სად ვეძებთ ბედნიერებას ანუ ნახატი რომელიც არტერიულ წნევაზე მოქმედებს

© photo: courtesy of David Shushanashviliდავით შუშანაშვილი
დავით შუშანაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით შუშანაშვილი - თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც სიურეალიზმისა და რეალიზმის თავისებური მიქსით საინტერესო გრაფიკულ ნამუშევრებს ქმნის.

მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა. ის დროც იყო როცა სამხატვრო აკადემია ქუჩის აკადემიამ ჩაანაცვლა. საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები აქვს, მაგრამ თვლის, რომ საკუთარ თავს მხატვარს ვერ უწოდებს, რადგან მისი აზრით, ამ სახელს ადამიანს მხოლოდ დრო არქმევს.

© photo: courtesy of David Shushanashviliდავით შუშანაშვილი
სად ვეძებთ ბედნიერებას ანუ ნახატი რომელიც არტერიულ წნევაზე მოქმედებს - Sputnik საქართველო
დავით შუშანაშვილი

- ბატონო დავით, ხელოვნებაში რა გზით მოხვედით?

- ჩემი ამბავი ასეთია: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ყოველთვის მინდოდა, რომ მხატვარი ვყოფილიყავი. უმაღლესი სამხატვრო განთლება არ მაქვს. 1998 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და ფასიანზე მოვხვდი. ასეთმა ამბავმა ქუჩის აკადემიაში გადამიმასამართა. ხატვა აქტიურად 2012-2013 წლიდან დავიწყე. ერთ დღეს, როცა ვიგრძენი, რომ ყველაფრით დავიღალე, საკუთარ თავს ვკითხე: ვინ ვიყავი და ვინ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. მას მერე ვცდილობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე.

- ბოლოს სცადეთ, რომ ამ კითხვის პასუხი ხელოვნებაში გეპოვათ?

- დიახ, მაგის თქმა მინდოდა…

© photo: courtesy of David Shushanashviliდავით შუშანაშვილის შემოქმედება
სად ვეძებთ ბედნიერებას ანუ ნახატი რომელიც არტერიულ წნევაზე მოქმედებს - Sputnik საქართველო
დავით შუშანაშვილის შემოქმედება

- ჯერ ვერ მიაგენით პასუხს?

- ადვილი არ არის მაგ კითხვაზე მკაფიო პასუხს მიაგნო. ვიცი ის, რომ მინდა ვხატო და ეს თან მკლავს და როცა სასურველ შედეგს ვიღებ-მაცოცხლებს კიდეც. ვცდილობ, რომ ჩემივე გადმოსახედიდან გენიალური ვიყო... ჩემს ნახატს როგორც მაყურებელი საათობით ვუყურებ ხოლმე. მე ვარ მხატვარი- ამის ასე მკაფიოდ თქმა არ შემიძლია, რადგან ვთვლი, რომ მხატვარი- ამ სახელს ადამიანს დრო არქმევს…

© photo: courtesy of David Shushanashviliდავით შუშანაშვილის შემოქმედება
სად ვეძებთ ბედნიერებას ანუ ნახატი რომელიც არტერიულ წნევაზე მოქმედებს - Sputnik საქართველო
დავით შუშანაშვილის შემოქმედება

- ხატვის რომელ მიმართულებას „შეაფარეთ” თავი?

- სიურეალიზმისა და რეალიზმის ჩემებურ ნაზავს ვაკეთებ და მას გრაფიკულ ნამუშევრებად ვდებ. რაც დრო გადის უფრო ვცდილობ, რომ აზრებით დატვირთული, მეტყველი და მრავალფეროვანი ხასიათის  ვიყო. მაგდალინელმა უმეტესობის თვალში მთელი ცხოვრება მრუშის სახელი ატარა. არადა, იმხელა რწმენა ჰქონდა, რომ მთელი სამყაროს ცოდვებს მარტო მოინანიებდა.

© photo: courtesy of David Shushanashviliდავით შუშანაშვილის შემოქმედება
სად ვეძებთ ბედნიერებას ანუ ნახატი რომელიც არტერიულ წნევაზე მოქმედებს - Sputnik საქართველო
დავით შუშანაშვილის შემოქმედება

- თქვენს ნახატებს ხშირად ურთავთ ხოლმე პატარა ჩანახატებსაც, ალბათ რასაც ხატვით ბოლომდე ვერ ამბობთ, სათქმელს სიტყვებით ავსებთ.

