ფოტოგრაფი რომელიც სასწაულს ეძებს, წაჩხურის სასწაული და გაოცებული ტურისტები თელავის ბაზარში

© photo: Lasha Shalamberidze / FBლაშა შალამბერიძე
ლაშა შალამბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა დროც უნდა გავიდეს, ვერანაირი ტექნიკური „ნოუ ჰაუ“ ვერ ჩაძირავს მე-19 საუკუნის ხელოვნებას, რომელიც დაუვიწყარ, ულამაზეს წუთებს აფიქსირებს ჩვენთვის.

ლაშა შალამბერიძე პროფესიით იურისტია, მაგრამ საკუთარი თავი ფოტოგრაფიაში იპოვა და ამ სფეროში თავისი ადგილიც წარმატებით დაიმკვიდრა. მისი ფოტოები ავტორივით პოზიტივს და ღიმილს გამოსცემს. უყვარს ცხოვრება და ყველაფერში ფერებს და სასწაულს ეძებს. ეძებს და პოულობს კიდეც...

© photo: Lasha Shalamberidze / FBლაშა შალამბერიძე
ფოტოგრაფი რომელიც სასწაულს ეძებს, წაჩხურის სასწაული და გაოცებული ტურისტები თელავის ბაზარში - Sputnik საქართველო
ლაშა შალამბერიძე

- ლაშა, სოციალურ ქსელებში გიწერიათ: „მე ვარ ჟამთა ფოტო-აღმწერელი“...

- ასე მითხრა ერთმა პროფესორმა, ვინც იმ სამედიცინო კომპანიასთან თანამშრომლობს, სადაც მეც ვმუშაობ. მან მითხრა: შენ ჩვენი ჟამთა ფოტო-აღმწერელი ხარო. ასეთი შეფასება მომეწონა და აქაც გამოვიყენე.

- კრიმინალისტიკაში ფოტოგრაფია რაღაც დოზით საჭიროა, მაგრამ მაინც როგორ მოხვდით იურისპრუდენციიდან პროფესიულ ფოტოგრაფიაში?

- პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ მგონი, ჩემი თავი საბოლოოდ მაინც ფოტოგრაფის პროფესიაში ვიპოვე და აქ დავრჩები. უცხოეთისგან განსხვავებით საქართველოში ყველას ფოტოგრაფად მიაჩნია საკუთარი თავი, გამოფენებსაც ხშირად აწყობენ. მე ამის ამბიცია არ მაქვს და ვფიქრობ, რომ სერიოზული გამოფენისთვის ჯერ მზად არ ვარ.

© photo: courtesy of Lasha Shalamberidzeლაშა შალამბერიძის ნამუშევარი
ფოტოგრაფი რომელიც სასწაულს ეძებს, წაჩხურის სასწაული და გაოცებული ტურისტები თელავის ბაზარში - Sputnik საქართველო
ლაშა შალამბერიძის ნამუშევარი

- თქვენი ერთი ფოტო, რომელიც ფაქტობრივად ამ ეტაპზე სავიზიტოდ ითვლება, სოციალურ ქსელებში დღემდე პოპულარულია. ვგულისხმობ ასაკოვანი ქალის ფოტოს, რომელიც ნაგვის ურნასთან დგას და საოცრად იღიმება, ეს დადგმული კადრია თუ თქვენს „დაიჭირეთ“..

- არანაირად არაა დადგმული, მაგ ფოტოების სერია არსებობს და ეგ კადრიც იქიდან ამოვარჩიე. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, ქალაქში ვსეირნობდი და ფოტოებს ვიღებდი. ამ ქალს შემთხვევით წავაწყდი, ნაგავში იქექებოდა. როცა დავინახე მისმა ჩაცმულობამ მომხიბლა. თუ დააკვირდებით ძალიან კოპწიაა, ლამაზად აცვია და თავზე აქვს პატარა გახეული შლაპა, რომელიც ლამაზადაა გაკერილი. როცა ნაგავთან მივიდა დავინახე და რამდენიმე კადრი გადავუღე. ამ ფოტოზე ერთი ამბავი ატყდა, მის გამო ბევრი დაინტერესდა და დამიკავშირდა.

- რა უნდა დაინახოთ ისეთი, რომ თქვენს ფოტოობიექტივში მოხვდეს?

