მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეხინკლე, რომლის ნახელავმა მონიკა ბელუჩიც კი მოხიბლა

© photo: courtesy of Nugzar Nebieridzeუცხოელები ნუგზარ ნებიერიძესთან ხინკლის მომზადების დროს
უცხოელები ნუგზარ ნებიერიძესთან ხინკლის მომზადების დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ მოსკოვში მცხოვრებ ნუგზარ ნებიერიძეს, რომლის თითქმის ბრენდული ხინკლის სადეგუსტაციოდ მოსკოვში სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად ჩადიან.

რუსეთში საცხოვრებლად 90-იან წლებში გადავიდა. კულინარიის სფეროში ძმის დახმარებით აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში მის მიერ მოხვეულმა ხინკალმა ბევრი უცხოელი გურმანის გული და კუჭი ერთდროულად მოინადირა.

მათ შორის არიან მილიონერი ოლიგარქები, ცნობილი მსახიობები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ბატონ ნუგზარს დავუკავშირდით იურმალაში, სადაც იგი ერთ-ერთმა რესტორანმა მიიწვია.

© courtesy of Nugzar Nebieridzeნუგზარ ნებიერიძე
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეხინკლე, რომლის ნახელავმა მონიკა ბელუჩიც კი მოხიბლა - Sputnik საქართველო
ნუგზარ ნებიერიძე

- ბატონო ნუგზარ, გამოდის, რომ თქვენ პოპულარობას უნდა უმადლოდეთ ძმას, რომლის რეცეპტითაც დღემდე ამზადებთ ხინკალს, მანამდე თუ გქონდათ კულინარიასთან შეხება?

- მართლა ასეა, ხინკლის მოხვევა ჩემი ძმისგან ვისწავლე. მე ჩემ თავს მზარეულს არ ვეძახი, მე მეხინკლე ვარ. ქართული სამზარეულო ზეპირად ვიცი და ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ძირითადად ხინკალზე მირჩევნია მუშაობა. ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჩემს ძმას ხინკლის მოხვევა სხვამ ასწავლა. როცა მან კულინარიული სასწავლებელი დაამთავრა, მუშაობა მალევე დაიწყო, თუმცა ხინკლის მოხვევა სასწავლებელში არ უსწავლია. ამ საქმეში თანდათან დაიხვეწა და მერე საავტორო ხინკლის რეცეპტი თავად შეიმუშავა.

- თქვენი კულინარიული გამოცდილება ამ სფეროში მოსკოვის რესტორან „არაგვში“ დაიწყო...

- „არაგვში“ ჯერ კიდევ მაშინ მივედი, როდესაც ის ძალიან პოპულარული და პრესტიჟული რესტორანი იყო. იმ პერიოდში იქ ბევრი ცნობილი ადამიანი დადიოდა. იმ წლების გამოცდილება შემდეგ უფრო დავხვეწე, სახელი გავითქვი და მერე ჩემი ხინკლის საჭმელად სპეციალურად დადიოდა ხალხი. მათ შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო, მაგალითად, ზურაბ წერეთელი, ოთარ იოსელიანი, ვლადიმერ ვინოკური, რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები.

- რუსეთიდან ბევრმა უცხოელმაც გაგიცნოთ...

- ერთმა პიროვნებამ, რომელსაც Youtube-ზე თავისი არხი აქვს, ჩემზე ფილმი გადაიღო. იმ ვიდეოს პირველივე დღეს 200 ათასი მნახველი ჰყავდა. ერთი პერიოდი რუსეთზე პოპულარული, მგონი, იაპონიაში ვიყავი. მოსკოვში ჩამოსული იყო ფრანგი რესტორატორი, რომელსაც ჩემი ხინკალი გავუკეთე და ძალიან მოეწონა. ერთხელ გადმომცეს, რომ ჩემი ხინკლის დაგემოვნება, თურმე, პარფიუმერული კომპანია „ლიტუალის“ მეპატრონესაც უნდა.

- დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მოდიან თქვენთან...

- სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები ჩემთან ხშირად მოჰყავთ. ლატვიაში საქართველოს ელჩი, ულამაზესი ადამიანი, ქალბატონი თინა მაისურაძე იყო მოსული, რადგან ჩემი ხინკლის ამბავი მასაც უთხრეს. იაპონიის საელჩოდან მყავდა სტუმრები. როცა ჩემთან შემოვიდნენ, ერთი მათგანი მობილურს მაჩვენებდა – მოდით, ნახეთო. თარჯიმანმა მითხრა, ვიდეოს გაჩვენებენ, რომელიც ტოკიოში გადაიწერეს და სადაც თქვენ ხართ გადაღებულიო. თურმე იქ ურჩიეს, როცა მოსკოვში ჩახვალთ, ხინკალი მარტო ამ კაცთან უნდა გასინჯოთო.

