ცნობილი ქირურგი, რომელმაც ამერიკაში პირველი და ყველაზე პოპულარული ქართული რესტორანი გახსნა

© photo: courtesy of Nato Kiknadzeმაია აქვავივა
მაია აქვავივა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ნიუ-იორკში მცხოვრებ „ოდა ჰაუსის“ შეფს და თანამფლობელს, მაია აქვავივა-დვალაძეს გაგაცნობთ.

ამერიკაში, კულინარიის სფეროში ნოვატორ პიროვნებად იცნობენ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ნიუ-იორკს პირველად შესთავაზა ქართული გემო და ქართული სუფრის კულტურა. თუმცა იყო დრო, როცა საქართველოში რადიკალურად განსხვავებულ დარგში მოღვაწეობდა და საკმაოდ წარმატებულადაც. 90-იანი წლების თბილისში იმ დროისთვის არც ისე განვითარებულ პლასტიკურ ქირურგიაში ავტორიტეტული ექიმი გახლდათ და ბევრი პაციენტი ჰყავდა...

ერთი პერიოდი ბულგარეთში პიროგოვის კლინიკაში, ზოგად ქირურგად მუშაობდა. პარალელურად კასანჯიევის ჯგუფში პლასტიკურ ქირურგიას ეუფლებოდა. ამის შემდეგ ლიონის სილამაზის სკოლაში პროფესორ ალან ტენენბაუმის კლასი გაიარა.

თუ რა გზა განვლო პლასტიკური ქირურგიიდან კულინარიამდე ამის გასაგებად ქალბატონ მაიას ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Nato Kiknadzeმაია აქვავივა
ცნობილი ქირურგი, რომელმაც ამერიკაში პირველი და ყველაზე პოპულარული ქართული რესტორანი გახსნა - Sputnik საქართველო
მაია აქვავივა

-ქალბატონო მაია, ნიუ-იორკი დღეს თქვენი მშობლიური ქალაქია, მაგრამ გაიხსენეთ მასთან ურთიერთობა როდის და როგორ დაიწყო?

- ნიუ-იორკში 2007 წლის 27 სექტემბერს ჩამოვედი. მანამდე, 2009-ში  აქეთ ჩემი სამი დიპლომი გამოვაგზავნე. მერე კვირაში ერთხელ ვრეკავდი და მპასუხობდნენ, რომ თქვენი საკითხი განხილვის პროცესშიაო. ბოლო ექვსი წელია საერთოდ არ დამირეკავს, აღარც მაინტერესებდა. 17 წელი ქირურგი ვიყავი, აქედან 12 წელი პლასტიკურ-ესთეტიკური ქირურგი ვიყავი. თუ ვინმეს რამე ჰქონდა საახლობლოში გასაკეთებელი ყველას გავუკეთე, მეც ვისიამოვნე და მათაც ვასიამოვნე -კმაყოფილ პაციენტზე კარგი არაფერია.

© photo: courtesy of Maia Acquavivaმაია აქვავივა
ცნობილი ქირურგი, რომელმაც ამერიკაში პირველი და ყველაზე პოპულარული ქართული რესტორანი გახსნა - Sputnik საქართველო
მაია აქვავივა

-გასაკვირია, რომ 90-იან წლებში, როცა ხალხს „პური არსობისა“ ჰქონდა მოსაპოვებელი, მაინც ბევრი პაციენტი გყავდათ, ეს ხომ ძვირი სიამოვნებაა?...

- საქართველოში ბულგარეთოსა და საფრანგეთის შემდეგ, 97 წელს დავბრუნდი. მაგ დროს ხალხს მართლა ძალიან უჭირდა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ბევრი პაციენტი მყავდა. მათ ბევრ შეღავათს ვუწევდი, პაციენტების ძირითადი მოთხოვნა ლიპოსაქციაზე იყო. უმრავლესობა იმ დროს მალავდა ამ ფაქტს. როცა სადმე მხვდებოდნენ, თვალს მარიდებდნენ ხოლმე, მაგრამ მერე მირეკავდნენ და ბოდიშს მიხდიდნენ. გარკვეული დროის მერე ამას შევეგუე. ახლა პირიქითაა - ყველას თავი მოაქვს იმით, რომ რაღაც გაიკეთა. ყველა მაშინდელი ოპერაცია და პაციენტი მახსოვს. იმ დროისთვის საკუთარი ქსოვილის იმპლანტირება ახალი რამ იყო მედიცინაში და ასეთი ოპერაციები ხშირი იყო.

© photo: courtesy of Maia Acquavivaქართულ რესტორანში
ცნობილი ქირურგი, რომელმაც ამერიკაში პირველი და ყველაზე პოპულარული ქართული რესტორანი გახსნა - Sputnik საქართველო
ქართულ რესტორანში

- სამზარეულოსთან ურთიერთობა დიასახლისის რანგში დაიწყეთ, თუ ბავშვობიდან?

-სამზარეულო ბავშვობიდან იყო ჩემი გატაცება. შვიდი წლის ვიყავი, როცა ყველასგან დამოუკიდებლად პირველი ნამცხვარი გამოვაცხვე. ამის მერე სამზარეულო ჩემი განტვირთვის და კრეატიული იდეების ადგილად იქცა. სესიების პერიოდში, როცა წიგნებისგან ვიღლებოდი, სამზარეულოში შევდიოდი და რაღაცას ვაკეთებდი. დედა მეჩხუბებოდა, წადი, დაისვენეო, არ მიჯერებდა, რომ სამზარეულოში მართლა ვისვენებდი. დღემდე მიყვარს კულინარიული ექსპერიმენტები, სულ რაღაცას ვიგონებ.

