09:42 24 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2390
  • 100 RUB4.5838
  • USD2.8971
Бера Иванишвили с младшим братом

„შენი ტყუპისცალი ხდება" – ბერა და ცოტნე ივანიშვილის ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

© FB / BERA
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
მარი ნებიერიძე
54930

ფოლოვერები ბერა და ცოტნე ივანიშვილებს უკვე ტყუპებს ამსგავსებენ და მათ მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ.

არასოდეს არ წყდება ინტერესი ბერა ივანიშვილის ირგვლივ. მომღერალი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, რაც ყოველთვის ხდება განსჯის და განხილვის საგანი.

ამჯერად ბერა ივანიშვილმა უმცროსი ძმის ცოტნე ივანიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა და ძმას პატარაობა შეახსენა. ხელმომწერები ბერას სწერენ, რომ ძმები ტყუპებს გვანან და ერთმანეთისგან რთულად ასხვავებენ.

„ლამაზები ხართ. მეც მყავს წლის და 10 თვის ვაჟი, რომელიც არის ალბინოსი და ძალიან ლამაზია“.

„მიყვარხართ, სრულყოფილები ხართ“.

„ღმერთმა გაგამრავლოთ საუკეთესო ოჯახის საამაყო შვილებო“.

„ერთნაირები და ლამაზები“.

„რატომ ყოველთვის ასე სერიოზული? ერთხელ გაიღიმეთ“.

„შენი ტყუპისცალი ხდება. ეს არის ის, რაც მსოფლიოს სჭირდება“, – სწერენ ძმებს ფოლოვერები.

ბერას „ინსტაგრამის“ გვერდზე ცოტნეს სხვადასხვა ვიდეორგოლებშიც ნახავთ. ასევე ცოტნე ხშირად ჩნდება ბერას მუსიკალურ კლიპებში და უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

როგორც ჩანს, ცოტნეს კერპი სწორედ ბერაა. ძმები ხშირად დებენ ისეთ ფოტოებს, სადაც იდენტურად აცვიათ. როგორც ცნობილია, ბერა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ვარჯიშობს. ცოტნეც ცდილობს ძმას მიბაძოს და ხშირად ვარჯიშობს მასთან ერთად.

ცოტნე ივანიშვილი ხელოვნების ერთ-ერთი უმშვენიერესი დარგით, ხატვითაა გატაცებული და მშვენივრადაც გამოსდის. ბერას და მის მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს ქორწილში ნახატი დაუხატა და ის აჩუქა. თუ ცოტნეს ინსტაგრამ-გვერდს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მის შემოქმედებას ძალიან ბევრი ადამიანი აქებს.

ამასთან ცოტნეც, ისევე, როგორც მისი სამი დედმამიშვილი მუსიკის ნიჭითაა დაჯილდოებული. ეს ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ – უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები.

მთავარი თემები