- მოკლედ გეტყვით: სასწაული!.. ფოტო არ უნდა იყოს ჩვეულებრივი, მასზე რაღაც ძალიან საინტერესო უნდა ხდებოდეს. ჩემთან ხშირად ჩამოდიან ხოლმე უცხოელი ფოტოგრაფები, ძირითადად გერმანელები, ადრე შვეიცარიელიც იყო. ვგეგმავთ ფოტო-ტურებს, რომელიც ჩვეულებრივი ტურისგან განსხვავებულია. მათ ისტორია ან ეთნოსი ნაკლებად აინტერესებთ. ისეთ ადგილებში მიმყავს, სადაც იშვიათი კადრების გადაღება შეიძლება. სამი-ოთხი დღით მივდივართ. ჩემთვის მთავარი არ არის, მაგალითად გერგეთის სამების გადაღება. გერგეთის სამება აუცილებლად უნდა გადავიღოთ სასწაულთან ერთად, იმასთან ერთად, რასაც ხშირად ვერ წავაწყდებით. ჩემი ერთი უცხოელი მეგობარი მწერს: ბედნიერი ხარ იმიტომ, რომ შეგიძლია სვანეთში ჩახვიდე და უშბა ნახო, ან ყაზბეგში ჩახვიდე და ხევის დედოფალი გადაიღოო...

© photo: Lasha Shalamberidze / FBლაშა შალამბერიძის ნამუშევარი
ფოტოგრაფი რომელიც სასწაულს ეძებს, წაჩხურის სასწაული და გაოცებული ტურისტები თელავის ბაზარში - Sputnik საქართველო
ლაშა შალამბერიძის ნამუშევარი

- ყველა იცის, რომ ეგ ხშირად და ყველას არ ენახება...

-ამიტომ მაგ ადგილზე სამი დღით ჩავდივართ, რომ მზის ამოსვლა-ჩასვლა გამოვიკვლიოთ. შეიძლება ოთხჯერ ან ხუთჯერ მოგვიწიოს გერგეთის სამებაზე ასვლა, იქ დავსხდეთ კამერებით და ზუსტად იმ სასწაულს დაველოდოთ. ისეთ კადრს ვეძებ, რაც შეიძლება მეორედ არ მოხდეს ან მხოლოდ ოც წელიწადში ერთხელ... ამას ვთვლი მე სასწაულად.

© photo: Lasha Shalamberidze / FBლაშა შალამბერიძის ნამუშევარი
ფოტოგრაფი რომელიც სასწაულს ეძებს, წაჩხურის სასწაული და გაოცებული ტურისტები თელავის ბაზარში - Sputnik საქართველო
ლაშა შალამბერიძის ნამუშევარი

- ცხოვრებაში თუ გჯერათ სასწაულების?

-რა თქმა უნდა, ამის დასტურად ჩემი წაჩხურობის ფოტოები უნდა იხილოთ. ვინც არ იცის შევახსენებ, რომ ეს არის სამეგრელოში, სოფელ სალხინოში არსებული წაჩხურის ეკლესია, სადაც ყოველი აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს უშვილო წყვილები აკვნებითა და თოჯინებით ადიან. თავიდან მეგონა, რომ ასეთი 50 ან მაქსიმუმ 100 ადამიანი იქნებოდა, მაგრამ რაც ვნახე მართლა სასწაული იყო. გადავირიე, როცა აკვნებით 3 თუ 4 ათასი ადამიანი ვნახე. როცა იმას, რაც იქ ხდებოდა ვიღებდი, ეს იმხელა ემოცია იყო, რომ ცრემლი მომდიოდა. ყველას ხალხს ვეკითხებოდი: რატომ ამოხვედით აქ მეთქი?

© photo: Lasha Shalamberidze / FBლაშა შალამბერიძის ნამუშევარი
ფოტოგრაფი რომელიც სასწაულს ეძებს, წაჩხურის სასწაული და გაოცებული ტურისტები თელავის ბაზარში - Sputnik საქართველო
ლაშა შალამბერიძის ნამუშევარი

- შეგიძლიათ გაიხსენოთ მათი მონათხრობი რაც კადრს მიღმა დარჩა?

- იქ ისეთი წყვილებიც ვნახე, რომლებმაც მითხრეს, რომ რვა წელია, ყველანაირი სამედიცინო გამოკვლევა ჩავიტარეთ, ბევრი უცხო ქვეყანა შემოვიარეთ, მაგრამ შვილი არ გვეყოლაო. შარშან აქ ამოვედით მოვილოცეთ და წელს უკვე ბავშვით მოვედითო. მოკლედ იქ წინა ღამეს უნდა გაჩერდე სადმე და მერე ახვიდე ეკლესიაში. ერთხელაც როცა სასტუმროში გავჩერდი, იქ ერთი უშვილო წყვილი გავიცანი. მათაც გამოველაპარაკე და ფოტო გადავუღე. მერე სასტუმროს უფროსმა მომწერა, რომ ის გოგო შენ რომ ფოტო გადაუღე ფეხმძიმედ არისო...

-დარწმუნებული ვარ წაჩხურის ფოტოები, რომლებიც უცხოეთში  წაიღეთ, გააოცებდა პრაგმატულ გერმანელებს...

