„ნაკლებად უნდა შევზღუდოთ ბავშვი“ - როგორ იზრდება პატარა ინტერნეტ-ვარსკვლავი ნიაკო

© photo: courtesy of Ia Dudashviliირაკლი ნოზაძე ოჯახთან ერთად
ირაკლი ნოზაძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიაკო ნოზაძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვია ქართულ ინტერნეტ-სივრცეში. მშობლები უსაყვარლესი ნიაკოს ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში, რომლებსაც შემდეგ მილიონობით ნახვა აქვს.

ნიაკო მომღერალ ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს და ფსიქოლოგ ია დუდაშვილის ერთადერთი ქალიშვილია. როგორ გახდა თვეების ნიაკო პოპულარული, რა გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე პოპულარობამ, ამის შესახებ პატარა ვარსკვლავის დედა ია დუდაშვილი გვესაუბრა.

© courtesy of Niako Nozadzeირაკლი ნოზაძე ოჯახთან ერთად
„ნაკლებად უნდა შევზღუდოთ ბავშვი“ - როგორ იზრდება პატარა ინტერნეტ-ვარსკვლავი ნიაკო - Sputnik საქართველო
ირაკლი ნოზაძე ოჯახთან ერთად

- უკვე წლებია ნიაკო დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში. რატომ გადაწყვიტეთ "ფეისბუქზე" მისი გვერდი გაგეხსენათ და მისი ვიდეოები საზოგადოებისთვის გეჩვენებინათ?

- ყველაფერი ექსპრომტად მოხდა, როდესაც ემიგრანტების ჯგუფში გავწევრიანდი და ასობით დადებითი კომენტარი წავიკითხე ჩემი გვერდიდან გაზიარებულ ვიდეოებზე. რამდენიმე დღე სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი, ალბათ დამეთანხმებით, რომ მშობლისთვის არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შვილზე ამდენი კარგის წაკითხვა და მოსმენა, მით უმეტეს, ისეთი გმირი ადამიანებისგან, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ემიგრანტები ჰქვიათ.

ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ყველაფერმა და აქ დაიბადა მისი გვერდის შექმნის იდეაც, სურვილი გამიჩნდა, რომ ის სიყვარული, რომელიც მათ ნიაკოს მიმართ გამოხატეს, მეც რაღაცით დამეფასებინა. "ანტიდეპრესანტსაც" უწოდებენ და ერთმა ადამიანმა მადლობებიც კი გვიხადა, რადგან, მათი თქმით, მეუღლეს ძალიან რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარა ნიაკოს ვიდეოები, ძალიან მძიმე დაავადებას ებრძოდა და დღეს ის კარგად არის. ალბათ მე ვარ ზედმეტად ემოციური ადამიანი, ასეთ მომენტებზე ცრემლებს ვერ ვიკავებ ხოლმე. გაკვირვებული ვრჩებოდი, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები, თავისი ოჯახიდან და ქვეყნიდან წასულები, ნიაკოსთვის საჩუქრებს გზავნიდნენ. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ემოციებია ეს ჩემთვის. ბევრთან ვმეგობრობთ კიდეც, ძალიან მიყვარს ეს ადამიანები და უდიდეს პატივს ვცემ. ეს იმდენად ამოუწურავი თემაა ჩემთვის, ალბათ ცალკე ინტერვიუც არ მეყოფა ამ თემის განსახილველად.

© photo: Happiness is in the little things / FBია დუდაშვილი ქალიშვილთან ერთად
„ნაკლებად უნდა შევზღუდოთ ბავშვი“ - როგორ იზრდება პატარა ინტერნეტ-ვარსკვლავი ნიაკო - Sputnik საქართველო
ია დუდაშვილი ქალიშვილთან ერთად

- მამიკო როგორ შეხვდა ნიაკოს ასე პატარა ასაკში პოპულარობას?