- მართალია, რომ თქვენი ხინკალი მონიკა ბელუჩისაც გაუსინჯავს?

- ის მოსკოვში იყო ჩამოსული და როცა რესტორანში ჩემი ხინკალი მიირთვა, მერე ჩემ გასაცნობად ზემოთ ამოვიდა. წარმოიდგინეთ, ჩემთვის ვსაქმიანობ და მოულოდნელად თავზე მონიკა ბელუჩი დამადგა! თვალებს არ დავუჯერე... მან გამიღიმა, ჯიბიდან მობილური ამოიღო, ხელი გადამხვია და ჩემთან ერთად სელფი გადაიღო. სამწუხაროდ, ის ფოტო მე არ მაქვს. ჩემი მობილურით მის გადაღებას კი მაშინ ვერც მოვახერხებდი. წარმოიდგინეთ, მე ჩემ საქმეს ვაკეთებ და უცებ ვეუბნები, მოიცადეთ, მობილურს ავიღებ და თქვენთან სელფს გადავიღებთ–მეთქი. ხომ წარმოუდგენელია? აი, ჩვენმა ქართველმა მომღერალმა ბიჭებმა კი ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

© FB/ Арагвиმონიკა ბელუჩი და ანსამბლ არაგვის მონაწილე
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეხინკლე, რომლის ნახელავმა მონიკა ბელუჩიც კი მოხიბლა - Sputnik საქართველო
მონიკა ბელუჩი და ანსამბლ არაგვის მონაწილე

- მკითხველი მამაკაცები არ მაპატიებენ, რომ არ გკითხოთ – ცხოვრებაშიც ასეთი ლამაზია?

- რა თქმა უნდა, ლამაზი ქალია, მაგრამ განსხვავება რა არის, იცით? როცა ვარსკვლავების უმრავლესობას შეხედავ, მიხვდები, რომ მათ სახეზე კარგი „შპაკლოვკა“ აქვთ გაკეთებული. ამას კი ბუნებრივი სილამაზე აქვს – ტანი, ფეხი, სახის კანი, ყველაფერი ნატურალური აქვს და მთლიანობაში ძალიან ეფექტურია.

- ქათინაურის თქმა ვერ მოასწარით?

- როცა მიდიოდა, თარჯიმნის საშუალებით ვუთხარი, ეს ფოტო ჩემ „პაკლონიკებს“ არ აჩვენოთ, თორემ მომკლავენ–მეთქი. როცა ჩემი სიტყვები გადაუთარგმნეს, მონიკამ ამაზე გულიანად იცინა.

© photo: courtesy of Nugzar Nebieridzeრუსი იუმორისტი ვლადიმერ ვინოკური ნუგზარ ნებიერიძის ხინკლის დეგუსტაციის შემდეგ
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეხინკლე, რომლის ნახელავმა მონიკა ბელუჩიც კი მოხიბლა - Sputnik საქართველო
რუსი იუმორისტი ვლადიმერ ვინოკური ნუგზარ ნებიერიძის ხინკლის დეგუსტაციის შემდეგ

- უცხოეთშიც თუ გიწვევენ?

- საფრანგეთში და იტალიაში ხშირად დავდივარ. ნიცაში იქ მცხოვრებმა მილიონერმა რუსმა ოლიგარქმა მიმიწვია. ამ კაცს ქალაქის ცენტრში ჰქონდა სახლი, რომელსაც ერთი კედელი ჰყოფს იმ სახლთან, სადაც ჯონ და ჟაკლინ კენედებმა თაფლობის თვე გაატარეს. იმ ოლიგარქს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ჰყავდა – ებრალები, ფრანგი, იტალიელი, ფერადკანიანებიც, მათ შორის ქართველი ქალბატონი და მამაკაციც იყო. მე ხაჭაპური გამოვაცხე, ფხალეულობა გავუკეთე, ხინკალი მოვუხვიე და ჩაქაფულიც დავუმზადე. მეორე დღეს სახლში უკვე მისმა ებრაელმა სტუმრებმა დამპატიჟეს. მოკლედ, ნიცაში ხუთი დღე ვიყავი და სათითაოდ ყველას სახლში გავაკეთე ხინკალი.

- მოსკოვში ვისთან იყავით სტუმრად?