- მათთვის ასეთი რამ დაუჯერებელი და აუხსნელია, უბრალო დამთხვევაა. სხვათა შორის გერმანიაშიც დამისვეს ეგ კითხვა: გჯერათ თუ არა სასწაულისო?... მე ვუპასუხე, რომ მჯერა მეთქი. რადგან შეუძლებელია, ის ხალხი ნახო და არ ირწმუნო სასწაული. მით უმეტეს როცა ბევრი ადამიანი გეუბნება, რომ მოლოცვის მერე შვილი შეეძინათ.

© photo: Lasha Shalamberidze / FBლაშა შალამბერიძის ნამუშევარი
ფოტოგრაფი რომელიც სასწაულს ეძებს, წაჩხურის სასწაული და გაოცებული ტურისტები თელავის ბაზარში - Sputnik საქართველო
ლაშა შალამბერიძის ნამუშევარი

- თავად გერმანელებს რა უკვირთ საქართველოში, ანუ რა აღმოუჩენიათ აქ ისეთი, რაც მათთვის თავისებური სასწაული გამხდარა?

- გაგეცინებათ და... მათთვის ყველაზე დიდი სასწაული თელავის ბაზრობა იყო... მათთვის სასწაულია, როცა ნატურალურ პროდუქტებს ასე ახლოს ხედავენ და ხელითაც ეხებიან. გლეხებთან ცოცხალი ურთიერთობები აღაფრთოვანებთ. ბაზარში რომ ქართველი სთავაზობს: ჭაჭას ან ღვინოს ხომ არ მიირთმევთო, ან ყველი ხომ არ მოგიჭრათო- მათთვის ესაა სასწაული. ერთი ასეთი ამბავი დამამახსოვრდა: 75 წლის ბებო იყო და ტყლაპს ჰყიდდა, გერმანელი ქალი მიუახლოვდა მას და ხელი გადაუსვა, თან გაოცებული მეუბნებოდა: ნახე რა კარგი კანი აქვსო. შეიძლება ესეც ჩათვალოს ვინმემ პატარა სასწაულად, რომ ერთი თვის განმავლობაში გერმანელებთან და შვეიცარიელებთან ერთად ორჯერ შემოვიარე საქართველო, ერთადერთი, მათთან ერთად თუშეთსა და შატილში არ ვყოფილვარ.

© photo: Lasha Shalamberidze / FBლაშა შალამბერიძის ნამუშევარი
ფოტოგრაფი რომელიც სასწაულს ეძებს, წაჩხურის სასწაული და გაოცებული ტურისტები თელავის ბაზარში - Sputnik საქართველო
ლაშა შალამბერიძის ნამუშევარი

- ის კადრი, სადაც გოგო ჰაერშია, როგორ გადაიღეთ?

- ეს არის ქართველი გიდი, რომელსაც ძალიან გაუმართლა. იმ დროს ცხრა ფოტოგრაფი ვიყავით. მე მიწაზე გავწექი და როცა გადახტა ქვემოდან გადავუღე. მართლა კარგი კადრი გამოვიდა.

- თქვენი ფოტო-პორტრეტები და პეიზაჟებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სილამაზესაც ეძებთ..

-ბევრს დავდივარ, და სილამაზეს ყველგან ვეძებ. მათ  პოვნაში გამოცდილება, პროფესიონალიზმი და კიდევ ის მეხმარება, რომ თვალი მაქვს გავარჯიშებული, რომ ასეთი ლამაზი კადრები გადავიღო. 

© photo: Lasha Shalamberidze / FBლაშა შალამბერიძის ნამუშევარი
ფოტოგრაფი რომელიც სასწაულს ეძებს, წაჩხურის სასწაული და გაოცებული ტურისტები თელავის ბაზარში - Sputnik საქართველო
ლაშა შალამბერიძის ნამუშევარი

- შავ-თეთრი ფოტოებს მაინცდამიანც არ წყალობთ...

- ირგვლივ ისეთი ფერებია, რომ მეცოდება და ვერ ვიმეტებ მათ „გაშავებისთვის“... თუმცა შავ-თეთრ ფოტოს უპირატესობაც აქვს, კადრს უფრო დრამატულს ხდის და ამძაფრებს.

- უკვე თუ იცით, სამომავლოდ თქვენს ობიექტივში რა უნდა მოხვდეს?

- მომავალ წელს გურიაში ლელო ბურთის და დოღის გადაღება მაქვს დაგეგმილი. დარწმუნებული ვარ, რომ წინ ისეთი ამბები მელოდება, რომ კიდევ ბევრჯერ გავიოცებ. საქართველო ხომ სასწაულების ქვეყანაა, მთავარია, დაინახო და ფოტოზე ისე შეაჩერო, რომ სხვამაც იგრძნოს...

 

ყველა ახალი ამბავი
0