07:52 23 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2357
  • 100 RUB4.5779
  • USD2.8831
ნუკი კოშკელიშვილი

„16 წლის ასაკში მამაო მეფლირტავებოდა“ – ნუკი კოშკელიშვილმა შოკისმომგვრელი ამბავი მოჰყვა

© photo: Nuki Koshkelishvili / FB
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
70111

მსახიობი, მოდელი, ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რელიგიურ ფასეულობებზე საუბრობს გადაცემაში „უხერხული კითხვები“.

ნუკი კოშკელიშვილის თქმით, მას ღმერთის სწამს, ხშირად დადის ეკლესიაში და ესწრება წირვა-ლოცვებს.

ამბობს, რომ საქართველოში დამყარდა სტერეოტიპი, თითქოს ეკლესიაში შესული ადამიანი ნაკლებად დასაფასებელია.

„ადამიანებს აქვთ მცდარი წარმოდგენა ეკლესიურობაზე. დღეს საქართველოში რომ იტყვი – „მე ეკლესიაში დავდივარ“, სხვის თვალში შენი თამასა დაბლა იწევს და ისეთი „მაგარი“ აღარ ხარ“, – თვლის ნუკი.

ისხენებს, რომ ბიბლიის მიმართ პირველად ინტერესი დედის მეგობარმა გაუჩინა, რომელმაც აჩუქა წმინდა წიგნი.

„16 წლის ასაკში ძალიან აქტიურად დავიწყე ეკლესიაში სიარული. აღსარების ჩაბარება და მარხვა სისტემატური გახდა. სამწუხაროდ, მქონდა შემთხვევა, როდესაც უკანასკნელად მივედი აღსარებაზე“, – იხსენებს მოდელი.

თინეიჯერობის ასაკში ნუკი კოშკელიშვილის მამაოსთან ურთიერთობამ ერთგვარი კრიზისი განიცადა და ამ კონკრეტული შემთხვევის შემდეგ ვარსკვლავს აღარ ჰქონია შეხება მოძღვართან და აღსარების ჩაბარებასთან.

„მეგონა, რომ მამაო არის ადამიანი, რომელიც ყველაზე სუფთა და მართალია... მაგრამ ჩემმა მოძღვარმა გადაწყვიტა, რომ 16 წლის გოგონასთან ფლირტი შეიძლება. ჩემთვის მისი საუბარი არასასიამოვნო და მიუღებელი იყო. ამ დღიდან ჩემსა და ღმერთს შორის შუამავალი აღარ არსებობს“, – თქვა ნუკიმ.

29 წლის მსახიობმა კარიერა „მის საქართველოდან“ დაიწყო, სადაც „მის ტელეგენურობა“ და „მის ინტელექტი“ გახდა. იყო „იმედის დილის“ ერთ-ერთ წამყვანი.

2009 წელს ითამაშა ქართულ სამედიცინო დრამატულ სერიალში „კლინიკა“. ეპიზოდური როლები შეასრულა სერიალებში „გოგონა გარეუბნიდან“ და „შუა ქალაქში“. ია ფარულავასთან და სალომე გოგიჩაიშვილთან ერთად მიჰყავდა ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა „ყოფილი ცოლების კლუბი“. 

მთავარი თემები