- ერთხელ ვერა ბრეჟნევამ დამპატიჟა სახლში კონსტანტინე მელაძის დაბადების დღეზე, მისთვის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა. ვალერის ჩემი ხინკალი ძალიან მოეწონა, მერე მასთან ფოტო გადავიღე. ადრე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს ვყავდი წაყვანილი, მას ცხვრის ხინკალი გავუკეთე. ხინკალი ღამეც მოუნდა და მითხრა, კიდევ ათი ცალი მომიხარშეო.

© photo: courtesy of Nugzar Nebieridzeნუგზარ ნებიერიძე
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეხინკლე, რომლის ნახელავმა მონიკა ბელუჩიც კი მოხიბლა - Sputnik საქართველო
ნუგზარ ნებიერიძე

- საინტერესოა, თქვენი ძმის ხინკლის რეცეპტი რით განსხვავდება ჩვეულებრივი ხინკლისგან, ინგრედიენტებს არ ვგულისხმობ, თუ ეს კომერციული საიდუმლოა და ვერ მეტყვით?

- ხინკლის მოხვევა საქართველოში ყველამ იცის, მაგრამ ჩემ რეცეპტს არავის გავანდობ. ის, თუ რას ვუშვებით ფარშს, საიდუმლოა. თქვენ იცით, ხინკალი როგორ უნდა მოიხარშოს? ყველა ერთნაირად აკეთებს: ქვაბში 30 ცალს ერთდროულად ყრის, ჩვენ კი სათითაოდ. თან ყურადღება უნდა მიაქციო, რომ პირველი არ გადაიხარშოს და ბოლო უმი არ დარჩეს.

© photo: courtesy of Nugzar Nebieridzeნუგზარ ნებიერიძე ვალერი მელაძესთან ერთად
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეხინკლე, რომლის ნახელავმა მონიკა ბელუჩიც კი მოხიბლა - Sputnik საქართველო
ნუგზარ ნებიერიძე ვალერი მელაძესთან ერთად

- ხინკლის ჭამა თავისებური რიტუალია და მას ცოდნა უნდა, თუ უტარებთ ინსტრუქტაჟს მას, ვინც პირველად მიირთმევს?

- შეიძლება გაგიკვირდეთ და ხინკლის ჭამა არც საქართველოში იციან. ყველა ყუნწს წამოავლებს ხოლმე ხელს და ეს არ არის სწორი. ხინკალს ყუნწი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. იცით, რომ ყუნწი კომუნისტების დროს შემოიღეს? მზარეულს მხოლოდ კილოგრამ ხორცს აძლევდნენ და იმით უნდა გაეკეთებინა საჭმელი. არადა, ხორცი ხომ უნდა მოეპარა? ამიტომ დიდ ყუნწს უკეთებდა. ხალხს კი ჰგონია, რომ ყუნწს უნდა მოჰკიდონ ხელი.

© photo: courtesy of Nugzar Nebieridzeიაპონიის საელჩოს წარმომადგენლები ნუგზარ ნებიერიძესთან სტუმრად
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეხინკლე, რომლის ნახელავმა მონიკა ბელუჩიც კი მოხიბლა - Sputnik საქართველო
იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები ნუგზარ ნებიერიძესთან სტუმრად

- ნაოჭების რაოდენობას აქვს მნიშვნელობა?

- არა, რა თქმა უნდა, ეგ სიმღერაშია „ცხრამეტნაოჭიანი“, ხომ გახსოვთ – „ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალიო“. სინამდვილეში კი ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნაოჭი არაფერს ცვლის, მთავარია, ცომი იყოს თხელი და სწორად გაკეთებული, ფარში კი ბულიონდამატებული და გემრიელი.

- თავად ვისი გაკეთებული ხინკალი მოგწონთ?

- მე ხინკალს არსად ვჭამ. მასში, თუ რამე შეიძლება, ყველაფერს ყრიან – უცხო სუნელი, დაფნის ფოთოლი, ზოგი ძირასაც უშვრება, ამით ფარშს აფუჭებენ და ასეთ ხინკალს რომ ჭამ, გულზე გადგება. არადა, ხინკალი გემრიელი და მსუბუქი საჭმელი უნდა იყოს. ერთადერთი ადგილი იყო თბილისში კაფე „ლაზა“, სადაც მართლა ყველაფერი მომეწონა. რისი თქმა მინდა, იცით? დღემდე ყველგან ერთნაირად აკეთებენ ხინკალს, აქამდე ვერაფრით შეცვალეს და ტექნოლოგია ვერ გააუმჯობესეს. არადა, დროთა განმავლობაში რაღაც ცვლილებების შეტანა კულინარიაში აუცილებელია. ხინკალი ქართული კულინარიის მეფეა და ასეთი შედევრი, მგონი, არც ერთი ერის სამზარეულოში არ არის...

 

ყველა ახალი ამბავი
0