„მუქი ქალაქის გაფერადების დროა“ - დაემშვიდობე ერთფეროვნებას

© photo: courtesy of Natalia Nozadzeნატალია ნოზაძის ნამუშევარი
ნატალია ნოზაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი წლის წინ ისტორიკოსმა ნატალია ნოზაძემ საავტორო დიზაინის, ხელნაკეთი ჩანთების სტარტაპი წამოიწყო. ფერადი ჩანთების და მაისურების დამზადებაში შვილი და მისი მეგობარი ეხმარებოდნენ. სულ მალე ბრენდმა დიდ წარმატებას მიაღწია და საქართველოს მასშტაბით გაითქვა სახელი.

ბრენდის უპირატესობებსა და გეგმებზე  მის შემქმნელს ნატალია ნოზაძეს ვესაუბრეთ.

© photo: courtesy of Natalia Nozadzeნატალია ნოზაძე
„მუქი ქალაქის გაფერადების დროა“ - დაემშვიდობე ერთფეროვნებას - Sputnik საქართველო
ნატალია ნოზაძე

- პროფესიით  ისტორიკოსი ვარ. ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი დიზაინით და ცოტა ხნის წინ ავიხდინე ეს ოცნება. ჩემს შვილთან და მის მეგობართან ერთად გავაკეთეთ ონლაინ მაღაზია და დავიწყეთ მაისურებისა და აქსესუარების დამზადება.

-  როგორ გაჩნდა ეს იდეა?

- ორი წლის წინ გაგვიჩნდა იდეა,  ჩვენი დიზაინით შეგვექმნა მაისურები და აქსესუარები. ეს ბაზარი საკმაოდ კონკურენტ უნარიანია და გვინდოდა ახალი სიტყვა გვეთქვა.  ბაზარზე ნაკლებად იყო ფერადი ფერები წარმოდგენილი, ამიტომ გადავიწყვიტეთ ჩვენთვის პრიორიტეტული ყოფილი ფერადი სამოსი და აქსესუარები. ასევე გვინდოდა შეგვექმნა რაიმე განსხვავებული, ამიტომ დავამზადეთ ნატურალური ხისგან ჩანთები, რომლებიც ლეგოს სათამაშოებით და დომინოებით გავაწყვეთ. ხეზე მე თვითონ ვხატავ.  ჩვენი ინსპირაციის ძირითადი წყარო პედრო ალმადოვარია, თავისი ფერებით და დეკორაციებით. ჩვენთან ყველაფერი ხელნაკეთია, ერთადერთი მაისურებზე გადაყვანილი ფოტოები არის პრინტი.

© photo: courtesy of Natalia Nozadzeნატალია ნოზაძის ნამუშევარი
„მუქი ქალაქის გაფერადების დროა“ - დაემშვიდობე ერთფეროვნებას - Sputnik საქართველო
ნატალია ნოზაძის ნამუშევარი

- ალბათ მარტრივი არ არის სამმა ადამიანმა მართოს ერთი საქმე. ხშირად გაქვთ განსხვავებული აზრი? ამ შემთხვევაში როგორ იქცევით?

- სანამ კოლექციას შევქმნით საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ ერთად. ვაჯერებთ პოზიციებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვუშვებთ გაყიდვაში. ამიტომ თითქმის არ ვკამათობთ.

- ძალიან ორიგინალ ჩანთებს ქმნით. რა მასალით იქმნება თითოეული და რატომ შეარჩიეთ ეს ხაზი?

- ჩანთები იქმნება ნატურალური ხისგან, შეკრული არის ბაწრით და დეკორაციისთვის ამ ეტაპზე ვიყენებთ ლეგოს სათამაშოს და დომინოს. ასევე სპეციალურ აკრილის საღებავებს, რომელიც უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და ფერს ხანგრძლივად ინარჩუნებს.

© photo: courtesy of Natalia Nozadzeნატალია ნოზაძის ნამუშევარი
„მუქი ქალაქის გაფერადების დროა“ - დაემშვიდობე ერთფეროვნებას - Sputnik საქართველო
ნატალია ნოზაძის ნამუშევარი

- რამდენად პრაქტიკული, კომფორტული და მოსახერხებელია თქვენი ჩანთები?

- ჩვენი ჩანთები ნამდვილად ორიგინალურია. თავიდან, როდესაც ეს იდეა გაგვიჩნდა, დავამზადეთ ერთი ჩანთა, რომელიც საკუთარ თავებზე გამოვცადეთ, სწორედ იმისთვის, რომ გაგვეგო, რამდენად კომფორტული და მოსახერხებელი იქნებოდა. ეს ჩანთები არ არის ყოველდღიური მოხმარებისთვის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გამოყენებული მასალა არის ძალიან თხელი და მსუბუქი, საკმაოდ პრაქტიკულია. მაგალითად მასში თავისუფლად თავსდება საფულე, პარფიუმერიის ჩანთა და მობილური ტელეფონი.

