Je vous adore – რატომ გამოუტყდა ბელგიელი პროფესორი ქართველ სტუდენტს სიყვარულში

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს ბრიუსელს ეწვევა, რათა იქ მცხოვრები ხატია ოზაშვილის ცხოვრება და საქმიანობა გაგაცნოთ.

უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე 23 წელია ცხოვრობს, მაგრამ ქართულ ფესვებთან კავშირი არ გაუწყვეტია. პირიქით, ძირითადი საქმიანობის გარდა მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში ჩადის და ქართველ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ქართულის გაკვეთილებს უტარებს. სტუდენტობა ბელგიაში გაატარა, დაამთავრა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.

ამჟამად მუშაობს საშემოსავლო აუდიტების ოფისში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ფილიალს წარმოადგენს. უცხოეთში მეგობრებთან ერთად დააარსა საგანმანათლებლო ცენტრი „საპერე აუდე”, რომელიც თავისი ქართული საქმეებითაა ცნობილი...

© photo: courtesy of Khatia Ozashviliხატია ოზაშვილი
Je vous adore – რატომ გამოუტყდა ბელგიელი პროფესორი ქართველ სტუდენტს სიყვარულში - Sputnik საქართველო
ხატია ოზაშვილი

- ხატია, რომელ ქვეყანაში იგრძენით თავი ყველაზე კარგად?

- მოგზაურობას მიჩვეული თავს თითქოს ყველა ქვეყანაში თავისუფლად ვგრძნობ. უკვე 23 წელია, რაც ემიგრაციაშია ჩემი ოჯახი. საქართველოდან 1997 წელს, ანუ მაშინ წამოვედით, როცა ძალიან ბნელი პერიოდი იყო. სხვადასხვა დროს შვეიცარიასა და კანადაში ვცხოვრობდით. ახლა ბელგიაში დავფუძნდით და ცხრა წელია ბრიუსელში ვცხოვრობ. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ენების სწავლა მომიწია, ვიცი ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, ვახერხებ ნიდერლანდურს, ასევე ვსაუბრობ შვეიცარიულ გერმანულ დიალექტზე. სამყაროსთან კომუნიკაცია ასე უფრო მიადვილდება.

© photo: courtesy of Khatia Ozashviliხატია ოზაშვილი
Je vous adore – რატომ გამოუტყდა ბელგიელი პროფესორი ქართველ სტუდენტს სიყვარულში - Sputnik საქართველო
ხატია ოზაშვილი

- საქართველო რომ გენატრებათ, როგორ გამოხატავთ?

- დავაკვირდი, როცა ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა, მაშინ უცხოელ ამხანაგებთან და ნაცნობებთან ლაპარაკს ვიწყებ მის სილამაზეზე, კულტურასა და ყველაფერზე, რაც გამორჩეული გვაქვს. ასეთ დროს ქართული სიმღერებიც მშველის და მათ ვუსმენ. ეს დიდი სიყვარული და პატრიოტიზმი ჩემმა დედიკომ და ქართულის მასწავლებელმა ჩამიდეს გულში. სულ ვცდილობდით, რომ ოჯახში ქართულად გვესაუბრა და არ დაგვევიწყებინა “რანი ვართ” და სადაა ჩვენი ფესვები...

© photo: courtesy of Khatia Ozashviliმეუღლესთან ერთად
Je vous adore – რატომ გამოუტყდა ბელგიელი პროფესორი ქართველ სტუდენტს სიყვარულში - Sputnik საქართველო
მეუღლესთან ერთად

- უცხოეთში თქვენი საქმიანობაც აქედან გამომდინარეა...

- დიახ, სულ მქონდა სურვილი, რომ უცხოეთში მყოფ მეორე და მესამე თაობის ქართველ ემიგრანტ ბავშვებს რაღაცით დავხმარებოდი, რომ მათაც ისე უყვარდეთ თავისი ქვეყანა და ესმოდეთ რას ნიშნავს იყო ქართველი. ზუსტად იგივე იდეით არიან შეპყრობილი ჩემი მეგობრები ილია მირინაშვილი და შოთა შარმიაშვილი – წარმატებული სტუდენტები ბელგიის ქალაქ ლიუვენში სწავლობენ. ჩვენ ქართულის გაკვეთილებს ვატარებთ სხვადასხვა ქალაქებში, რა თქმა უნდა, უფასოდ. ბოლო ზაფხულს დიდი ექსკურსიაც გვქონდა – ვესტუმრეთ საფრანგეთში ლევილის მამულს და ქართველების სასაფლაო მოვინახულეთ. ასეთ გასვლებს დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ქართული ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის.

© photo: courtesy of Khatia Ozashviliხატია ოზაშვილი
Je vous adore – რატომ გამოუტყდა ბელგიელი პროფესორი ქართველ სტუდენტს სიყვარულში - Sputnik საქართველო
ხატია ოზაშვილი

- ალბათ სწორედ ესაა მიზანი ქართული საგანმანათლებლო ცენტრისა „საპერე აუდე”, რომელიც ბელგიაში მოქმედებს...

- ეს საგანმანათლებლო ცენტრი მეუფე დოსითეოზის ხელშეწყობით ერთი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ. ეს ტერმინი “საპერე აუდე” ლათინურია და ნიშნავს „გაბედე იცოდე“.