- ხატვის გარდა ვწერ კიდეც, ოღონდ, არასოდეს მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი. უბრალოდ ხანდახან ასეც ვამბობ სათქმელს. ხანდახან ორივენაირად.                       - ყველაზე დიდი გაკვეთილი როდის ჩაგიტარათ ცხოვრებამ?

- მე ვფიქრობ, რომ ცხოვრება თავიდან ბოლომდე გაკვეთილია. ამ გაკვეთილებიდან ბევრი ვისწავლე, ბევრს ახლაც ვსწავლობ...

© photo: courtesy of David Shushanashviliდავით შუშანაშვილის შემოქმედება
სად ვეძებთ ბედნიერებას ანუ ნახატი რომელიც არტერიულ წნევაზე მოქმედებს - Sputnik საქართველო
დავით შუშანაშვილის შემოქმედება

- მარტო ნახატებიდან არა, თქვენი ჩანაწერებიდანაც ჩანს, რომ რთული ცხოვრება გაიარეთ...

- ჩემი ნახატების უმეტესობა ემოციურ ფონზე იქმნება. რაღაცეები რეალურად ხდება. მერე იმ ტკივილს თუ სიხარულს, ემოციას თუ გრძნობას, ასე და ამდაგვარად გამოვხატავ. მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი, რაღაცნაირად ჩემებური ვარ, მაგრამ თბილი და მეგობრული. ვცდილობ კარგი ადამიანი ვიყო, რამდენად გამომდის ეგ სხვის სათქმელია.

© photo: courtesy of David Shushanashviliდავით შუშანაშვილის შემოქმედება
სად ვეძებთ ბედნიერებას ანუ ნახატი რომელიც არტერიულ წნევაზე მოქმედებს - Sputnik საქართველო
დავით შუშანაშვილის შემოქმედება

- თუ იცით, თქვენი ნახატები რა შეგრძნებას უჩენს მნახველს?

- ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა. ერთხელ ჩემთან მეზობელი იყო შემოსული და ისეთი კუთხით  დაჯდა, საიდანაც ჩემი ერთი ნახატი ჩანდა. როგორც ჩანს, მას დაჟინებით უყურებდა, ცოტა ხანში გვითხრა: ცუდად ვარ და წნევა გამიზომეთო. როცა რამდენჯერმე გაიზომა, არაფრით იჯერებდა, რომ არ ჰქონდა. მერე გამოგვიტყდა: როცა შენს ამ ნახატს ვუყურებო, თვალებში მიჭრელდება და ასე მგონია, რომ მას სახე დაურბისო...

© photo: courtesy of David Shushanashviliდავით შუშანაშვილის შემოქმედება
სად ვეძებთ ბედნიერებას ანუ ნახატი რომელიც არტერიულ წნევაზე მოქმედებს - Sputnik საქართველო
დავით შუშანაშვილის შემოქმედება

- თქვენს იმ ნახატზეა საუბარი, რომელშიც გოგოს ოთხი თვალი აქვს?

- კი, მას ოთხი გარდამავალი თვალი და სამი ტუჩი აქვს. თუ ასეთ ეფექტს იწვევს ამ ნახატის ნახვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გამოვიდა...

© photo: courtesy of David Shushanashviliდავით შუშანაშვილის შემოქმედება
სად ვეძებთ ბედნიერებას ანუ ნახატი რომელიც არტერიულ წნევაზე მოქმედებს - Sputnik საქართველო
დავით შუშანაშვილის შემოქმედება

- როგორ გახდეს ადამიანი ბედნიერი - გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი?                                                                                         

-კი, ჩემებური პასუხი მაქვს... ადამიანი თავისთავად ბედნიერია, რადგან ამ ქვეყანას უკვე მოევლინა. მას აქვს ნების თავისუფლება და დიდი არჩევანი. მინდა ვიყო მხატვარი, მწერალი, ზოგადად ხელოვანი, თუნდაც სხვა სფეროში ვმოღვაწეობდე. ისიც ხდება, რომ არჩევანში ვცდებით ან  ბედნიერებას სხვა საგნებში ვეძებთ და არა იქ, სადაც სინამდვილეშია...

ყველა ახალი ამბავი
0