© photo: courtesy of Natalia Nozadzeნატალია ნოზაძის ნამუშევარი
„მუქი ქალაქის გაფერადების დროა“ - დაემშვიდობე ერთფეროვნებას - Sputnik საქართველო
ნატალია ნოზაძის ნამუშევარი

- თქვენთვის ეს ხელოვნება უფროა თუ შემოსავლის წყარო?

- ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ჩვენთვის ეს ბიზნესი არის მცირე შემოსავლის წყარო და დიდი სიამოვნება. ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ქუჩაში ხედავ ადამიანს, რომელიც შენს მიერ დამზადებულ სამოსს ან აქსესუარს ატარებს. რაც ყველაზე მთავარია, მუქ თბილისში, ადამიანები შენი ფერადი აქსესუარებით გამოირჩევიან. ჩვენი მთავარი სლოგანია „ჩაფერადდი“ და ვცდილობთ ამ გზას არ გადავუხვიოთ.

- მომხმარებლების შენიშვნებს და რჩევებს თუ ითვალისწინებთ?

- ალბათ არ არსებობს ბიზნესი, წარუმატებლობების გარეშე. შესაბამისად, ჩვენც გვყოლია უკმაყოფილო მომხმარებელი, თუმცა პრობლემის დადგომისთანავე, ვცდილობთ მის გამოსწორებას. მაგალითად, გვქონია შემთხვევა, როდესაც მაისურზე პრინტი პირველივე გარეცხვისთანავე გადავიდა, მართალია ეს იყო მასალის და არა ჩვენი ბრალი, თუმცა მეორე დღესვე შევუცვალეთ მომხმარებელს სამოსი და საჩუქრად სამაჯურიც გადავეცით.

© photo: courtesy of Natalia Nozadzeნატალია ნოზაძის ნამუშევარი
„მუქი ქალაქის გაფერადების დროა“ - დაემშვიდობე ერთფეროვნებას - Sputnik საქართველო
ნატალია ნოზაძის ნამუშევარი

- ქართულ ბაზარზე მომრავლდა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. არის ისეთი, ვისაც თქვენს კონკურენტად მიიჩნევთ?

- ზოგადად ბიზნესი, კონკურენციის გარეშე წარმოუდგენელია. ყველა, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, თავისთავად კონკურენტია. თუმცა, სწორედ ეს კონკურენცია ქმნის მიზანს, იყო საუკეთესო, ყოველ შემთხვევაში ეცადო მაინც.

- ზოგადად რამდენად კარგია ჯანსაღი კონკურენცია ბაზარზე?

- კონკურენციის გარეშე, ნებისმიერი საქმის კეთება წარმოუდგენელია და აზრს კარგავს.

© photo: courtesy of Natalia Nozadzeნატალია ნოზაძის ნამუშევარი
„მუქი ქალაქის გაფერადების დროა“ - დაემშვიდობე ერთფეროვნებას - Sputnik საქართველო
ნატალია ნოზაძის ნამუშევარი

- მაისურებზე კონკრეტული ადამიანის ნახატებია დატანილი?

- ჩვენ ყველაზე ხშირად ფერადი ქალების ნახატებს ვიყენებთ. კონკრეტული სამიზნე ობიექტი არ გვყავს, მთავარია სურათი იყოს ფერადი და ორიგინალური.

- ჩანთების და მაისურების გარდა სხვა აქსესუარებსაც ქმნით?

- ჯერ-ჯერობით, მხოლოდ მაისურებსა და ჩანთებზე ვმუშაობთ. თუმცა გვაქვს სამომავლო გეგმები. ვფიქრობთ გამოვუშვათ კაბებისა და საცურაო კოსტიუმების კოლექციაც.

© photo: courtesy of Natalia Nozadzeნატალია ნოზაძის ნამუშევარი
„მუქი ქალაქის გაფერადების დროა“ - დაემშვიდობე ერთფეროვნებას - Sputnik საქართველო
ნატალია ნოზაძის ნამუშევარი

- მეგობრები როგორ უყურებენ თქვენს საქმიანობას? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მათი მხარდაჭერა?

- მეგობრებს მოსწონთ ჩვენი მაისურები და ჩანთები, ხშირად ატარებენ, ასევე ჩუქნიან მათ თავის მეგობრებსაც და ასე ვრცელდება „handmade things”-ის კოლექცია მთელი საქართველოს მასშტაბით.

- სამომავლოდ  რას აპირებთ, რამე სიახლეს ხომ არ უმზადებთ მომხმარებლებს?

- მუქი ქალაქის გაფერადების დროა! ესაა ჩვენი ლოზუნგი და მომხმარებლებს, აუცილებლად შევთავაზებთ ახალ, გამორჩეულ და ფერად კოლექციებს. ჩვენ სამოსში ადამიანები თავს გამორჩეულად გრძნობენ!

 

ყველა ახალი ამბავი
0