- მამიკოსთვის ეს სიახლე არ ყოფილა, ძალიან ჩვეულებრივად შეხვდა. ზოგჯერ ვფიქრობთ პოპულარობის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე, მაგრამ როდესაც 100 000 ხელმომწერი გყავს და ამდენ ადამიანს უყვარხარ, მუდმივად ელოდებიან შენზე სიახლეებს, ყველაფერი სხვა გავიწყდება. ძალიან რთულია მათ იმედი გაუცრუო, უბრალოდ ადგე და შეწყვიტო ეს ყველაფერი. თან ამ სითბომ და სიყვარულმაც შეჩვევა იცის. ბოლო პერიოდში ნაკლებად ვაქტიურობთ ჩვენ ბლოგზე, იქიდან გამომდინარე, რომ ნიაკოს თავის ხასიათი და, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, თავისი პრინციპები აქვს, არანაირად არ მინდა მისი სურვილის წინააღმდეგ წავიდე და ძალით ვაკეთებინო ის, რაც არ მოწონს. როცა ხასიათზეა და თვითონ მთხოვს, მხოლოდ მაშინ ვიღებთ ვიდეოს.

© photo: courtesy of Lasha Shalamberidzeნიაკო ნოზაძე
„ნაკლებად უნდა შევზღუდოთ ბავშვი“ - როგორ იზრდება პატარა ინტერნეტ-ვარსკვლავი ნიაკო - Sputnik საქართველო
ნიაკო ნოზაძე

- აღნიშნეთ, რომ განსაკუთრებით ემიგრანტებს შეაყვარა თავი, რამ განაპირობა მათი ნიაკოსადმი ასეთი დიდი სიყვარული?

- ალბათ იმ მონატრებამ, რომელიც მათ თავისი ქვეყნის და ხალხის მიმართ აქვთ. მე ქედს ვიხრი თითოეული ემიგრანტის წინაშე და თუ ოდესმე ერთი სურვილის შესრულების შესაძლებლობა მექნებოდა, ეს სურვილი იქნებოდა ყველა ემიგრანტის დაბრუნება საქართველოში. გულწრფელად გეუბნებით, ახლაც ბურთი მაქვს ყელში, არ შემიძლია ამ თემაზე უემოციოდ საუბარი. გაუსაძლის პირობებში უწევს ზოგიერთს ცხოვრება და მიხარია, რომ, როგორც თვითონ ამბობენ, ოდნავ მაინც ვუმსუბუქებთ ამ მდგომარეობას ჩვენი ბლოგის მეშვეობით.

- ყველაზე მეტი ნახვა მის რომელ ვიდეოს აქვს?

- ყველაზე მეტი ნახვა, 4 მილიონზე მეტი ხინკლის ჭამის დროს გადაღებულ ვიდეოს აქვს.

- უარყოფითი მხარეებიც აქვს პოპულარობას, თქვენ რა პრობლემებს აწყდებით ყველაზე ხშირად?

- უარყოფითი, საბედნიეროდ, არაფერი არ მახსენდება.

- განათლებით ფსიქოლოგი ხართ, თქვენ პროფესიას, ცოდნას რამდენად იყენებთ  შვილთან მიმართებაში, და ზოგადად აღზრდის როგორი მეთოდის მომხრე ხართ?

- ვთვლი, რომ ჩემი პროფესია ძალიან მეხმარება მის სწორად აღზრდაში. ეს ყველაფერი ქვეცნობიერშია ალბათ ძალიან ღრმად ჩამჯდარი და ზოგჯერ მიკვირს კიდეც, არასდროს არ მეგონა, რომ ნერვები არ მომეშლებოდა შვილის მიერ თუნდაც გაფუჭებულ კოსმეტიკაზე, არეულ სახლზე და ამ ყველაფერს ღიმილით შევხვდებოდი. არ ვიცი, ეს შვილის მიმართ დედის უსაზღვრო გრძნობის დამსახურებაა თუ პროფესიის კარგად გათავისების, ალბათ უფრო ორივე ერთად. ზოგადად, მგონია, რომ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შევზღუდოთ ბავშვი, რადგან თუ სწორად აუხსნი, მათ აუცილებლად ესმით და ისეთს არაფერს არ გააკეთებენ, რასაც ბავშვი არ უნდა აკეთებდეს. ზოგიერთი მშობელი ზედმეტი შეზღუდვებით აკომპლექსებს საკუთარ შვილს და მერე უკვირთ, რატომ არის ბავშვი მორცხვი ან რატომ აქვს დაბალი თვითშეფასება. როდესაც უაზრო აკრძალვებს არ უწესებ და ძალით არ აკომპლექსებ, ძალიან თავისუფალი, უშუალო, ლაღი და, რაც მთავარია, ბედნიერი ხდება ბავშვი. მესმის, რომ არსებულ რეალობაში ძალიან რთულია გადატვირთული გრაფიკის გამო დაგრჩეს იმის დრო და ნებისყოფა, რომ ბავშვს სწორად მიუდგე, მაგრამ ეს მათი ბრალი არ არის და ყველა ბავშვი თანაბრად იმსახურებს სრულფასოვან, ბედნიერ ბავშვობას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობლების გვერდში დგომას.

