების ძიების ქარავანი მთელი სისრულით გადაიშალა. შვედეთში, სადაც ადამიანური რესურსების მართვის საკვალიფიკაციო კურსებს გავდიოდი, ე.წ. კლინიკური სიკვდილის დროს სივრცის მიღმეთში ინიციაცია გავიარე (ვინ და რა დამხვდა იქ, გაღმა სოფლად, ეს მოთხრობილია ჩემ წიგნში „ტარიას აღსარება“). ოპერაციის დროს ჩემს ქართულ-რუსულ-უზბეკურ-ინდურ ნაზავ მისტერიას სკანდინავიური ოდინის სამ ლიტრამდე სისხლიც დაემატა... მას შემდეგ ვამბობ, რომ მთელი სამყარო ჩემია. კლინიკური გარდაცვალების შემდგომ „ახლიდან დაბადებულში“ რაღაც უნარები გაჩნდა. მაშინ უცებ ვერ მივხვდი სად ამოვყავი თავი...

© photo: courtesy of Laleta Monadi-reლალეტა მონადირიშვილის წიგნი
„ტარიას აღსარება''– გაღმა სოფლად მყოფი ქალის დაწერილი წიგნი და ლალეტას ჩრდილების სპექტაკლი - Sputnik საქართველო
ლალეტა მონადირიშვილის წიგნი

– ჩრდილების მეშვეობით სპექტაკლების დადგმის იდეა როდის და რატომ გაგიჩნდათ?

– ჩრდილების სპექტაკლების დადგმის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც უხილავი სამყაროს ხედვა შევძელი. ამ ფარდის იქით ის სამყაროა, რომელიც ნიშნებით წასაკითხია. ზღაპრებშიც, ზოგადად, ძალიან მარტივი ნიშნებით დამალული უდიდესი სიბრძნეა დაშიფრული. ჩრდილების სპექტაკლების ფარდა-ეკრანი სწორედ ის ფარდა-საფარველია, რომელიც სამყაროებს შორის არსებობს. ზღაპრების მოყოლა ისე დავიწყე, რომ შიგნით დაშიფრული, ჩემგან დანახული გზავნილები გავახმოვანე. პირველი პრემიერა „ნინო ბაშარულის ხელოვნების კერიაში“ მოხდა. მაშინ აღდგომის კვირეული იყო და შესაბამისად თემატიკაც მოვარგე. რუსულ ზღაპარში „კრუხი რიაბა“ კრუხი ის დიადი დედაა, რომელიც საბუდარში ახალ ოქროს სამყაროს დებს. საოცარი ემოცია აქვთ ბავშვებს, როდესაც სპექტაკლში ჩართვის საშუალებას ვაძლევ. ზოგი მათგანი სეანსის დროს ისე იმუხტება, რომ დგება ხოლმე და ეკრანს გამოღმა მოდის, რომ უკეთ დამინახოს. ეს ყველაფერი ძალიან ემოციური და შთამბეჭდავია. ბედნიერი ვარ, რომ პატარებსაც ვახარებ და მათ მშობლებსაც, თან თამაშ-თამაშით მათ სამყაროსეული მისიის შემეცნებაში ვეხმარები.

© photo: courtesy of Laleta Monadi-reლალეტა მონადირიშვილი
„ტარიას აღსარება''– გაღმა სოფლად მყოფი ქალის დაწერილი წიგნი და ლალეტას ჩრდილების სპექტაკლი - Sputnik საქართველო
ლალეტა მონადირიშვილი

– თქვენი წიგნის „ტარიას აღსარების“ სასიგნალო ეგზემპლარი უკვე დაიბეჭდა, რა არის ამ წიგნის მიზანი?

– ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ეგზემპლარია დაბეჭდილი. მინდა, რომ ეს წიგნი დიდი ტირაჟით გამოიცეს, რისთვისაც 3000 ლარია საჭირო. ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ასე ვთქვათ, გასაღების მფლობელთა ქმედითუნარიანად ამოქმედებაა. ცოდნა, უნარები, გენი, სისხლი, სიტყვა – ის გასაღებია, რომლებიც მფლობელმა გულისყურის პარკუჭიდან უნდა ამოიღოს, დაბრკოლებები გადალახოს, სათანადო კარიბჭესთან მივიდეს, ბოქლომს მოარგოს, გახსნას თავისი კარი, აიღოს რაც ძევს, შეიმეცნოს და მატერიალურად გადმოსცეს ის საგანძური, რაც სამყარომ არგუნა!.. მინდა, რომ ყველამ უფრო მეტად შეიმეცნოს და შეიყვაროს ქართველების გენიალური პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ჩვენი წმინდა წერილია. ეს ცოცხალი წიგნია, რომელიც მკითხველთან დიალოგში ჩვეული რიტმიკით შემოდის, მთავარია, გასაღები მოარგოთ. რაც შეეხება ჩემ წიგნს, მისი საშუალებით მინდა მოგეფეროთ, განუგეშოთ და სასიკეთოდ დაგმუხტოთ...

ყველა ახალი ამბავი
0