ცენტრში ვიკრიბებით და შემეცნებით გაკვეთილებს ვატარებთ ისტორიაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. ძალიან გვინდა, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა ქართულად ილაპარაკონ და აქ ყველანაირი ცოდნის მიწოდება ქართულ ენაზე მოხდეს. ბავშვები სიხარულით გველოდებიან და ჩვენც დიდი მონდომებით ვემზადებით ხოლმე ასეთი შემეცნებითი გაკვეთილებისთვის. მე, როგორც ემიგრაციაგამოვლილი ბავშვი, ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა...

© photo: courtesy of Khatia Ozashviliქართულის გაკვეთილზე
Je vous adore – რატომ გამოუტყდა ბელგიელი პროფესორი ქართველ სტუდენტს სიყვარულში - Sputnik საქართველო
ქართულის გაკვეთილზე

- კიდევ სხვა მიმართულებითაც საქმიანობთ...

- იანვარში ჩამოყალიბდა ქართული დიასპორული ორგანიზაცია ბელგიაში, რომელსაც მეგობარსა და პარტნიორთან თეონა ლავრელაშვილთან და კიდევ სხვა წარმატებულ ქართველებთან ერთად გავუძღვები. სულ რამდენიმე დღეა მეგობრებსა და თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ასოციაცია Association of Georgian Diaspora in Belgium, რომელიც ბელგიაში არსებულ ქართულ სათვისტომოებს გააერთიანებს...

© photo: courtesy of Khatia Ozashviliხატია ოზაშვილი და მისი მეუღლე ლადო გეჯაძე
Je vous adore – რატომ გამოუტყდა ბელგიელი პროფესორი ქართველ სტუდენტს სიყვარულში - Sputnik საქართველო
ხატია ოზაშვილი და მისი მეუღლე ლადო გეჯაძე

- თუ გახსენდებათ შემთხვევა, როცა ქართულმა წარმომავლობამ რომელიმე სიტუაციაში გიშველათ?

- ამ კითხვაზე გამახსენდა ერთი ამბავი: მაშინ უნივერსიტეტში პირველად გვიტარდებოდა ლექცია, რომლის პროფესორსაც პირველად ვხვდებოდით. უცებ 350 სტუდენტით გავსებულ უდიდეს აუდიტორიაში დაიწყო ყვირილი: Ozashvili, elle est ou la Géorgienne, ანუ რომელი ხართ ქართველი ოზაშვილი, დამენახეთო. მოულოდნელობისგან რა მეფიქრა არ ვიცოდი და გაწითლებული წამოვდექი. ჩემ დანახვაზე პროფესორმა პლასმანმა ხმამაღლა თქვა: “საქართველოზე მაგარი რაგბის ნაკრები არავის ჰყავს!” და დაამატა: Je vous adore – „მე თქვენ მიყვარხართ!“ ჩემს სიამაყეს და სიხარულს, რაც მაშინ დამეუფლა, ვერ გამოვხატავ სიტყვებით. სხვათა შორის, ჩემი სწავლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშანი სწორედ ამ პროფესორმა დამიწერა... გამოდის, რომ ის ნიშანი მე კი არა, ჩვენმა რაგბისტებმა დაიმსახურეს.

© photo: courtesy of Khatia Ozashviliხატია ოზაშვილი
Je vous adore – რატომ გამოუტყდა ბელგიელი პროფესორი ქართველ სტუდენტს სიყვარულში - Sputnik საქართველო
ხატია ოზაშვილი

- თქვენი აზრით, ყველაზე უჩვეულო ბელგიაში რა არის ქართველისთვის?

- უჩვეულო? ალბათ დისციპლინა და კანონმორჩილება. მოგვკალით და, ქართველები ვერც ერთს ვერ ვეგუებით და აქედანაა ჩვენი ყველა პრობლემაც, თორემ სხვებზე ნაკლები არაფრით ვართ. საქართველოში ყველაფერი თითქოს შინაური და ახლობელია, იქ რაიმეს მტკიცება არავისთვის გვჭირდება. მისი მონატრება ჩვენთვის ისეთ პერმანენტულ გრძნობად გადაიქცა, თითქოს თანდაყოლილია...

© photo: courtesy of Khatia Ozashviliქართველი ემიგრანტი ბავშვები ლევილში
Je vous adore – რატომ გამოუტყდა ბელგიელი პროფესორი ქართველ სტუდენტს სიყვარულში - Sputnik საქართველო
ქართველი ემიგრანტი ბავშვები ლევილში

- ალბათ გიფიქრიათ, თუ შეგიძლიათ წარმატებულ ქართველებს, უცხოეთიდან საკუთარ ქვეყანას დაეხმაროთ?

- ჩემი აზრით, ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩვენ შეჭირვებულ სამშობლოს შორიდან გავუწოდოთ დახმარების ხელი. იქნებ, სამომავლოდ რაიმე სასიკეთო ცვლილებაც შევიტანოთ მის განვითარებაში... როცა სამშობლო მენატრება, ბელგიის ქართულ ეკლესიაში მივდივარ, იქ ქართული სიტყვა ისმის, ჩემიანები არიან და ჩემი პატარა საქართველოა...

 

ყველა ახალი ამბავი
0