„საუკეთესო კონცერტმაისტერის“ და „საუკეთესო პედაგოგის“ შვიდი ნოტით დაწყებული ცხოვრება

გამოწერა
კომპოზიტორი და კონცერტმაისტერი მაყვალა ხორბალაძე 300-მდე საესტრადო, საგუნდო, კლასიკური ნაწარმოების ავტორია, დაწერილი აქვს ოცზე მეტი საგალობელი. აკომპანემენტი აქვს გაწეული ისეთი ლეგენდარული მომღერლებისთვის, როგორებიც იყვნენ ბათუ კრავეიშვილი და თენგიზ მუშკუდიანი.

მიღებული აქვს ძალიან ბევრი დიპლომი, სერტიფიკატი და ტიტული, მათ შორის „საუკეთესო კონცერტმაისტერის“ და „საუკეთესო პედაგოგის“ საერთაშორისო სერტიფიკატებია. არის არაერთი წარმატებული მომღერლის პედაგოგი, რომელთა შორის ბოლო დროს უკრაინის საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებული, 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილიცაა. გორის საპატიო მოქალაქე, „საქართველოს ქალთა საზოგადოების“ წევრია, რომელიც საქველმოქმედო საქმეებითაა ცნობილი. მისი სახელი და გვარი „პროფესიონალ ქალთა“ რვატომეულშია შეტანილი.  

სცენაზე და მის მიღმაც საოცრად თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, უკვე 70 წელს გადააბიჯა და სამყაროსთან ისევ სცენიდან ურთიერთობს... 

© photo: courtesy of Makvala Khorbaladze Lashqarashviliმაყვალა ხორბალაძე
„საუკეთესო კონცერტმაისტერის“ და „საუკეთესო პედაგოგის“ შვიდი ნოტით დაწყებული ცხოვრება - Sputnik საქართველო
მაყვალა ხორბალაძე

- ქალბატონო მაყვალა, მუსიკალურ სამყაროში როდის აღმოჩნდით?

- ექვსი წლიდან მოყოლებული დღემდე სცენას ვემსახურები. ჩემი პირველი მასწავლებელი მუსიკაში იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი ნიკოლოზ ბახტაძე, რომელიც გორის მუსიკალური სკოლას ხელმძღვანელობდა. იგი დამსახურებული პედაგოგი, დირიჟორი და კონცერტმაისტერი იყო. მისი შემყურე მეც გამიჩნდა სურვილი, რომ სცენის მტვრის გემო გამეგო და მასავით წარმატებული ვყოფილიყავი. ჯერ საფორტეპიანო სასწავლებელი და მერე კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე. ასეთი მუსიკალური განათლება ძალიან გამომადგა, რათა შემდეგ კომპოზიტორად ჩამოვყალიბებულიყავი.

© photo: courtesy of Makvala Khorbaladze Lashqarashviliმაყვალა ხორბალაძე
„საუკეთესო კონცერტმაისტერის“ და „საუკეთესო პედაგოგის“ შვიდი ნოტით დაწყებული ცხოვრება - Sputnik საქართველო
მაყვალა ხორბალაძე

- თქვენი სიმღერები ბევრმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა...

- გორის მუსიკალურ სკოლასა და სამუსიკო სასწავლებელში წლების განმავლობაში ვიმუშავე. პარალელურად შემოქმედებითი მუშაობა მიწევდა. იმ დროს იმართებოდა უამრავი ღონისძიება, რისთვისაც სიმღერებს ვწერდი. ჩემ სიმღერებს ბევრი ცნობილი მომღერალი ასრულებდა. პირველი მომღერალი, ვინც ჩემი სიმღერები შეასრულა, ქალბატონი მედეა ძიძიგური იყო. ოცი წლის წინ იმ სიმღერის კლიპიც მან გადაიღო. ეთერ კაკულიამ ჩემი ხუთი სიმღერა ჩაწერა. ჩემ მიერ დაწერილი სიმღერები შესრულებული აქვთ თემურ წიკლაურს, ნანული აბესაძეს, ანანო მჟავიას, მის დედას, დარეჯან გურასაშვილს, თინათინ ჭულუხიძეს, პაატა თედიაშვილს, დედა-შვილ ჭოხონელიძეებს, გია დავითიანს და ინგა ფერაძეს. ჩემი სიმღერები ტრიო „ჰანგისა“ და კვარტეტ „სტატუსის“ რეპერტუარშიც არის შესული. გერმანიაში მოღვაწე წარმატებულმა მომღერალმა გიორგი მჭედლიშვილმა ოპერის გუნდთან ერთად ჩემი ნაწარმოები „თიანეთის ჰიმნი“ ჩაწერა.