© photo: courtesy of Nato Kiknadzeმაია აქვავივა სამზარეულოში
ცნობილი ქირურგი, რომელმაც ამერიკაში პირველი და ყველაზე პოპულარული ქართული რესტორანი გახსნა - Sputnik საქართველო
მაია აქვავივა სამზარეულოში

- ნიუ-იორკში რატომ დადგა დღის წესრიგში ისევ კულინარია?

- ამერიკაში ჩემი დიპლომების ლოდინის პერიოდში ერთ ჩემს მეგობარს გამოვუცხე ტორტი დაბადების დღეზე, რესტორანში 40 კაციანი სუფრა ჰქონდა. მაშინ ვერ წავედი, რადგან სიცხე მქონდა. საღამოს 11 საათისთვის ყველა ჩემმა მეგობარმა ცალ-ცალკე დამიწყო რეკვა და გამოკითხვა თუ ვინ გამოაცხა ტორტი, ყველა მის ნომერს მთხოვდა. ამ ამბიდან მეორე დღესვე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება… მირეკავდნენ და მიკვეთავდნენ. რესტორნები და მაღაზიები თავისთან მიბარებდნენ. რამდენიმე ოჯახი მყავდა, რომლებსაც საჭმელებს კვირაში სამჯერ ვუმზადებდი. მოკლედ ეს საქმე კარგად დავიწყე. მერე „სტარ კარიერ აკადემიში“ კულინარი ართ-ზე ჩავაბარე და პროფესიონალი შეფი გავხდი.

© photo: courtesy of Maia Acquavivaსატელევიზიო სიუჟეტის გადაღების დროს
ცნობილი ქირურგი, რომელმაც ამერიკაში პირველი და ყველაზე პოპულარული ქართული რესტორანი გახსნა - Sputnik საქართველო
სატელევიზიო სიუჟეტის გადაღების დროს

- თქვენ გახსენით პირველი ქართული რესტორანი მანჰეტენზე „ოდა ჰაუსი“, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია...

- მართალია, მე გავხსენი პირველი ქართული რესტორანი მანჰეტენზე. ეს იყო  2013 წლის 5 მაისს, აღდგომა დღეს. გახსნაზე უამრავი ახლობელი მოვიდა, მეორე დღეს მხოლოდ 26 დოლარის ვივაჭრეთ და მთელი  სტაფი ყურებჩამოყრილი იყო. მე ყველას შემოვუძახე და ვუთხარი: ცოტა მაცალეთ და აქ რიგს დაგიყენებთ მეთქი. გახსნიდან თვენახევარში მართლა რიგი გვქონდა, ყველა გაზეთი ჩვენზე წერდა: „ნიუ-იორკ მაგაზინ”, „ვორლდ სტრიიტ მაგაზინ“, „ნიუ-იორკ ტაიმსი“, უამრავი ფუდ ბლოგერი და სატელევიზიო არხი, რადიოში ორჯერ მიმიწვიეს… როცა კულინარიის სკოლა დავამთავრე პოპულარულ რუსულ რესტორანში „მარი ვანა"დავიწყე მუშაობა შეფად. იქ ერთი წელი ვმუშაობდი და ყოველ კვირას ვუშვებდი ქართულ საჭმელებს, რომელიც ისე კარგად იყიდებოდა, რომ ბოლოს ერთ-ერთმა მეპატრონემ მითხრა, ამდენ ქართულს ნუ აკეთებ, ჩვენი საჭმელები გასაყიდი გვრჩებაო.

© photo: courtesy of Maia Acquavivaქალიშვილთან ერთად
ცნობილი ქირურგი, რომელმაც ამერიკაში პირველი და ყველაზე პოპულარული ქართული რესტორანი გახსნა - Sputnik საქართველო
ქალიშვილთან ერთად

- ალბათ ეს გახდა იმის წინაპირობა, რომ ქართული რესტორნის გახსნაზე დაფიქრებულიყავით...

- დიახ, ზუსტად მაშინ გადავწყვიტე ქართული რესტორნის გახსნა. ყველა ჩემიანი წანააღმდეგი იყო, ჩემს გარდა არავის სჯეროდა, რომ ის კარგად იმუშავებდა. დიახ, ჩემს გარდა და კიდევ იმ დალოცვილი ღმერთისა, რომელიც ყოველთვის, ყველგან მეხმარება. „ოდა ჰაუსმა” პირველივე დღიდან შეინახა თავისი თავი და ძალიან მალე გახდა პოპულარული. თამამად გეტყვით, რომ მე ნიუ-იორკს ახალი გემო და ახალი კულტურა გავაცანი, ახალი ღვინო გავასინჯე, ვაჩვენე ქართული სტუმარ-მასპინძლობა და ნიუ-იორკმაც ჩამიკრა გულში, ეს ხომ სამყაროს კანონია: რასაცა გასცემ შენია... ჰოდა, მოვდივართ ასე ბოლო ექვსი წელი. სამი წლის წინ, ნიუ-ჯერსში გავხსენი ოდა, მაგრამ ორი წლის მერე დავკეტე, რადგან არ იმუშავა, ცუდი ლოკაცია ჰქონდა. ახლა მეორე კვირაა გავხსენით ახალი „ოდა ჰაუზი“ მანჰეტენზე, აფერ ისტ-საიტზე, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად არის და მომავალში უკეთესად იქნება. კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, რომ მთავარია, მყავს 13 წლის მარიამი, რომელიც წლინახევრისა დავტოვე. მის გამო ბევრი რამ გავაკეთე - ის ჩემი სიცოცხლის აზრია...

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0