„როცა თოჯინას ვამთავრებ, პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ“ – რვა შვილის მეთოჯინე დედა

© photo: Eka Beridze / FBეკა ბერიძის თოჯინები
ეკა ბერიძის თოჯინები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს მასალა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველისთვის ხელოვნება მაინც უმთავრესია... პოლიტიკაზე თუ არა, ყოფაზე მთავარი მაინც...

როდესაც დედა სახლში თოჯინას უტრიალებს, მისი რვა შვილი ამ სურათს შორიდან ადევნებს თვალს. პატარებს აზრადაც არ მოუვათ, რომ დედის ხელში გამოძერწილ თოჯინას შეეხონ და ის სათამაშოდ გამოიყენონ. იციან, რომ ეს ხელოვნების ნიმუშია და მის მიმართ სხვაგვარი, მოკრძალებული დამოკიდებულება აქვთ...

გაიცანით, ეკა ბერიძე – თვითნასწავლი ხელოვანი, რომლის საოცარი ხელნაკეთი თოჯინები უკვე უცხოეთშიც იხილეს.

© photo: courtesy of Eka Beridzeეკა ბერიძე
„როცა თოჯინას ვამთავრებ, პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ“ – რვა შვილის მეთოჯინე დედა - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძე

- ქალბატონო ეკა, რვა შვილის დედა როდის და როგორ გახდით მეთოჯინე?

- მე ხელოვანი არ ვარ, უბრალოდ ახლოს ვარ ამ სფეროსთან. ეს ჩემთვის უფრო ჰობია. თავის დროზე სულხან-საბას უნივერსიტეტის ბიბლიოგრაფია–უცხო ენების ფაკულტეტი დავამთავრე. თავიდან თოჯინის ყიდვის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ იგი ისეთი დახვეწილი არ იყო, როგორიც მინდოდა, თანაც ფასიც მეძვირა. ვიცოდი, რომ ასეთი თოჯინის გაკეთებას მეც შევძლებდი. ჯერ სპეციალურ გაკვეთილებზე ვიარე და ამ საქმეში გავერკვიე. ჩემ მიერ გაკეთებული პირველი თოჯინა მაინცდამაინც არ მომეწონა, მერე და მერე უფრო დავხვეწე.

© photo: Eka Beridze / FBეკა ბერიძის თოჯინები
„როცა თოჯინას ვამთავრებ, პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ“ – რვა შვილის მეთოჯინე დედა - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძის თოჯინები

- თქვენი თოჯინები ძველებურ სამოსში არიან გამოწყობილი, რატომ არჩევენ თოჯინებისთვის რეტრო-სამოსს?

- იმიტომ, რომ თოჯინას უხდება ძველებური სამოსი, თანამედროვე სტილში რომ ჩავაცვათ, არ მოუხდება. ვარცხნილობაც შესაბამისად ასეთივე უკეთდება. ჩემი თოჯინების ზომა მაქსიმუმ 70 სანტიმეტრია, პატარა – 56 სანტიმეტრისაა. ყველა დეტალია გასათვალისწინებელი, ფრჩხილებიც კი უნდა ეტყობოდეს. თოჯინებს სპეციალური მასალისგან, ფიმოსგან ვამზადებ. იმისთვის, რომ ერთი თოჯინა დავამთავრო და ძალიან დახვეწილი იყოს, მთელი თვეა საჭირო.

© photo: Eka Beridze / FBეკა ბერიძე პარლამენტის გამოფენაზე
„როცა თოჯინას ვამთავრებ, პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ“ – რვა შვილის მეთოჯინე დედა - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძე პარლამენტის გამოფენაზე

- მრავალშვილიან დედას საამისო დრო რჩება?

- ყველა მეკითხება, ვაიმე, არ გეზარებაო. რა მეზარება, თოჯინების გაკეთება ისეთი სიამოვნებაა, ვერ აგიწერთ. როცა თოჯინაზე უნდა ვიმუშაო, ბედნიერი შეგრძნება წინასწარ მეუფლება.

© photo: Eka Beridze / FBეკა ბერიძის თოჯინები
„როცა თოჯინას ვამთავრებ, პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ“ – რვა შვილის მეთოჯინე დედა - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძის თოჯინები

- წინასწარ თუ იცით, რა ტიპაჟი უნდა გაათოჯინოთ?