© photo: courtesy of Makvala Khorbaladze Lashqarashviliმაყვალა ხორბალაძე და ეთერ კაკულია
„საუკეთესო კონცერტმაისტერის“ და „საუკეთესო პედაგოგის“ შვიდი ნოტით დაწყებული ცხოვრება - Sputnik საქართველო
მაყვალა ხორბალაძე და ეთერ კაკულია

- თქვენ კლასიკურ საოპერო ნაწარმოებებსაც გამორჩეული შემსრულებლები ჰყავთ...

- ჩემი კლასიკური ნაწარმოებები შესრულებული აქვთ საოპერო მომღერლებს, ამას გარდა ბაია გრიგოლიას, არმაზ დარაშვილს, ხათუნა ჭოხონელიძეს, ელენე ჯანჯალიას, თამარ ლობჟანიძეს, დიანა როსტომაშვილს, ლალი ჯავახიშვილს... ჩემი სავიოლინო ნაწარმოები ქეთი თავშავაძემ შეასრულა. მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო კიდევ: ძველ ახალ წელს შევხვდით პატრიარქთან და ყველა მომღერალმა ჩემ მიერ დაწერილი საგალობლები შეასრულა, რისთვისაც მან დამლოცა და ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

© photo: courtesy of Makvala Khorbaladze Lashqarashviliმორიგი გამარჯვების შემდეგ მოსწავლეებთამ ერთად
„საუკეთესო კონცერტმაისტერის“ და „საუკეთესო პედაგოგის“ შვიდი ნოტით დაწყებული ცხოვრება - Sputnik საქართველო
მორიგი გამარჯვების შემდეგ მოსწავლეებთამ ერთად

- თქვენმა მოწაფეებმა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებზე არაერთხელ გაიმარჯვეს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა, რომელმაც ახლახან უკრაინის „ვოისში“ გაიმარჯვა და რომლის პედაგოგიც ბოლო პერიოდში თქვენ იყავით...

- მეამაყება, რომ ჩემი ნამოწაფარები ყოველთვის იმარჯვებდნენ სხვადასხვა მუსიკალური კონკურსზე. ალექსანდრე ზაზარაშვილთან ბოლო სამი წელი ვიმუშავე და მან უდიდეს წარმატებას მიაღწია. შარშან ალექსანდრე გაგზავნეს იტალიაში, ტერაზოს კონკურსზე, საიდანაც ასევე გამარჯვებული დაბრუნდა. იტალიიდან შემოუთვალეს, რომ როდესაც გაიზრდება, იქ შეუძლია სწავლის გაგრძელება. იქიდან საუკეთესო პედაგოგის საერთაშორისო სერტიფიკატი გამომიგზავნეს.

- როგორც ვიცი, მალე ალექსანდრე „კარნეგი ჰოლშიც“ გამოვა, ვინ მიიწვია იქ?

- საქართველოში ჩამოსული იყო ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ტენორი დავით ღვინეფაძე, რომელსაც თავისი ფონდი აქვს. ის მსოფლიო ტალანტების კონკურსს ატარებს და საქართველოში ეძებდა სამ ნიჭიერ მოზარდს. ალექსანდრე თბილისისა და შიდა ქართლის გაერთიანებულ კონკურსზე გავიდა და 25 ნიჭიერ ბავშვში გაიმარჯვა. „კარნეგი ჰოლში“ ალექსანდრე 19 სექტემბერს იმღერებს. მთელი ცხოვრება შრომა და ასეთი წარმატებები მაძლიერებდა, ეს წარმატებაც შრომის შედეგი იყო. კიდევ რომ მომეცეს შანსი, ცხოვრებას თავიდან ისევ შვიდი ნოტით დავიწყებდი... 

 

ყველა ახალი ამბავი
0