- ყველაზე დიდი სიგიჟე რა გახსენდებათ, რაც მასთან ერთად ჩაგიდენიათ?

- დიდი სიგიჟე არ ჩამიდენია ჯერჯერობით, მაგრამ სკვერში და ნებისმიერ სხვა ადგილზე თითქმის ყველაფერზე ერთად ვერთობით. რაც შეეხება უფრო დიდ სიგიჟეებს, როდესაც მსგავსი აზრი მოუვა თავში, მზად ვარ ნებისმიერი სიგიჟისთვის, რაც მას გააბედნიერებს.

- მამისგან სიმღერის ნიჭი თუ გამოჰყვა?

- როგორც მამიკო ამბობს, სიმღერის ნიჭი და სმენა გამოჰყვა მისგან, მაგრამ ჯერ ცოტა პატარაა ამისთვის. ალბათ ერთ წელში, როდესაც უკეთ ეცოდინება სიმღერის მნიშვნელობა, არ არის გამორიცხული, რომ სიახლეებსაც ველოდოთ ამ კუთხით.

- რა მოუტანა ნიაკოს პოპულარობამ?

- ნიაკოს პოპულარობამ ადამიანებისგან უსაზღვროდ დიდი სიყვარული და სითბო მოუტანა. აქვს სხვადასხვა შემოთავაზებები, მაგრამ ძირითად ყურადღებას მის ბრენდზე მუშაობას ვუთმობთ, რადგან ესეც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა იყო.

ხშირი იყო ჩვენი გვერდის მომხმარებლებისგან ნიაკოს ჩაცმულობაზე კომპლიმენტები და სურვილი, რომ მათ პატარებსაც ჰქონოდათ მსგავსი სამოსი, მაგრამ ამ საქმის წამოწყება ზუსტად ერთმა მესიჯმა გადამაწყვეტინა, რომლის შინაარსმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. დიზაინის სფერომ ძალიან გამიტაცა და გადავწყვიტე შემექმნა ისეთი კოლექცია, რომელიც, ჩემი აზრით, ნიაკოს ხასიათს და ვიზუალურ მხარეს ძალიან უხდება. ის ჩვეულებრივი, სტანდარტული საბავშვო ბრენდებისგან განსხვავებული და დახვეწილია, ამავე დროს არის ქართული და, რაც ყველაზე მთავარია, ხარისხიანი. ბრენდის სახელწოდება მამიკოს მოფიქრებულია „მე და ნი". გვინდა, რომ ვინც ამ ბრენდის სამოსს ჩაიცვამს, ნიაკოს მეგობრი გახდეს და უფრო მეტად დაუახლოვდეს მას. ამიტომ დავარქვით “Me & Ni”.

- როგორ ფიქრობთ, პოპულარობა რაიმე გავლენას მოახდენს ნიაკოს მომავალ ცხოვრებაზე?

- მომავლის წინასწარ წარმოდგენა ცოტა რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, დადებით გავლენას მოახდენს თუ, რა თქმა უნდა, მისი სურვილი იქნება, რომ ზრდასრულ ასაკშიც ისეთივე ცნობილი იყოს, როგორიც პატარა ასაკშია.

ყველა ახალი ამბავი
0