- აბა რა, წარმოსახვაში ჩნდება, რომ ასეთი იქნება, ასეთ რამეს ჩავაცმევ, მერე – როგორი მდგომარეობა ექნება, ხელს როგორ დავაჭერინებ. თუ წინასწარ არ წარმოიდგინე, არაფერი გამოგივა. ძირითადად არ ვიღებ შეკვეთებს, იმიტომ რომ ვიზღუდები. მხოლოდ ერთი ადამიანის თოჯინური პორტრეტი გავაკეთე, იმ გოგოს დიდ პატივს ვცემ, თან გემოვნებიანი ადამიანია. ვიცოდი, რასაც ჩავაცმევდი მის თოჯინას, მოეწონებოდა. უარს ვამბობ პორტრეტულ თოჯინებზე. ჩემი თოჯინური ორეული ძალიან მინდა გავაკეთო, მაგრამ შემეშინდა. ასე მგონია, ჩემ თავს რომ დაინახავ თოჯინად, შიშის გრძნობა დამეუფლება. თუ თოჯინები კარგი გაკეთებულია, „ფეისბუქზე“ ისე ჩანს, რომ რეალური პატარა ადამიანები გგონია.

© photo: Eka Beridze / FBეკა ბერიძის თოჯინები
„როცა თოჯინას ვამთავრებ, პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ“ – რვა შვილის მეთოჯინე დედა - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძის თოჯინები

- ასეთი ნაკეთობა ნამდვილად არ იქნება იაფი...

- პრაღაში საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში მივიღე მონაწილეობა, იქ თითქმის ყველა ქართველ მეთოჯინეს ჰქონდა საუკეთესო ნამუშევრები წარმოდგენილი. იქ იყო თოჯინები, რომლებიც 5000 ევრო ღირდა. წარმოიდგინეთ, როგორი ნამუშევრები იქნებოდა. პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია, მაგრამ ვაპირებ. ჯგუფური სადაც ჩატარდა, ყველგან მაქვს მონაწილეობა მიღებული.

© photo: Eka Beridze / FBეკა ბერიძე ოჯახთან ერთად
„როცა თოჯინას ვამთავრებ, პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ“ – რვა შვილის მეთოჯინე დედა - Sputnik საქართველო
ეკა ბერიძე ოჯახთან ერთად

- თქვენი შვილები როგორ უყურებენ იმ ამბავს, რომ მათი დედა თოჯინებთან ატარებს დიდ დროს, ოღონდ ეს გართობა არ არის?

- რვა შვილი მყავს – ექვსი გოგო და ორი ბიჭი. უფროსი 16 წლისაა, უმცროსი – ერთი წლის. წარმოიდგინეთ, ამდენი პატარაა სახლში და ისინი ხვდებიან, რომ ეს სათამაშო არ არის და ხელი არ უნდა ახლონ. როცა თოჯინას ვამთავრებ, პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ და ვეკითხები, აბა, შემიფასეთ როგორი თოჯინაა? ბავშვებს სხვანაირი თვალი აქვთ და ზუსტად ხვდებიან, რა არის ჩასასწორებელი, რა უნდა დარჩეს უცვლელი. ასე რომ, სანამ გამოვაცხობ, მათ ვაჩვენებ. ისინი აკვირდებიან და მეუბნებიან, დედა, ამას ცხვირს ხომ არ დაუპატარავებ, ან თვალის ფორმას ხომ არ გაუზრდი. მე, რა თქმა უნდა, მათ შენიშვნებს ვითვალისწინებ. მინდა, რომ მათ ვასწავლო ეს საქმე, სურვილი აქვთ, მაგრამ ეზარებათ. ჯერ პატარები არიან, ამას კი დიდი ნებისყოფა სჭირდება. როცა თოჯინებს ვყიდი, მათ ჩემი გული მიჰყვება. თუმცა, ვისაც მიაქვს, უმრავლესობა კოლექციონერია და უფრთხილდებიან. ასე მშვიდად ვარ, რადგან ჩემი თოჯინები საიმედო ხელშია...

 

ყველა ახალი ამბავი
0